მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზეზები ყველასთვის განსხვავებული შეიძლება იყოს, ერთი რამ მუდმივია ამ პროცესში, ნებისმიერ შემთხვევაში გვიწევს გარკვეული რაოდენობის ავეჯისა და
ტვირთის გადაზიდვა ახალ ლოკაციაზე.
გადასვლასთან დაკავშირებულ ბევრ სხვა საკითხთთან ერთად ვფიქრობთ, თუ როგორ ჩავალაგოთ წლობით ნაგროვები ნივთები პრაქტიკულად და როგორ მოვახერხოთ
ავეჯის გადაზიდვა დაუზიანებლად.
ამ ბლოგში განვიხილავთ ყველაფერს, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ
ავეჯის გადატანა უსაფრთხოდ, ბიუჯეტურად და სტრესის გარეშე შევძლოთ.
საცხოვრებელი ბინისა თუ სახლის შეცვლის დროს ბევრი დეტალი ხდება მოსაგვარებელი, რაც გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული და ამ პროცესში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა -
ავეჯის გადაზიდვა რა ჯდება?
კითხვაც და მასზე პასუხის ძიებაც ლოგიკურია, რადგან ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ვცდილობთ, რომ ნებისმიერი პროცედურა თუ სერვისი, რომელსაც დავგეგმავთ ან გამოვიყენებთ, ჩვენს ფინანსებთან შესაბამისობაში იყოს.
იმის გასარკვევად თუ რა ჯდება ავეჯის გადაზიდვა, განვიხილოთ რაზეა დამოკიდებული ფასის დადგენა.
ღირებულება ძირითადად გამოითვლება შემდეგი კრიტერიუმებით, რაც ეხება:
- გადასაზიდი ავეჯის რაოდენობას
- ზომასა და წონას
- გადაზიდვის მანძილს
- გადაზიდვის სირთულეს
- ავეჯის შეფუთვის საჭიროებას
- ლიფტის არსებობას კორპუსში
- ავეჯის ხარისხს (სტანდარტულია , პრემიუმი, თუ ანტიკვარული)
- დამატებით მომსახურებას (მაგ:ავეჯის დაშლა ან აწყობა)
როგორც ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან გამოირკვა, ფასის განსაზღვრა საკმაოდ სპეციფიკურია და ჯამური ღირებულების დადგენა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული.
ავეჯის გადაზიდვა ფასი, ანუ როგორ გადავზიდოთ ბიუჯეტურად
მომხმარებელთა გამოცდილება ცხადყოფს, რომ გადაზიდვის დროს პროფესიონალების ჩართულობა უფრო პროდუქტიული და
ფასითაც ხელსაყრელია. ისინი შეძლებენ ხარჯების ოპტიმიზაციას და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შემოთავაზებას.
ავეჯის გადაზიდვის დროს ხარჯების დაზოგვის ერთ-ერთი გზაა ტვირთების გაერთიანება, მაგალითად, თუ
თბილისიდან რუსთავში გსურთ
ავეჯის გადატანა და თქვენი ტვირთის რაოდენობა მცირეა, შეგიძლიათ სთხოვოთ გადამზიდველს სხვა დამკვეთების ავეჯთან ერთად გადაზიდვა.
ამ შემთხვევაში ჯამური თანხა გადანაწილდება დამკვეთთა შორის და თითოეულისთვის უფრო ხელმისაწვდომი ფასი დადგინდება.
შესაძლებელია სერვისის გამწევმა კომპანიამ სეზონური ან განმეორებით შეკვეთაზე ფასდაკლებაც შემოგთავაზოთ, ასევე ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას გარკვეული შეღავათები.
მნიშვნელოვანია, ამ დეტალებზე კომუნიკაცია უშუალოდ გადამზიდველთან გაიმართოს.
რა უპირატესობა აქვს ავეჯის გადაზიდვის სერვისის გამოყენებას?
როგორც დასაწყისშივე ვახსენეთ, ავეჯის გადაზიდვა არ არის მარტივი და თუ არ ვიცით თანმიმდევრულად, რა ეტაპები უნდა გავიაროთ, ძალიან გაგვიჭირდება სრული პროცესის მართვა.
ავეჯის გადაზიდვა მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:
- სამუშაოს მოცულობის შეფასებას და გადაზიდვის ფასის დადგენას
- ავეჯის დაშლას
- შეფუთვასა და ტრანსპორტირებისთვის გამზადებას
- Ჩატვირთვას
- შედგენილი მარშრუტით დანიშნულების ადგილზე მიტანას
- გადმოტვირთვას
- ავეჯის განთავსებას შესაბამის სივრცეებში
ზემოთ აღნიშნული ნებისმიერი ეტაპის შესრულებას სჭირდება შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა, რაც ბუნებრივია არ გვექნება, თუ არ ვართ გათვიცნობიერებულნი
ავეჯის გადაზიდვასთან დაკავშირებულ პროცესებში.
მარტივი მაგალითი რომ განვიხილოთ, თუ კარადას, საწოლს, დივანს თავად დავშლით და არ გვეცოდინება როგორ იშლება ამით გავზრდით ავეჯის დაზიანების რისკს.
იგივე ეხება შეფუთვასაც, დამცავი მასალების უგულვებელყოფა ან არასწორად გამოყენება, ასევე ზრდის იმის ალბათობას, რომ ავეჯი ჩატვირთვის ან ტრანსპორტირების ეტაპზე დაზიანდება.
ხშირად, როცა გამოცდილება არ გვაქვს, არასწორად ვირჩევთ გადამზიდ საშუალებასაც, მაგალითად, თუ დიდი მოცულობის ავეჯი გვაქვს გადასატანი და მცირე ზომის სატვირთოს დაიქირავებთ, ვერც გადაზიდვას მოახერხებთ, მოგვიწევს სხვა ტრანსპორტის მოძებნა და იმაზე მეტ თანხასაც გადავიხდით, ვიდრე გათვლილი გვქონდა.
აღნიშნულ პრობლემებთან ამკლავება თქვენთვის დამატებითი გამოწვევა იქნება, ამიტომ გირჩევთ გამოიყენოთ
ავეჯის გადაზიდვის სერვისი.
ჩვენი ციფრული პლატფორმის საშუალებით მოძებნით ავეჯის გადაზიდვასთან დაკავშირებულ განცხადებებს, გაესაუბრებით გადამზიდ კომპანიებს ან ფიზიკურ პირებს და მიიღებთ კომფორტულ, თქვენს საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას.
თანხის დაზოგვა ნამდვილად გონივრული გადაწყვეტილებაა ბევრ შემთხვევაში, თუმცა არა ავეჯის გადაზიდვის დროს.
პროფესიონალთა მომსახურება საბოლოო ჯამში ბევრად უფრო
იაფი დაგიჯდებათ.
რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ ავეჯის გადაზიდვისას?
გიზიარებთ
TOP 3 შეცდომას, რაც არ უნდა დავუშვათ ავეჯის გადატანისას:
- შეცდომა N1 - ავეჯის გადაზიდვა პროფესიონალების დახმარების გარეშე
თუ სერიალი ,,
Friends’’-ი გაქვთ ნანახი, ავეჯის გადაზიდვისას დაშვებულ შეცდომებზე აუცილებლად გაგახსენდებათ როს გელერი და უკვდავი ფრაზა ,,
Pivot’’.
პერსონაჟი ყიდულობს ახალ დივანს და გადაწყვეტს მიტანის საფასურის გადახდის ნაცვლად ნივთი ბინაში მეგობრების - რეიჩელისა და ჩენდლერის დახმარებით აიტანოს, რაც რა თქმა უნდა კრახით სრულდება, დივანი კიბეებზე იჭედება და შუაზე ტყდება.
აქედან გამომდინარე, იგივე შეცდომა რომ არ გავიმეოროთ, ავეჯის გადაზიდვა არ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე და ამ საქმის შესასრულებლად უნდა მოვძებნოთ გადამზიდი კომპანია ან კერძო პირი, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, კომპეტენცია და უნარები ავეჯის უსაფრთხოდ გადატანისთვის.
- შეცდომა N2 - ავეჯის დამოუკიდებლად დაშლა და შეფუთვა
შემდეგი შეცდომა ავეჯის დაშლას და შეფუთვას უკავშირდება - დიდი ზომის ავეჯი, როგორიცაა საწოლები, კარადები და სხვა, გადაადგილების გამარტივების მიზნით იშლება. გარკვეული ავეჯის შემთხვევაში კი ეს პროცედურა არც თუ ისე მარტივია. დაუზიანებლად უნდა მოხსნათ თაროები, საწოლის თავი, უჯრები და ა.შ, ასევე დაშლილი ნაწილები და ის ავეჯი, რისი დაშლაც არ მოგვიწია, უნდა შეიფუთოს სხვადასხვა მასალებით, როგორიცაა: პენოპლასტი, ბუშტუკოვანი ცელოფანი, პლედები და საბნები.
თუ აღნიშნული პროცედურები არათანმიმდევრულად და არასწორად შესრულდება, მაღალია იმის ალბათობა, რომ ავეჯი ტრანსპორტირებისას დაზიანდება.
- შეცდომა N3 - ნივთების ჩალაგება-გადატანა მონიშვნების,დასტიკერების გარეშე
საკმაოდ გავრცელებული შეცდომაა, როცა ავეჯთან ერთად ნივთებიც გადაგვაქვს და მათ ქაოტურად ვყრით სხვადასხვა ყუთებსა თუ პარკებში ისე, რომ არ ვუკეთებთ მონიშვნებს.
ყუთებს აუცილებლად დააწერეთ ან მიაკარით შესაბამისი სტიკერი გარედან, რათა გაერკვეთ თუ სად რა დევს, რომელშია მსხვრევადი ნივთები განთავსებული და ა.შ.
ამით გაგიმარტივდებათ გახსნისა და ამოლაგების პროცესი, შეძლებთ რომ დააპრიორიტეტოთ პირველ რიგში რომელი ყუთი გახსნათ და ბოლოს - რომელი.
რომ შევაჯამოთ, თუ გსურთ
ავეჯის გადაზიდვა იაფად, პროფესიონალების ჩართულობით, სტრესისა და შეცდომების დაშვების ნაკლები ალბათობით, გამოიყენეთ
ავეჯის გადაზიდვის სერვისი.
შეთავაზებებს
Servisebi.ge-ზე იპოვით და გადამზიდ კომპანიასა თუ ფიზიკურ პირებთან დაკავშირებასაც მარტივად შეძლებთ, განცხადებაში მითითებულ ნომერზე.
მათ აქვთ ყველა ის საშუალება, რაც ამ საქმისთვის აუცილებელია: შესაბამისი ტრანსპორტი, დამცავი მასალები, სპეციალური ტექნიკა.
ზუსტად იციან, თუ როგორ უნდა მოხდეს ავეჯის სწორად დაშლა-შეფუთვა, ჩატვირთვა-გადმოტვირთვა და სხვა დეტალები.
ასევე, გაეცნობიან თქვენს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და შემოგთავაზებენ თქვენს საჭიროებასა და ბიუჯეტზე მორგებულ სერვისს.
ბლოგის ავტორი: ანა ბოლქვაძე