კონდიციონერის მონტაჟი

ონდიციონერის მონტაჟი საკმაოდ რთული პროცესია, მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას. შედგება რამდენიმე ეტაპისგან და მოწყობილობის გამართული მუშაობისთვის მნიშვნელოვანია ყველა ნაბიჯი სწორად და უსაფრთხოდ შესრულდეს.
 კონდიციონერის დაყენება ძირითადად ორი მეთოდით ხდება, რომელთაც სტანდარტულსა და არასტანდარტულს უწოდებენ.
სტანდარტული მონტაჟი გულისხმობს კონდიციონერის დაყენებას სტანდარტულ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული სირთულეები ან დამატებითი მოთხოვნები,წარმოადგენს კონდიციონერის დაყენების ყველაზე ოპტიმალურ და ხელმისაწვდომ გზას და  ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
▶ კედლის სისქეს
▶ კედლის მასალას
▶ გარე ბლოკის დამაგრებას
▶ მილების დაკავშირებას
ხოლო არასტანდარტული მონტაჟი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც კონდიციონერის დაყენება სცილდება სტანდარტული მონტაჟის პირობებს და მოითხოვს დამატებით სამუშაოებს, მასალებს ან სპეციალურ მიდგომას. 
კონდიციონერის მონტაჟი

კონდიციონერის დაყენება

კონდიციონერის დაყენება შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში, სადაც კი ამის საჭიროება დგას, იქნება ეს კომერციული,ბიზნეს თუ საცხოვრებელი ფართი.
კონდიციონერის დაყენების პროცესში კი თითოეული სივრცე და გარემო მოითხოვს განსხვავებულ მიდგომას.
თუ კონდიციონერის მონტაჟი საცხოვრებელ ფართში გვსურს, პირველ რიგში სწორად უნდა ავარჩიოთ დასამონტაჟებელი ადგილი, კონდიციონერი შევარჩიოთ ფართის მიხედვით და პროცესში გავითვალისწინოთ, ხმაურის დონე, ენერგო და ხარჯთეფექტურობა.
 
კომერციულ სივრცეებში, როგორებიცაა ოფისები, მაღაზიები, რესტორნები სასურველია დიდი სიმძლავრის მქონე კონდიციონერის გამოყენება და ვენტილაციის სისტემის დაყენება, რათა ვუზრუნველყოთ კარგი ვენტილაცია.
საწარმოო და სამრეწველო სივრცეებში მონტაჟისას შესაძლოა მოხდეს სპეციალური სერვერული ოთახების გაგრილება, წარმოებისა და შენახვის პროცესების შესაბამისად კი კლიმატ-ტემპერატურის კონტროლი.
მიუხედავად სივრცის დანიშნულებისა, კონდიციონერის დაყენება მოითხოვს სპეციალისტების ჩართულობას, რომლებიც შეაფასებენ კონკრეტულ გარემოს და მის საჭიროებებს, შემდეგ კი უზრუნველყოფენ სწორ დაპროექტებას, დაყენებასა და გამართვას

​კონდიციონერის მონტაჟი - რა უნდა ვიცოდეთ?

კონდიციონერის სწორად დაყენება უმნიშვნელოვანესია ტექნიკის ხანგრძლივი, გამართული და ეფექტური მუშაობისთვის. ეს პროცესი მოითხოვს სპეციალურ ცოდნასა და გამოცდილებას, რადგან შედგება რამდენიმე მნიშვნელოვანი ეტაპისგან, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს სწორად და უსაფრთხოდ.
კონდიციონერის მონტაჟი ძირითადად ორი გზით ხორციელდება - სტანდარტული და არასტანდარტული:
სტანდარტული მონტაჟი გულისხმობს კონდიციონერის დაყენებას ისეთ, პირობებში, როდესაც არ არსებობს განსაკუთრებული სირთულეები ან დამატებითი მოთხოვნები. ეს არის კონდიციონერის დაყენების ყველაზე ხშირად გამოყენებადი და ოპტიმალური გზა. ამ ტიპის მონტაჟისას:
  • კედლის სისქე და მასალა შესაფერისია სტანდარტული დაყენებისთვის
  • გარე ბლოკის განთავსება და დამაგრება არ წარმოადგენს პრობლემას
  • მილების მარტივად დაკავშირებაა შესაძლებელი 
არასტანდარტული მონტაჟი გულისხმობს ყველა იმ შემთხვევას, როდესაც კონდიციონერის დაყენება სცილდება სტანდარტული მონტაჟის პირობებს და მოითხოვს დამატებით სამუშაოებს, მასალებს ან განსაკუთრებულ მიდგომას. მაგალითად: 
  • ძალიან სქელი ან რთული კონსტრუქციის კედლები
  • საჭირო სივრცის არარსებობა გარე ბლოკისთვის
  • დიდი მანძილი შიდა და გარე ბლოკებს შორის
  • დაყენება მაღალ სართულებზე ან რთულ ადგილებზე
მონტაჟი შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში - საცხოვრებელ ბინებსა თუ სახლებში, კომერციულ და საზოგადოებრივ შენობებში, სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების ობიექტებზე. თითოეულ შემთხვევაში საჭიროა განსხვავებული მიდგომა და სპეციალისტის ჩართულობას
ტექნიკურად ეს პროცესი მოიცავს:
დასამონტაჟებელი ადგილის შერჩევას
შიდა განყოფილების მონტაჟისთვის შეარჩიეთ სათანადო ადგილი კედელზე, სცადეთ ლურსმნის დამაგრება და დარწმუნდით,რომ საკმარისად ძლიერია კონდიციონერის წონის შესანარჩუნებლად.
შეარჩიეთ ცენტრალური ადგილმდებარეობა, მაგალითად მისაღები ოთახი საიდანაც ცივი ჰაერი მარტივად გადანაწილდება სხვა სივრცეებშიც.
სამონტაჟო ფირფიტის დაყენებას
მიიტანეთ სამონტაჟო ფირფიტა კედელთან და დონის მაჩვენებლის გამოყენებით დარწმუნდით, რომ ის სწორედაა განლაგებული ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად.
მონიშნეთ კედელზე ხრახნების ხვრელების ადგილმდებარეობა ფანქრით, გაბურღეთ ხვრელები იმ ადგილებზე, რომლებიც მონიშნული გქონდათ.
ხვრელებში ჩასვით პლასტმასის დგუშები ან ჭანჭიკები, დააბრუნეთ სამონტაჟო ფირფიტა კედელთან და დაამაგრეთ ის ხრახნების გამოყენებით.
ხვრელის ამოჭრას
კედელზე ამოჭერით ხვრელი, რათა შიდა სისტემას მილები დაუკავშიროთ გარედან.
მნიშვნელოვანია კედლის გახვრეტისას გამოიჩინოთ სიფრთხილე, რათა არ დააზიანოთ არსებული კომუნიკაციები.
ელექტრული კავშირების შემოწმებას
კონდიციონერის უსაფრთხო და გამართული მუშაობისთვის უმთავრესია ელექტრო კავშირების სისწორე. 
▶ კედლის ხვრელში კაბელებისა და მილების გატარებას
შიდა ფირფიტაზე კონდიციონერის დამაგრებას
შემდგომი ეტაპია  გარე კონდენსატის დაყენება, რასაც სჭირდება უფრო მეტად ტექნიკური ცოდნა, უფრო მეტი სიფრთხილე და თუ არ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება, გირჩევთ საქმე მიანდოთ პროფესიონალებს.
კონდიციონერის ხელოსანი ჩვენი პლატფორმიდან შეგიძლია შეარჩიო, მათი მომსახურება,გარდა კონდიციონერის მონტაჟისა, მოიცავს ისეთ სერვისებს, როგორიცაა: ფრეონით დატუმბვა, კონდიციონერის წმენდა, გაგრილების სისტემის გამორეცხვა და სხვა.

ხშირად დასმული კითხვები

faqfaq