სახლის დღიურად დაქირავება დღეს ერთ-ერთი მოთხოვნადი და აუცილებელი სერვისია. ადამიანები ეძებენ სხვადასხვა ტიპის საცხოვრებელ სივრცეს დღიურად დასაქირავებლად, განსაკუთრებით თბილისში და მის შემოგარენში. ამ ბლოგში მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეთ, სანამ იქირავებთ სახლს დღიურად.
განსაზღვრეთ ქირის მიზნობრიობა
პირველ რიგში, უნდა განსაზღვროთ სახლის ქირაობის მიზანი. სახლის შერჩევას გაგიმარტივებთ იმის გარკვევა, თუ რისთვის გჭირდებათ კონკრეტულ პერიოდში ბინის დაქირავება. თუ მშვიდ დასვენებას გეგმავთ და ქალაქგარეთ გსურთ გასვლა თბილისთან ახლოს,
მცხეთასა და
კოჯორში სახლის დაქირავება საუკეთესო არჩევანია. თუ უფრო ხმაურიანი დასვენებისთვის გსურთ სასიამოვნო ადგილის შერჩევა,
აგარაკის გაქირავება დღიურად თქვენი დასვენებისთვის საუკეთესო ადგილია.
თუ სახლის დაქირავება წვეულებისთვის გადაწყვიტეთ
სახლის დღიურად დაქირავება წვეულებისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადია, ბანკეტების, დაბადების დღის, ქორწილებისა და სხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად. სხვადასხვა კაფე-ბარების და რესტორნებისგან განსხვავებით, ღონისძიების სივრცეები ხშირად საშუალებას გაძლევთ თან იქონიოთ თქვენივე დეკორაციები, მუსიკა და მოაწყოთ
ქეითერინგიც. ეს მოქნილობა საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური ატმოსფერო, რომელიც ასახავს თქვენს სტილსა და ხედვას. სახლი წვეულებისთვის შეგიძლიათ იქირაოთ,
ეზოთი, საკუთარი საპარკინგე სივრცეებით, კეთილმოწყობილი გარემოთი და აუზით. გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის განკუთვნილი სახლი საჭიროებს დიდ საერთო სივრცეს, მეზობლებისგან შედარებით იზოლირებულ გარემოსა და ხმაურზე ნაკლებ შეზღუდვებს.
ყურადღებით შეარჩიეთ სახლის მდებარეობა
სახლის დაქირავების პროცესში მნიშვნელოვანია მისი მდებარეობა.
თბილისში მდებარე კერძო სახლები ქირით მოსახერხებელია გადაადგილების თვალსაზრისით. ხოლო ქალაქგარეთ მაგალითად, ბუნებასთან ახლოს, უფრო მშვიდ გარემოში მდებარე კერძო სახლები ხშირად ისეთ ადგილზეა, სადაც ახლოს ბევრი ობიექტი არ არის. ქალაქგარეთ სახლის დაქირავების პროცესში გაითვალისწინეთ გზის მდგომარეობა, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა და მიმდებარე ინფრასტრუქტურა.
სტუმრების რაოდენობა და სივრცის ზომა ძალიან მნიშვნელოვანია
თუ გეგმავთ
ფართის დაქირავებას წვეულებისთვის აუცილებელია გაითვალისწინოთ სტუმრების რაოდენობა. გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება დისკომფორტი, შეუქმნას, როგორც მოწვეულ სტუმრებს ისე მეზობლებს და მათი პრეტენზია ან მეპატრონესთან კონფლიქტი გამოიწვიოს. დარწმუნდით, რომ სახლი რომელსაც ქირაობთ ან წვეულებისთვის განკუთვნილი ფართი გათვლილია იმ რაოდენობის სტუმარზე ვისაც პატიჟებთ და აქვს საკმარისი საძინებლები, სველი წერტილები და საერთო სივრცეები.
სხვადასხვა ფართს, რომელიც ქირავდება წვეულებებისთვის აქვს მოწყობილი სივრცეები ლამაზი ფოტოების გადასაღებად, პატარა სცენა, სადაც კარაოკე შეგიძლიათ მოაწყოთ, ან უახლესი სათამაშო სისტემებისთვის განკუთვნილი ოთახები. არაერთი ასეთი ფართი და სადღესასწაულოდ მოწყობილი კერძო სახლები, რომელიც დღიურად ქირავდება გთავაზობთ საინტერესო ფუნქციებს, რომლებიც თქვენს წვეულებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ზოგადი რჩევები საუკეთესო ვარიანტის მოსაძებნად,
სახლის დაქირავების დროს შეადარეთ რამდენიმე ვარიანტი. ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ფასს, არამედ სტუმრების მიმოხილვებსაც.
შეამოწმეთ რა შედის გაქირავების ფასში - როგორიცაა: Wi-Fi, დასუფთავება ან სრულად აღჭურვილი სამზარეულო.
აირჩიეთ სწორი ადგილმდებარეობა - ცენტრალური, თუ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებთ, წყნარი, თუ ისვენებთ, ან სტრატეგიული, თუ მოგზაურობისთვის მიემგზავრებით.
გადახედეთ გაუქმების პოლიტიკას, რათა თავიდან აიცილოთ სიურპრიზები თქვენი გეგმების შეცვლის შემთხვევაში.
შეამოწმეთ განცხადების გამჭვირვალობა -განცხადებას უნდა ჰქონდეს რეალური ფოტოები, მკაფიო აღწერილობები და პირდაპირი კონტაქტი მესაკუთრესთან ან მენეჯერთან.
დღიურად ქირაობა ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ვარიანტად იქცა როგორც მოქნილი საცხოვრებლის მაძიებლებისთვის, ასევე მეიჯარეებისთვის, რომელთაც სურთ მაქსიმალური შემოსავლის მიღება.
სახლის დაქირავების პროცესში გაითვალისწინეთ ყველა დეტალი
ყურადღება მიაქციეთ, აკმაყოფილებს თუ არა ქონება უსაფრთხოების ყველა მოთხოვნას. დამქირავებლებმა უნდა დაიცვან კონკრეტული უსაფრთხოების მოთხოვნები, თუ ისინი ქონების დაქირავებას გეგმავენ. მაგალითად:
ყველა გაზის და ელექტრომოწყობილობა, რომელიც ბინაში ან კერძო სახლში დაგხვდებათ, გამოყენებული უნდა იყოს უსაფრთხოდ.
- კანონით გათვალისწინებული მოთხოვნაა, კერძო სახლის დაქირავების შემთხვევაში თითოეულ სართულზე მოქმედი კვამლის დეტექტორის არსებობა.
- ობის თავიდან ასაცილებლად, კერძ სახლი სათანადოდ უნდა იყოს ვენტილირებადი.
- საკეტები უნდა იყოს სტანდარტული და უსაფრთხო.
- ქონება უნდა იყოს საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობაში.
აუზიანი სახლის ძებნისას მნიშვნელოვანია დააზუსტოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა:
- პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ სახლის სრულ ფართობს, არის თუ არა საკმარისი სახლის ტერიტორია თქვენი სტუმრების რაოდენობისთვის.
- დეტალურად შეამოწმეთ აუზიანი სახლის დღიური ქირის სრული ღირებულება და მითითებულ თანხაში შემავალი მომსახურების ჩამონათვალი;
- გაქირავების შესახებ განაცხადში, გამქირავებელი ხშირად უთითებს შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია,(მაგალითად, ხმაურზე 23:00 საათის შემდეგ); თუ ეს ინფორმაცია არ დაგხვდათ, დააზუსტეთ გამქირავებელთან.
- გარდა ამისა, ტელეფონით საუბრისას უნდა გაარკვიოთ, რამდენად ხშირად იწმინდება სახლში არსებული აუზი და შეესაბამება თუ არა ფოტოები რეალობას: სახლის მეპატრონეები ხშირად ათავსებენ ხუთი წლის წინანდელ ფოტოებს ან ფოტოშოპით დამუშავებულ სურათებს.
როგორ უნდა აარჩიოთ იდეალური კერძო სახლი
მას შემდეგ, რაც იპოვით თქვენთვის სასურველ კერძო სახლს და სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი პირობები:
განსაზღვრეთ ბიუჯეტი - შეადარეთ სხვადასხვა რაიონის ფასები ერთმანეთს და შეარჩიეთ, ის რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა თქვენს საჭიროებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებთან.
გადაამოწმეთ ინფრასტრუქტურა - იქირავეთ სახლი ისეთ ადგილას, სადაც კეთილმოწყობილი საავტომობილო გზებია და ახლოსაა სუპერმარკეტები.
ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოებასა და ეკოლოგიურ გარემოს.
ყოველთვის მოითხოვეთ ხელშეკრულება და ქირის პირობების დეტალური აღწერა.
დღეს ბევრად მარტივი და უსაფრთხოა ინტერნეტ პლატფორმების დახმარებით სხვადასხვა უბანში და ქალაქში მდებარე გასაქირავებელი სახლების მოძიება.
servisebi.ge -ზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველა ტიპის გასაქირავებელი ქონება, მათ შორის თბილისში, ზღვაზე, მთაში ან ნებისმიერ კურორტზე, ფოტოსურათებით, ფასებითა და ზუსტი მდებარეობით. აქ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი გასაქირავებელი სახლის შესახებაც განცხადებები და მარტივად იპოვოთ მოიჯარეები. ამისთვის, საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია საიტზე და განათავსოთ თქვენი განცხადება ყველა საჭირო დეტალის აღწერით.