თუ ქალაქის აურზაურისგან თავის დაღწევას და სასიამოვნო ატმოსფეროში წვეულების მოწყობას გეგმავთ აუზიანი სახლის დაქირავება საუკეთესო გამოსავალია. მნიშვნელობა არ აქვს შაბათი-კვირაა თუ კვირის რომელიმე დღე, ზაფხულის პერიოდში და შემოდგომის პირველ თვეებში, როცა მზე ჯერ კიდევ მცხუნვარეა, აუზიანი სახლის დაქირავება ბუნების ხედებით, საუკეთესო არჩევანია. თუ გეგმავთ თქვენი წვეულება დასამახსოვრებელი იყოს, მნიშვნელოვანია, გონივრულად შეარჩიოთ საცხოვრებელი.
აუზიანი სახლის დაქირავება განსაკუთრებული წვეულების მოსაწყობად გამოირჩევა რიგი უპირატესობებით, მათ შორის:
- თქვენ არ გიწევთ ერთ სტუმარზე კონკრეტული თანხის გადახდა, როგორც ეს რესტორნებსა და ბარებშია.აუზიანი სახლების ფასები, როგორც წესი, ფიქსირებულია და დღიურად ითვლება.
- საშუალება გაქვთ იქირაოთ აუზიანი სახლი წვეულებისთვის, მხოლოდ ერთი დღით და დაზოგოთ თანხა.
- დღიურად გასაქირავებელი აუზიანი სახლები ძალიან ხშირად გამოირჩევა კეთილმოწყობით და აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით, აპარატურით, საყოფაცხოვრებო საშუალებებით და ყველაფრით, რაც აუცილებელია სხვადასხვა შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად;
- თუ წვეულებას რამდენიმე საათით აწყობთ და გსურთ სახლის საათობრივად დაქირავება ეს შესაძლებლობაც არაერთ გამქირავებელს აქვს ხელმისაწვდომი.
რა ღირს აუზიანი სახლის დაქირავება წვეულებისთვის ?
აუზიანი სახლის დღიური დაქირავების ღირებულება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის:
- როგორია სახლის მდგომარეობა. არის თუ არა რემონტი პირველი სახით შენარჩუნებული, რამდენად კეთილმოწყობილია სახლის შიდა და გარე ინტერიერი.
- როგორია ოთახში ავეჯის მდგომარეობა, როგორ მუშაობს ტექნიკა და წყალმომარაგება.
- რა მანძილითაა აუზიანი სახლი დაშორებული გზიდან და არის თუ არა მარტივად მისასვლელი.
- თუ ქირაობთ სახლს დიდი მიმდებარე ტერიტორიისა და პარკირებით სახლის საფასური შედარებით მაღალია.
- ზუსტი ფასის დადგენა შესაძლებელია ქონების მესაკუთრესთან დაკავშირების და ტრანზაქციის ყველა დეტალზე შეთანხმების შემდეგ.
აუზიანი სახლის ძებნისას მნიშვნელოვანია დააზუსტოთ ისეთი დეტალები, როგორიცაა:
- პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ სახლის სრულ ფართობს, არის თუ არა საკმარისი სახლის ტერიტორია თქვენი სტუმრების რაოდენობისთვის.
- დეტალურად შეამოწმეთ აუზიანი სახლის დღიური ქირის სრული ღირებულება და მითითებულ თანხაში შემავალი მომსახურების ჩამონათვალი;
- გაქირავების შესახებ განაცხადში, გამქირავებელი ხშირად უთითებს შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია,(მაგალითად, ხმაურზე 23:00 საათის შემდეგ); თუ ეს ინფორმაცია არ დაგხვდათ, დააზუსტეთ გამქირავებელთან.
- გარდა ამისა, ტელეფონით საუბრისას უნდა გაარკვიოთ, რამდენად ხშირად იწმინდება სახლში არსებული აუზი და შეესაბამება თუ არა ფოტოები რეალობას: სახლის მეპატრონეები ხშირად დებენ ხუთი წლის წინანდელ ფოტოებს ან ფოტოშოპით დამუშავებულ სურათებს.