მცხეთაში სახლის დღიურად დაქირავება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ქალაქის უნიკალური ისტორია, ბუნება და სიმყუდროვე იდეალურ გარემოს ქმნის დასვენებისთვის, ოჯახური შეკრებების თუ მცირე ღონისძიებების ჩასატარებლად. აქ შეგიძლიათ დაგეგმოთ ხელისმოწერის ცერემონია, წინასაქორწინო წვეულება, სქესის გაგების ცერემონია და სხვა.
სანამ გადაწყვეტთ მცხეთაში სახლის ქირაობას, რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ.
1. გადაამოწმეთ სახლის მდებარეობა - მცხეთა თბილისიდან დაახლოებით 20-30 წუთის სავალზეა, თუმცა კონკრეტული უბნიდან გადაადგილების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს. შეაფასეთ, რამდენად ახლოსაა გასაქირავებელ სახლთან მთავარი გზა, სკოლა ან მაღაზიები.
2. ყურადღება მიაქციეთ როგორ მუშაობს კომუნიკაციები - დარწმუნდით, რომ სახლს აქვს გამართული ყველა საჭირო კომუნიკაცია, მათ შორის: წყალი, ელექტროენერგია, ინტერნეტი და გათბობა.
3. შეაფასეთ ეზო და მიმდებარე ტერიტორია - მცხეთის მთავარი უპირატესობა თვალწარმტაცი ხედები და კეთილმოწყობილი ეზოიანი სახლები. შეამოწმეთ, არის თუ არა ტერიტორია დაცული და სათანადოდ გამწვანებული.
4. შეადარეთ ფასები სეზონის მიხედვით - ზაფხულში მცხეთაში სახლის ქირაობაზე მოთხოვნა იზრდება და ფასებიც შესაბამისად იმატებს, ამიტომ სასურველია, წინასწარ მოძებნოთ საცხოვრებელი და დაზოგოთ ქირის თანხა.
5.მცხეთაში სახლის დაქირავება შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს ქალაქის ხმაურს დაისვენოს ან გაერთოს და აღნიშნოს მნიშვნელოვანი თარიღები. აქაური თვალწარმტაცი ხედები, კომფორტული გარემო და კეთილმოწყობილი გასაქირავებელი სივრცე თქვენი ბედნიერი დასვენების საწინდარია.
რა ღირს მცხეთაში სახლის დღიურად დაქირავება ?
მცხეთაში სახლის დღიურად დაქირავების ფასი განსხვავდება ადგილმდებარეობის, სეზონის და სტუმრების რაოდენობის მიხედვით. საშუალოდ, ფასი მერყეობს დღიურად -100-150 ლარის ფარგლებში, ხოლო თვიურად 1000-2000+ ლარს ზემოთ.