ინგლისურის გაკვეთილები

ინგლისურის გაკვეთილები ასეთი ხელმისაწვდომი არასდროს ყოფილა!  ყველანაირი შეზღუდვის გარეშე,  შეარჩიე ნებისმიერი მასწავლებელი, კურსი თუ სასწავლო ცენტრი ერთ სივრცეში, თქვენი სურვილებისა და ინტერესის შესაბამისად.   ჩვენს გვერდზე  ინგლისურის გაკვეთილების მრავალფეროვანი არჩევანია თბილისის ყველა უბანში, რეგიონებში და ონლაინ ნებისმიერი ადგილიდან.
გაკვეთილები ტარდება სხვადასხვა მეთოდებით,  მასწავლებლები გთავაზობენ როგორც კლასიკურ და მრავალგზის გამოცდილ, ასევე თანამედროვე მეთოდებით შედგენილ, თქვენი მოთხოვნების და ინტერესის შესაბამის პროგრამებს.  ინგლისურის გაკვეთილების ხანგრძლივობას, ინტენსივობა და ფასს წინასწარ ათანხმებთ თქვენს შერჩეულ მასწავლებელთან. 
პრემიუმი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
pin თბილისი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 22 შეფასება

ა) ინგლისურს სწავლობდი, მაგრამ მაინც გიჭირს საუბარი? ბ) შესწავლას ნოლიდან იწყებ და არ გინდა დრო მოსაწყენ გაკვეთილებში დაკარგო? გ) შეგიძლია საუბარი, მაგრამ ბევრ შეცდომას უშვებ გრამატიკაში, წაკითხულიდან აზრი ვერ გამოგაქვს? დ) საბაზისო დონე გაქვს, მაგრამ გინდა, რომ შენი ინგლისური უფრო ბუნებრივი, სიღრმისეული და სრულყოფილი გახდეს? თუ ამ ოთხიდან ერთ-ერთი ხარ გილოცავ! სწორ ადგილას მოხვდი. მე გთავაზობ: ✅ შენი ცოდნის შესაბამის ინგლისურის კურსს, როგორც დამწყები, ასევე მაღალი დონის შემსწავლელთათვის; ✅ ინდივიდუალურ ონლაინ გაკვეთილებს, მორგებულს შენზე—TEFL სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 12 წლიანი გამოცდილებით. ✅ თანამედროვე და ეფექტური მეთოდებს — PPP, ESA, Task-Cycle, Dogme და სხვ. — ყველა გაკვეთილი შენს საჭიროებებზე ადაპტირდება. ✅ საუბარი პირველ ადგილზეა! პრაქტიკული გრამატიკის, ლექსიკის, კითხვის და მოსმენის პარალელურად. ✅ ცხოვრობ უცხოეთში? შესაძლებელია საზღვარგარეთიდან ჩართვა და მორგება დროებზე (მყავს მოსწავლეები დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, აშშ-ში, გერმანიაში, საბერძნეთში, იტალიაში, კანადაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში). მომწერე ან დამირეკე - ერთად მივხედოთ შენს ინგლისურს

video icon სერტიფიკატი video icon ვიდეო
profile avatar გიორგი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 1 შეფასება

გსურთ თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურად, გაიუმჯობესოთ სამუშაო შესაძლებლობები ან უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა?შემომიერთდით ჩემს ონლაინ კურსებზე და ერთად მივაღწევთ თქვენს მიზნებს! ✅ Მე ვარ ინგლისური ფილოლოგიის კურსდამთავრებული და მაქვს პედაგოგობის 4 წლიანი გამოცდილება Გთავაზობთპრაქტიკულ და თანამედროვე მეთოდებს, რომლებიც მორგებულია თქვენი საჭიროებებისა და დონის მიხედვით. გაკვეთილები იქნება მრავალფეროვანი, ინტერაქტიული და საინტერესო, რაც ხელს შეგიწყობთ ენის მარტივად და სწრაფად დაუფლებაში. ჩემი კურსები მოიცავს: ✅გრამატიკისა და ლექსიკის გაძლიერებას ✅მოსმენის, საუბრისა და წერილობითი უნარების გაუმჯობესებას ✅ინდივიდუალურ და ჯგუფურ სავარჯიშოებს რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით რატომ აირჩიოთ ჩემი კურსები? ✅სრული კომფორტი: სწავლა სახლიდან, თქვენთვის მოსახერხებელ დროს ✅ინდივიდუალური მიდგომა: კურსები მორგებულია თქვენს დონესა და მიზნებზე ✅პრაქტიკული გაკვეთილები: ✅დამხმარე მასალები: ხელმისაწვდომი და გამარტივებული მასალა, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად განვითარებაში

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
პრო
ინგლისურ ენაში მომზადება
ინგლისურ ენაში მომზადება

ვამზადებ მსურველებს ინგლისურ ენაში 150 ლარად. მოსწავლე უნდა მოვიდეს ადგილზე. (ლოკაცია ვაზისუბანი ან ავლაბარი). სასწავლო კურსი მოიცავს ენის სრულფასოვნად დაუფლებას. დიდი ყურადღება ექცევა ენის სწავლების ყველა კომპონენტს: speaking, writing, listening, reading. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. დროებზე შეთანხმება შესაძლებელია. დამატებითი ინფორმაციებისთვის დამიკავშირდით.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი

ინგლისურის გაკვეთილები ქართულად

თუ ინგლისურის გაკვეთილებს ეძებთ ქართულად,  ჩვენი ვებგვერდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ალტერნატივა.   ვებგვერდზე servisebi.ge თავმოყრილია ინგლისურის მასწავლებლების, კურსების და სასწავლო ცენტრების შეთავაზებები, რომლებიც ქართულ ენაზე შეგასწავლიან ინგლისურ ენას. ინგლისური ენის შესწავლა ქართულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ნულიდან იწყებს სწავლებას და დამწყების დონიდან უნდა მისი შესწავლა,  ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი პედაგოგის მოძიება და თქვენზე მორგებული სასწავლო პროგრამის დაგეგმვა.

ინგლისურის გაკვეთილების გავლა შეგიძლიათ როგორც ჯგუფურად, ასევე ინდივიდუალურად. შეგიძლიათ შეარჩიოთ სწავლების ტიპი, აირჩიოთ მასწავლებელთან მისვლა,  მიღება ბინაზე ან სწავლება ონლაინ რეჟიმში.  ნებისმიერ შემთხვევაში, გაკვეთილები იქნება მაქსიმალურად მორგებული თქვენს საჭიროებებს, შრომისა და მონდომების შედეგად კი აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზნებს.
პრო
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL
ინგლისური ენის შესწავლა / TOEFL

გამარჯობა, მე ვარ ლევანი. უკვე 15 წელია, რაც ვასწავლი ინგლისურს. განათლება მიღებული მაქვს ამერიკული სისტემის ბაზაზე. ამჟამად ვასწავლი ინგლისური ენის ცენტრ "British Space"-ში, სადაც თქვენ დაგხვდებათ მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემო. ჩვენი ცენტრი გთავაზობთ ინგლისური ენის კურსებს ნებისმიერი ასაკისა და დონის მსმენელებისათვის. /ზოგადი ინგლისური ენის კურსი (A1-C1)/ /ინგლისურის კურსები აბიტურიენტებისათვის "British Space"-ში!/ გაივლით ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად შესაბამის პროგრამას და შეიძენთ საჭირო უნარ-ჩვევებს! /TOEFL კურსები "British Space"-ში!/ გაივლით ინტენსიურ კურსს, რაც მოიცავს ტექსტის სწრაფად კითხვის, მოსმენისა და ეფექტური ესეს შედგენის უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, გაივლით TOEFL-ის სტრატეგიასა და გამოცდისათვის ფსიქოლოგიურ მზადებას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მაღალი ქულის მიღების ალბათობას. /სასაუბრო ინგლისურის კურსები/ მიემგზავრებით საზღვარგარეთ და გჭირდებათ პრაქტიკული ინგლისური? ბრიტანულ სივრცეში’’ ფუნქციონირებს საკვირაო სასაუბრო ინგლისური ენის კლუბი . კურსებს წაიყვანენ გამოცდილი სერთიფიცირებული პედაგოგები. თქვენ დაგხვდებათ სასიამოვნო და მეგობრული გარემო. ყველა კატეგორიის კურსისთვის შესაძლებელია როგორც ტრადიციული, ასევე ონლაინ მეცადინეობები.

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისური ენის ცენტრი ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი
ტელეფონი
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის
მომზადება ინგლისურ ენაში ნებისმიერი მსურველისთვის

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს და სხვა დაინტერესებულ პირებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილზე განხილული იქნება შემდეგი ასპექტები (speaking, listening, writing, reading ) განვითარება/დახვეწა და გაძლიერებული გრამატიკის სრულ კურსი. მეცადინეობა კვირაში 2-ჯერ გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 საათი ონლაინ სწავლება zoom/meet პლატფორმების გამოყენებით . ერთი თვის საფასური ჯგუფში 90 ლარი. ინდივიდუალურად 110 ლარი. ასევე შესაძლებელია სწავლა აუდიტორიაშიც ვერა ვაკის ტერიტორიაზე

inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
5.0
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
| 4 შეფასება

გამარჯობა, მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში. ✅ ვარ ინგლისური ენის სერტიფიცირებული მასწავლებელი; ✅️ გავდივარ მასწავლებლის 60 კრედიტიან პროგრამას გორის საზელმწიფო უნივერსიტეტში; ✅️ სტაჟირებას გავდივარ გორის მე-12 საჯარო სკოლაში; ✅ გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია, როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურად( მხოლოდ დისტანციურად); ✅ მაქვს ბავშვებთან და ზრდასრულებთან მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში; ✅ დავამთავრე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU) წითელ დიპლომზე 2021 წელს (განათლების, ჰუმანიტარული და მეცნიერებების სკოლა) - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; ✅ სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებას ჯორჯ მარშალის სახელობის კურსდამთვრებულთა კავშირში, საქართველო, საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრში (George Marshall Alumni Association, Georgia, Center for International and Security Studies); ✅ სწავლის დასრულების შემდეგ გავემგზავრე გერმანიაში, სადაც ვსწავლობდი და ვმუშაობდი გერმანულ საბავშვო ბაღში; ✅ როგორც სკოლის დამამთავრებელი წლების პერიოდში, ისე სტუდენტობის პერიოდში, ვამზადებდი მოზარდებსა და ზრდასრულებს ინგლისურ ენაში; ✅ ვამზადებ აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის; მაქვს TOEFL-ის IELTS -ისა და Cambridge English: Proficiency (CPE) გამოცდებისთვის მოსწავლეების მომზადების გამოცდილება. ✅ მაქვს ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, რაც დამეხმარა ამერიკული კულტურისა და ენის ცოდნის განვითარებასა და პრაქტიკაში უფრო მეტად დახვეწაში.

video icon სერტიფიკატი
inglisuris swavla სასაუბრო ინგლისური ინგლისურის შესწავლა ონლაინ ინგლისურის გაკვეთილები ინგლისური ენის კურსები viswavlot inglisuri ინგლისურის გაკვეთილები დამწყებთათვის ინგლისური ენის შესწავლა ბავშვებისთვის ინგლისურის კურსები თბილისი

მომხმარებლის შეფასებები

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

გიორგი Ძალიან კარგი მასწავლებელია. მეგობრულია და ყველაფერს ადვილად და გასაგებად ხსნის.

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ზაზა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

მაქსიმალური კომფორტის შეგრძნება და ყველა ნიუანსზე მორგებული ურთიერთობა, შესწავლა მარტივად და უხერხულობის გარეშეა, და უცებ რაღაც პერიოდის მერე ხვდები რომ თურმე ინგლისურის ცოდნის გარკვეული დონე გაქვს, ძალიან კარგი და სასარგებლო რჩევები ინგლისურად საუბრისადმი მიდგომაზე, თავად უნდა მოსინჯო რომ მიხვდე. მოკლედ, როგორც BMW, თუ არ გამოცადე ვერ გაიგებ

დროა მართლა ისწავლო ინგლისური! სურათი
დროა მართლა ისწავლო ინგლისური!
ლანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

პირველ რიგში ყველაზე მაგარი ადამიანი პოროვნება მეგობარი და რაც მთავარია ყველაზე ყურადღებიანი და თავის საქმის პროფესიონალი თიჩერია❤️

ინგლისურ ენაში მომზადება სურათი
ინგლისურ ენაში მომზადება
ნათი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

პროფესიონალი, თავისი საქმის მცოდნე პედაგოგი, რამდენიმე გაკვეთილში ვიგრძენი წინსვლა ნინას წყალობით❤️

ინგლისური მაღალ დონეზე სურათი
ინგლისური მაღალ დონეზე
იზოლდა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
4 თვის წინ

ვემზადებოდი ქალბატონ მანანასთან ენის შესწავლის მიზნით, არის უმაღლესი დონის სპეციალისტი, ასწავლის და ხსნის მაღალ, კვალიფიციურ დონეზე, საუბარი, გრამატიკა, მოკლედ გირჩევთ მასთან მოხვედრას, დარჩებით აუცილებლად კმაყოფილი.

ინგლისური ენის რეპეტიტორი სურათი
ინგლისური ენის რეპეტიტორი
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
8 თვის წინ

რეკომენდაციას ვუწევ ანუკის. მისი დახმარებით ჩემმა შვილმა შეიყვარა ინგლისური ენა, რაც მთელი ოჯახისთვის წარმოუდგენელი იყო. თანამედროვე მეთოდები, უდიდესი ცოდნა და მოსწავლისადმის თბილი დამოკიდებულება ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მასწავლებლად აქცევს მას.

ინგლისურის გაკვეთილები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი ენის შეძენის საშუალება.

ინგლისური ენის გაკვეთილები გადამწყვეტ როლს თამაშობს ადამიანების ენობრივი შესაძლებლობების გაღრმავებაში,  ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარებაში და საშუალებას გაძლევთ დღევანდელი, გლობალური სამყაროს ნაწილი გახდეთ. არ აქვს მნიშვნელობა რა  მიზნობრიობით სწავლობთ ინგლისურ ენას, მისი სარგებელი განუზომელად დიდია.  

უპირველეს ყოვლისა, ინგლისური ენის გაკვეთილები მოითხოვს დამუშავებულ მიდგომას ინდივიდუალურად მოსწავლის მიმართ. სწავლების  კარგად შემუშავებული გეგმის საშუალებით მოსწავლეები ეცნობიან გრამატიკას, ლექსიკას და სინტაქსს, აუმჯობესებენ წერით და სასაუბრო უნარებს.   ეს ფუნდამენტური ცოდნა გიქმნით  საფუძველს ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც საშუალებას მოგცემთ გამოხატოთ თქვენი აზრები მკაფიოდ და ლაკონურად.

ტექნიკური მახასიათებლების გარდა, ინგლისური ენის გაკვეთილები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კულტურული ცნობიერების ამაღლებას. ინგლისური ენა არის ერთგვარი ხიდი, რომელიც აკავშირებს სხვადასხვა ლინგვისტური და კულტურული წარმოშობის ადამიანებს. ინგლისური ენის შესწავლა საშუალებას აძლევს ადამიანებს შეისწავლონ ინგლისურენოვან ქვეყნებში წარმოებული ლიტერატურა, ხელოვნება და მედია, მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა პერსპექტივებისა და ცხოვრების სტილის შესახებ. ეს შესაძლებლობა არა მხოლოდ ამდიდრებს ადამიანის გაგებას სამყაროს შესახებ, არამედ ხელს გვიწყობს ყველა იმ მოვლენის და სიახლის თანამონაწილე გავხდეთ, რაც მსოფლიოში ხდება.

ბევრი მრავალეროვნული კომპანია და ორგანიზაცია აწარმოებს ბიზნესს ინგლისურ ენაზე, რაც ინგლისური ენის  ცოდნას კარიერული წინსვლისთვის საჭირო უნარად აქცევს. ინგლისური ენის გაკვეთილები პროფესიონალურ გარემოში ეფექტური კომუნიკაციის უნარს განიჭებთ, იქნება ეს წერილობითი მიმოწერის, პრეზენტაციების თუ მოლაპარაკებების გზით. ენის ეს ცოდნა აძლიერებს დასაქმების შესაძლებლობას და ხსნის საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებს.
ინგლისურის ცოდნა დიდ როლს თამაშობს ასევე აკადემიურ საქმიანობაში. მისი  ცოდნა, ხშირად, აუცილებელი მოთხოვნაა მთელს მსოფლიოში ცნობილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მისასვლელად. აკადემიური მასალები, კვლევითი პუბლიკაციები და სამეცნიერო დისკუსიები ძირითადად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ამიტომ, ენის ძლიერი ცოდნა აუცილებელია აკადემიური წარმატებისთვის.
გარდა ამ პრაქტიკული უპირატესობებისა, ინგლისური ენის გაკვეთილები ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას და თავდაჯერებულობას. როდესაც ადამიანები უფრო და უფრო კარგად ფლობენ ინგლისურს, ისინი იძენენ თავდაჯერებულობას, რომ ჩაერთონ საუბრებში, გამოხატონ თავიანთი იდეები და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა სოციალურ და პროფესიულ გარემოში. ეს გაზრდილი თვითდარწმუნება სცილდება ენობრივ უნარებს და დადებითად მოქმედებს პიროვნულ განვითარებაზე.
უცხო ენის შესწავლა მარტივი არ არის, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე.   სწავლების ნულიდან დასაწყებად მოიძიეთ ინგლისურის გაკვეთილები ქართულად და გადადგით უდიდესი ნაბიჯი წარმატებისკენ.  დამწყებთათვის უცხო ენის შესწავლა მშობლიურ ენაზე ბევრად ამარტივებს სწავლების პროცესს. 
 
 გახსოვდეთ, ინგლისურის გაკვეთილები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ახალი ენის შეძენის საშუალება; ეს კარიბჭეა შესაძლებლობების სამყაროში. კომუნიკაციის უნარების გაღრმავებიდან დაწყებული, კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული განვითარებამდე. ინგლისური ენის შესწავლის სარგებელი უზარმაზარი და მუდმივია, რომელიც ხასიათდება გლობალური კავშირებითა და პიროვნული ზრდით.   

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები