Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

აგარაკები დღიურად

ქირავდება აგარაკები დღიურად საუკეთესო ფასად. თუ გამოკვეთილი, და განსხვავებულ გარემოს ვეძებთ აგარაკებს დღიურად ამ საკითხის გადაწყვეტის გადაწყვეტისას. თუ გეგმავთ, ქორწილს, დაბადების დღის წვეულებას, ბანკეტს ან ბოლო ზარს, ქალაქგარეთ მდებარე აგარაკები დღიურად შეგიძლიათ იქირაოთ. ასე დაზოგავს ხარჯებს, და თქვენ მორგებულ ინდივიდუალურ გარემოს ქმნის დასამახსოვრებელ მოგონებებთან ერთად. თუ ეძებთ გამორჩეულ აგარაკებს, servisebi.ge ზე შეგიძლიათ გაეცნოთ განცხადებებს, დავალიეროთ სურათი და შეხედოთ თვალსაჩინო გარემოს. აგარაკები დღიურად, როგორც თბილისში, ისე მის გარენში და სხვადასხვა ქალაქში შეგიძლიათ იქირაოთ.
ქირავდება დღიურად აგარაკი არაგვისპირში
ქირავდება დღიურად აგარაკი არაგვისპირში

ქირავდება დღიურად ახალი აშენებული ვილა არაგვისპირში, რომელიც განთავსებულია 2000 მ² ფართობის მიწაზე. არაგვისპირი არის, თბილისი მოლის სავაჭრო ცენტრიდან, 35 კმ-ში. სახლს აქვს გარე ფანჩატური, თავის გარე სამზარეულოთი და ბუხრით, სადაც შეძლებთ დასვენებას და მწვადების შეწვას. ეზოში არის ჰამაკები, ბატუტი და გარე სკამები. სახლში არის 2 საძინებელი (თითოეულ საძინებელში განთავსდება 2 ადამიანი) და ერთი დიდი მისაღები, თავის სამზარეულოთი. სამზარეულოში ჩამონტაჟებულია ჭურჭლის სარეცხის მანქანა და უმაღლესი ხარისხის ტექნიკა. ასევე არის ორი სველი წერტილი, სარეცხის მანქანით და საშრობით. იდეალურია ოჯახური დასვენებისთვის ან მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული სახლი უზრუნველყოფს კომფორტსა და სიმშვიდეს. ახალი შენობა ქმნის მყუდრო და სასიამოვნო გარემოს, სადაც შეგიძლიათ დაისვენოთ ყოველდღიური რუტინისგან. ფართო ეზო საშუალებას გაძლევთ დატკბეთ ბუნებითა და სუფთა ჰაერით. ეს ადგილი შესანიშნავია მათთვის, ვისაც სურს განტვირთვა და სიმშვიდე. ადგილზე დაგხვდებათ მაღალი ხარისხის თეთრეული, პირსახოცები, შამპონი, დუშ-გელი. სახლი ,ასევე აღჭურვილია გარე კამერებით. ერთი დღის ფასი: 550 ლარი. სახლში, დაძინების საშუალება აქვს, მაქსიმუმ 6 ადამიანს. გთხოვთ, ტექსტს გაეცნოთ ყურადღებით!

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 7 ოთახიანი აგარაკი ბორჯომში
ქირავდება დღიურად 7 ოთახიანი აგარაკი ბორჯომში

დაისვენეთ ბორჯომის ულამაზეს ბუნებაში! ქირავდება სამსართულიანი საოჯახო სასტუმრო ქ. ბორჯომში, გურამიშვილის ქ. #27-ში, ტყის პირას, ნაძვნარში, სუფთა ჰაერითა და ულამაზესი ხედებით. სასტუმროში დაგხვდებათ: 6 იზოლირებული, კომფორტული საძინებელი, ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვილი საერთო სამზარეულო სრულად აღჭურვილი ტექნიკით დიდი და მყუდრო მისაღები ფართო, გამწვანებული ეზო ბუნგალო და ბუხარი/მწვადის სივრცე სასიამოვნო საღამოებისთვის ეზოს პარკინგი მშვიდი და მყუდრო გარემო, იდეალური დასვენებისთვის ოჯახთან და მეგობრებთან ერთად თუ ეძებთ ადგილს, სადაც ბუნების სილამაზე, სუფთა ჰაერი და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის, ჩვენი საოჯახო სასტუმრო საუკეთესო არჩევანია თქვენთვის. მისამართი: ქ. ბორჯომი, გურამიშვილის ქ. #27 ფასები: მთლიანი სასტუმროს დაჯავშნა (სრულად დახურვა) – 500 ლარი / დღე ?️ ნომრების ცალ-ცალკე დაქირავებაც შესაძლებელია – ფასი შეთანხმებით დამატებითი ინფორმაციისა და დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით პირად შეტყობინებაში ან ტელეფონზე. კომფორტი, სიმშვიდე და ბუნების სილამაზე – ყველაფერი ერთ სივრცეში! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბორჯომში!

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 4 ოთახიანი აგარაკი ნაფეტვრებში
ქირავდება დღიურად 4 ოთახიანი აგარაკი ნაფეტვრებში

ქირავდება ულამაზესი კოტეჯი და სადღესასწაულო სივრცე ლისის ტბიდან და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მხოლოდ 15 კმ-ში, ნახშირგორაზე! სულ ნახევარი საათი და თქვენ უკვე მზად ხართ გართობისთვის! კოტეჯი 3 მყუდრო და კომფორტული საძინებელი, სრულად აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით. სადღესასწაულო სივრცე გათვლილი მაქსიმუმ 30 სტუმარზე (გარე სივრცე 35 სტუმარზე), მაყალით, შთამბეჭდავი განათებებით და დინამიკით. უნიკალური ლოკაცია სულ 15 კმ ქალაქიდან მზად ხარ მოიწყო დაუვიწყარი დღესასწული? მაშინ მოდი ვილა ფესტივაში, ეს არის ადგილი, სადაც ყველაფეერია შენი დაუვიწყარი დღის აღსანიშნავად. ფასი: 400 ლარიდან (დამოკიდებულია სტუმრების რაოდენობაზე). ნუ გადადებ, დაჯავშნე ახლა

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი აგარაკი ციხისძირში
ქირავდება დღიურად 2 ოთახიანი აგარაკი ციხისძირში

ქირავდება ახალი კოტეჯი ციხისძირში — ზღვის პანორამული ხედით ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მშვიდ ლოკაციაზე შავი ზღვის სანაპიროზე. კოტეჯი მდებარეობს ბამბუკის ტყის გვერდით, სრულად ბუნებრივ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში. იდეალური კომბინაციაა ზღვის, მთის და სიმწვანის. ლოკაცია განსაკუთრებულია: *ბათუმამდე - 20 წუთი, ქობულეთამდე - 5 წუთი *პეტრას ციხე — 500 მეტრში *ბათუმის ბოტანიკური ბაღი — 10 წუთი *ზღვამდე ფეხით მისასვლელი გზა — 10 წუთი კოტეჯი: *ფართობი: 60 მ²-მდე *ახალი მშენებლობა, თანამედროვე დიზაინი *საძინებელი + მისაღები გასაშლელი დივნით *შესაძლებელია დამატებითი საწოლის განთავსება *ზღვის პანორამული ხედი *მშვიდი, მწვანე გარემო, იდეალური დასვენებისთვის იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ასევე გრძელვადიანი საცხოვრებლად

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი გრიგოლეთში
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი გრიგოლეთში

სახლი დღიურად დიასახლისის გარეშე, გრიგოლეთში (სექტემბრიდან შესაძლებელია გრძელვადიანი გაქირავებაც ტვეში 2000 ლარი) სუფთა და კომფორტული განიერ ქვიშიან სანაპიროსთან ზღვიდან მხოლოდ 100 მეტრი ულამაზესი ტბის ხედი მშვიდი და მწვანე გარემო კომფორტული საცხოვრებელი 2 საძინებელი + მისაღები (დივანი იშლება) ცალკე ბავშვის საწოლი (4 წლამდე) კონდიციონერი ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა სრულად აღჭურვილი სამზარეულო გარე სივრცე დასვენებისთვის 200 კვ.მ ეზო სამწვადე ადგილი სახურავზე დიდი ტერასა ზღვისა და ტბის ხედებით 2 აივანი პარკინგი ეზოში

აგარაკები დღიურად

​აგარაკის გაქირავება დღიურად

აგარაკის გაქირავება დღიურად დღეს კიდევ უფრო მოთხოვნადი სერვისია. ადამიანები ეძებენ გამორჩეულ გარემოს, სადაც მათთვის მნიშვნელოვანი დღის წვეულებას მოაწყობენ. აგარაკის გაქირავება დღიურად ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც საქორწინოდ, საბანკეტოდ ან დაბადების დღისთვის მიმზიდველ გარემოში სურს წვეულების მოწყობა. დღევანდელ რეალობაში, განსაკუთრებით, ზაფხულის სეზონზე აგარაკის გაქირავება დღიურად აუზით საკმაოდ მოთხოვნადია. აგარაკის დღიურად ქირის ფასი განსხვავებულია და დამოკიდებულია სახლის და ეზოს მდგომარეობაზე. თუ ქირაობთ აგარაკს მინიმუმ ათი ადამიანისთვის დღიური ქირის ხარჯი განსხვავებულია და დამოკიდებულია სახლის მდგომარეობაზე, სტუმრების რაოდენობაზე, სეზონურობასა და ქირის დღეების რაოდენობაზე.
ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი აგარაკი შინდისში
ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი აგარაკი შინდისში

ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი კერძო სახლი შინდისში, თბილისის ულამაზესი ხედით!! 15-20 წუთის სავალზე თავისუფლებიდან, ხოლო 5 წუთის სავალზე ორთაჭალიდან. ქალაქის ხმაურისგან მოშორებით. იდეალურია ნებისმიერ დღესასწაულისთვის. სტუმრებს დახვდებათ: 5 ოთახი, მათ შორის 3 საძინებელი თანამედროვე გათბობა გაგრილების სისტემით. სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ყველა საჭირო ინვენტარი ასევე გასაშლელი მაგიდა და სკამები, მძლავრი JBL Bluetooth დინამიკი. გარე სივრცე: 3200 კვ.მ. ეზო, ღია აუზი , ფართო ტერასა თბილისზე ულამაზესი ხედით. ქირავდება დღიურად. ფასი დამოკიდებულია კვირის დღეზე და სტუმართა რაოდენობაზე.

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ბაკურიანში
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ბაკურიანში

მწვანე ველზე ქირავდება მინიმუმ 10 ღამით, მხოლოდ ოჯახზე, 6 დამსვენებელზე, 3 ოთახიანი კოტეჯი, 2 საძინებელი, 3 აბაზანა ტუალეტი, ბუხარი, იზოლირებული ეზო, უპრობლემო პარკინგები, „ბესედკა“ . საუკეთესო ადგილი ყველა კრიტერიუმებით, ყველა მხრიდან ხედებით, მშვიდი კომფორტული და უსაფრთხო ბავშვებისთვის, სახლის პერიმეტრზე არ დადის ავტომობილები, 100% სუფთა ჰაერი, ველოსიპედით საკატაო და სათამაშო სივრცეები, აქვს ორი მისასვლელი გზა წერეთლის და აღმაშენებლის ქუჩებიდან რომელიც არის ვაკე და კარგი. ფასი განისაზღვრება დღეების რაოდენობით და პერიოდის მიხედვით

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად აგარაკი გონიოში
ქირავდება დღიურად აგარაკი გონიოში

სასტუმრო დღიური გაქირავებით – გონიო გთავაზობთ სრულად აღჭურვილ სასტუმროს დღიური გაქირავებით, რომელიც მდებარეობს გონიოში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქუჩა N49-ში. შესანიშნავი არჩევანია როგორც ოჯახური დასვენებისთვის, ასევე ტურისტული ჯგუფების, კორპორატიული შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოსაწყობად. სასტუმროს უპირატესობები: 11 კომფორტული და კეთილმოწყობილი ნომერი აუზი მყუდრო და მშვიდი გარემო დიდი ჯგუფების მისაღებად ადაპტირებული სივრცე ზღვასთან და გონიოს ღირსშესანიშნაობებთან ახლოს ფასი: 1000 ლარი დღეში დაისვენეთ კომფორტულ გარემოში და ისიამოვნეთ გონიოს ულამაზესი ბუნებითა და ზღვის სიახლოვით. მისამართი: გონიო, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქ. N49 დამატებითი ინფორმაციისა და დაჯავშნისთვის დაგვიკავშირდით. 11 ნომრიანი სასტუმრო აუზით მხოლოდ 1000 ლარად დღეში! ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, კომფორტულად უმასპინძლოთ დიდ ჯგუფს საუკეთესო ლოკაციაზე.

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 7 ოთახიანი აგარაკი ბაზალეთში
ქირავდება დღიურად 7 ოთახიანი აგარაკი ბაზალეთში

ექსკლუზიური სახლი 18 ადამიანზე ლაგუნას აუზზე. ფართო მისაღები ოთახი ღია სამზარეულოთი, 5 საძინებელი და საცეკვაო დარბაზი ღონისძიებებისთვის. აუზებით და ჯაკუზით სარგებლობა შედის სახლის ფასში. ფასი 1000 ლარი სამუშაო დღეებში, 1200 ლარი შაბათ კვირას. ზაფხულში აუზი ღიაა საზოგადოებისთვის 10:00 – 19:00. ზაფხულში აგარაკის სტუმრებს შეუძლიათ აუზის ტერიტორიით ექსკლუზიურად სარგებლობა მთელი ღამე. ასევე ბავშვები ისარგებლებენ საბავშვო მოედანით.. მოწყობილობა: კეთილმოწყობილი სამზარეულო, აბაზანა, გათბობა, კონდიციონერი, კერძო ეზო, ტელევიზორი, WiFi, მაცივარი, ფენი, 12 მეტრიანი აუზი, საბავშო აუზი და მოედანი, ჯაკუზი.

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 4 ოთახიანი აგარაკი ქვემო ვაშლოვანში
ქირავდება დღიურად 4 ოთახიანი აგარაკი ქვემო ვაშლოვანში

კოტეჯი "საბაური" მდებარეობს ხულოს რაიონის სოფ:ქვემო ვაშლოვანში ბათუმი ახალციხის საავტომობილო გზიდან 800 მეტრში, ტყესთან ახლოს, მყუდრო ადგილას, იზოლირებული, აქვს თავისი უფასო პარკინგი, ინტერნეტი, შექმნილია გასართობი სივრცე, დასვენებისათვის არის იდეალური, კოტეჯში განთავსებულია პირველ სართულზე მისაღები დივანით, საძინებელი 1 დიდი ორ ადგილიანი სამეფო საწოლით, მეორე სართულზე მისაღები დივანითა და კრესლოებით, საძინებელი 2 ერთ ადგილიანი საწოლით, ასევე სამზარეულო ჯამ-ჭურჭელით და გაზით, მაცივარი, ელექტრო ღუმელი და ყველა საჭირო ტექნიკა. ასევე კოტეჯი შემოღობილია მწვანე გაუმჭვირვალე ღობით სიმყუდროვისათვის, აქვს ეზოში ავტომანქანისათვის საპარკინგე ადგილი, ფანჩატური, არის ხელის ჩოგბურთის მაგიდა, საქანელები, ბატუტი, აუზი, კოტეჯის ტერიტორიაზე გაშენებულია სხვადასხვა ყვავილებისა და სხვა ჯიშის ხეხილის ბაღი. კოტეჯში სულ შესაძლებელია განთავსდეს 6 ადამიანი, კვება არ არის მაგრამ შეგიძლიათ იქონიოთ თქვენთვის საჭირო პროდუქტი და ადგილზე შესაძლებელია ყველაფრის გაკეთება, რადგან არის ყველა შესაბამისი ჭურჭელი და ტექნიკა. ფასი 6 ადამიანი 170 ლარი, 5 ადამიანი 160 ლარი, 4 ადამიანი 150 ლარი, 3 ადამიანი 140 ლარი, 2 ადამიანი 120 ლარი, 1 ადამიანი 100 ლარი.

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ბულაჩაურში
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ბულაჩაურში

ქირავდება კომფორტული საცხოვრებელი ბულაჩაურში! წყნარ და მშვიდ გარემოში ქირავდება ახლად გარემონტებული საცხოვრებელი სახლი, რომელიც იდეალურია დასვენებისა და კომფორტული ცხოვრებისათვის P.S. ცალკე იზოლირებულად ცხოვრობს ბებია და ბაბუა. სახლი მოიცავს: • ორ საძინებელს • სრულად აღჭურვილ სამზარეულოს • ინდივიდუალურ სველ წერტილს ქირავდება მინიმუმ ერთი თვით შესაძლებელია ორი თვით ამ შემთხვევაში იმოქმედებს ფასდაკლება. ფასები: • ივლისი – 1700 ლარი აგვისტო – 1700 ლარი • სექტემბერი – 1200 ლარი დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ პირადში – შიდა სივრცის სანახავად გამოგიგზავნით ვიდეოს. იდეალური არჩევანი მათთვის, ვინც ეძებს სიმშვიდესა და კომფორტს ბუნებასთან ახლოს! ადგილზე ცხოვრობს იზოლირებულად ბებია და ბაბუა. ციალა

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი აგარაკი გლდანში
ქირავდება დღიურად 5 ოთახიანი აგარაკი გლდანში

ქირავდება დღიურად 3 სართულიანი კეთილმოწყობილი კერძო სახლი,წვეულებებისთვის დაბადების დღეებისთვის,კორპორატიული საღამოებისთვის ან თქვენი სურვილისამებრ რისთვისაც გნებავთ,მუსიკაზე და ხმაურზე არანაირი შეზღუდვა არარის, 1000 კვ.მ. ეზოთი, 2 კილომეტრში, 5 წუთის სავალზე გლდანიდან, ტერიტორია ეკუთვნის თბილისს, ქვემო მამკოდაში, სადაც არის ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი, წყნარი და მშვიდი გარემო, ეზოდან გადაშლილია მთის და თბილისის ულამაზესი ხედი, სახლში არის გათბობა,დინამიკი,WIFI,მოქმედი ბუხარი,მაყალი ეზოში, შამფურები, ჭურჭელი, 3 იზოლირებული სადზინებელი მეორე სართულზე

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ტბაში
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ტბაში

ქირავდება კოტეჯი ყველაზე ლამაზ, მშვიდ და წყნარ ადგილას - ბორჯომის რაიონი, კურორტი ტბა - სიმშვიდის გარანტია! 1 საძინებელია - king size საწოლი 2 ადამიანზე + გასაშლელი სავარძელი. 2 საძინებელი - 2 ცალი ერთსაწოლიანი + გასაშლელი სავარძელი. მისაღები ოთახი - გასაშლელი დივანი (მაქს 2 ადამიანი). ჯამში კოტეჯში მოთავსდება 8 ადამიანამდე. კოტეჯი არის ახალაშენებული, ყველა საჭირო ინვენტარით. კოტეჯს აქვს დიდი და ლამაზი ეზო. კურორტი ტბა არის ტურისტული ადგილი და ძალიან მშვიდი სივრცე დასვენებისათვის. კოტეჯი გათვლილია როგორც ოჯახებისათვის, ისე წვეულებებისთვის. გელოდებით დიდი სიყვარულით. ფასი იცვლება სეზონისა და სასურველი დღეების გათვალისწინებით.

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად აგარაკი პატარა ატენში
ქირავდება დღიურად აგარაკი პატარა ატენში

ეკოლოგიურად სუფთა და საუკეთესო გარემო, შესანიშნავი ბუნება და ყველანაირი კომფორტი - ატენის ხეობაში ქირავდება 2500 კვმ მიწაზე განთავსებული 3 სართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ტყის ძირში. სახლის ფართი - 3 სართული - 160/160/160 -480 კვმ . 1000 კვმ -ზე გაშენებული ბაღი, მსხმოიარე ხეხილით , დარჩენილი ფართი ულამაზესად კეთილმოწყობილი და გამწვანებული ეზო აუზით, ფანჩატური, მწვადის შესაწვავი სივრცე, თონე და სხვ. სახლის აღწერილობა : I სართული - სამზარეულო, მარანი, ბილიარდის და სამაგიდე ტენისის სათამაშო სივრცე. II სართული - დიდი მისაღები ოთახი, 3 საძინებელი და სველი წერტილი. III სართული - დიდი ჰოლი, 5 საძინებელი , 2 სველი წერტილი . ყველა სართულს აქვს დიდი აივანი და ვერანდა . აგარაკის შესანიშნავი გარემო და თბილი აურა , ბუნება ,ტყის სუფთა ჰაერი და კომფორტი დაუვიწყარს გახდის დასვენებას თქვენთვის , თქვენი ოჯახებისთვის, სამეგობრო წრეებისთვის და კორპორატიული დასვენების მსურველთათვის. გაქირავება შასაძლებელია მთლიანი სეზონით , თვიურად , დღიურად ან თქვენთვის სასურველი ვადით . ივნისი:1 ღამე- 800 ლ / ივლისი-აგვისტო: 1 ღამე 850 ლარი 2 ღამე და მეტი ფასი შეთანხმებით

აგარაკები დღიურად
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ბაკურიანში
ქირავდება დღიურად 3 ოთახიანი აგარაკი ბაკურიანში

ქირავდება! კეთილმოწყობილი ახალი ორსართულიანი კოტეჯი ორი საძინებლით (ინდივიდუალური სველი წერტილებით) და კეთილმოწყობილი ეზოთი დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე. კოტეჯი გათვლილია 7/8 ადამიანზე და აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ავეჯით, ბუხრით, ტექნიკითა და ინვენტარით (მაცივარი, გაზქურა, სამზარეულოს ჯამ-ჭურჭელი, ელექტრო მადუღარა, სარეცხის მანქანა, სამი ტელევიზორი, ინტერნეტი WiFi). კოტეჯში არის ცენტრალური გათბობა, თეთრეული და პირსახოცები. გაქირავების თანხა დამოკიდებულია სეზონზე და დღეების რაოდენობაზე. აგარაკის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით. გისურვებთ ბედნიერ დასვენებას.

აგარაკები დღიურად

​ქირავდება აგარაკები დღიურად თბილისთან ახლოს

თუ ქალაქის ხმაურისა და ქაოსური მოძრაობისგან გაქცევა გსურთ აგარაკები დღიურად იდეალური არჩევანია. მნიშვნელობა არ აქვს, დროებით ქირაობთ აგარაკს დასასვენებლად თუ უბრალოდ წვეულების მოსაწყობად, აგარაკის გაქირავება დღიურად საუკეთესო სერვისია.   ბოლო დროს აგარაკის გაქირავება დღიურად განსაკუთრებით პოპულარულია, არამარტო მეგობრებთან ერთად შეკრებებისა და გართობისთვის, არამედ ოჯახური დასვენებისა და მცირე ზომის წვეულებებისთვის.

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ იქირავებთ აგარაკს დღიურად ?

დღიურად გასაქირავებელი აგარაკები გამოირჩევა მოქნილი მდებარეობით. საუკეთესო პირობებით და ხელმისაწვდომი ფასებით. თუმცა, არის დეტალები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია, სანამ დღიურად გასაქირავებელ აგარაკზე შეაჩერებთ არჩევანს.

პირველ რიგში, გამქირავებელთან აუცილებლად გაარკვიეთ ისეთი დეტალები, როგორიცაა: ნებადართულია თუ არა წვეულებების ჩატარება ან მოწყობა. არის თუ არა ხმაურის შეზღუდვა და რა მაქსიმალური რაოდენობის სტუმრები დაიშვება. ხშირად ზოგ აგარაკს აქვს მკაცრი წესები, რომელთა დარღვევამ შეიძლება ჯარიმა დაგაკისროთ.

მეორე და მთავარი დეტალია, ფინანსური საკითხების წინასწარ დაზუსტება. აგარაკის გამქირავებელთან აუცილებლად დააზუსტეთ შედის თუ არა ფასში კომუნალური ხარჯები, მოგიწევთ თუ არა დასუფთავების საფასურის დამატება ან ხომ არ არის წინასწარ დეპოზიტის გადახდა საჭირო.

თუ აგარაკს თბილისთან ახლოს ან სხვა ქალაქში ქირაობთ, დააზუსტეთ მისი მდებარეობა და აგარაკთან მისასვლელი გზა. გადაამოწმეთ სახლის ზუსტი ლოკაცია რუკაზე. ზამთრის სეზონზე ქირაობის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად არის სახლთან მისასვლელი გზა გაწმენდილი.

გამქირავებელთან გაიარეთ ისეთი პირობებიც კი, როგორიცაა ფოტოების რეალურობა. ხშირად გამქირავებლები აქვეყნებენ განაცხადს, რომელსაც თან არ ერთვის აგარაკის ფოტოები. ან უბრალოდ რეალობას არ შეესაბამება. დააზუსტეთ აგარაკზე არსებული ტექნიკისა და ავეჯის მდგომარეობა. თუ აგარაკს ზაფხულის ან ზამთრის სეზონზე ქირაობთ, დააზუსტეთ, როგორ მუშაობს გათბობა-გაგრილების სისტემა.

რა ღირს აგარაკის დღიურად დაქირავება თბილისთან ახლოს ?

აგარაკები დღიურად საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად ქირავდება. თუ თბილისთან ახლოს წყნეთში, ოქროყანაში, ტაბახმელაში, წავკისში, მცხეთაში ან დუშეთში გსურთ აგარაკის დღიურად დაქირავება ფასი 500+ ლარია. თუ უფრო დიდი, მრავალსართულიანი, აუზით და საკუთარი გამწვანებული ეზოთი გსურთ აგარაკის დღიურად ქირაობა საფასური იმატებს და დღიური ხარჯი 1000+ ლარია. აგარაკის გაქირავების ფასი ცვალებადია და დამოკიდებულია სეზონურობაზე. ზაფხულში ან ოფიციალური დღესასწაულების დროს აგარაკების გაქირავების ფასები შედარებით მაღალია. თუ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე მოახერხებთ აგარაკის დაჯავშნას, საფასური შესაძლოა შედარებით ნაკლები იყოს და ასე უფრო მცირე ბიუჯეტში დაიქირავებთ სასურველ ადგილზე გამორჩეულ აგარაკს.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს აგარაკის დღიურად დაქირავება თბილისთან ახლოს ?

აგარაკის დაქირავების ფასი დამოკიდებულია მის მდებარეობაზე, სეზონსა და აგარაკის მდგომარეობაზე. საშუალოდ, გასაქირავებელი აგარაკის ფასი მერყეობს ბიუჯეტურიდან პრემიუმ კატეგორიამდე.

შედის თუ არა აგარაკის დაქირავების ფასში აუზის გამოყენება ?

ზოგიერთი აგარაკის გაქირავების შემთხვევაში მფლობელი უფლებას გაძლევთ გამოიყენოთ აუზიც. განსაკუთრებით ზაფხულის სეზონზე. შესაძლოა, გამქირავებელმა დამატებით თანხა მოითხოვოს რაიმე დაზიანების ან გაუმართაობის შემთხვევაში.

საჭიროა თუ არა აგარაკის დაქირავების დროს წინასწარი ჯავშანი ?

თუ აგარაკის დაქირავებას გეგმავთ და თარიღი  რამდენიმე კვირით ადრე იცით, მისი წინასწარ დაჯავშნა საუკეთესო გამოსავალია. განსაკუთრებით შაბათ-კვირას, ზაფხულში და დღესასწაულების პერიოდში.

შესაძლებელია თუ არა აგარაკის ჯავშნის გაუქმება ან თარიღის შეცვლა ?

აგარაკის დაქირავების დროს ჯავშნის გაუქმების პირობები განსხვავდება. ბევრი გამქირავებელი თანხას ნაწილობრივ გიბრუნებთ და საშუალებას გაძლევთ შეცვალოთ თარიღი. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება.