ხშირად ადამიანები ეძებენ განსხვავებულ გარემოს, სადაც მათთვის მნიშვნელოვან დღეს მოაწყობენ წვეულებას და დასამახსოვრებელ მოგონებებს შექმნიან. კეთილმოწყობილი სახლი ეზოთი, რომელიც დღიურად ქირავდება საუკეთესო არჩევანია, ნებისმიერი წვეულების მოსაწყობად. თუ გაქვთ ქორწილი, დაბადების დღე, ბანკეტი, ბოლო ზარი, კორპორაციული შეკრება, თიმბილდინგი და სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება სახლი კეთილმოწყობილი
ეზოთი და
აუზით ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა.
სანამ დაიქირავებთ სახლს ეზოთი ან აუზით, აუცილებელია გაითვალისწინოთ რჩევები, რათა გაიმარტივოთ დაქირავების პროცესი და მაქსიმალურად თქვენს საჭიროებებზე მორგებული გარემო შექმნათ.
- პირველ რიგში, ეზოიანი სახლის დაქირავებამდე განსაზღვრეთ სეზონურობა. სეზონის შესაბამისად შეამოწმეთ, როგორ მუშაობს გათბობა-ვენტილაციის სისტემები. არის თუ არა ყველაფერი გამართული, რათა ზამთრის ცივ დღეებში არ მოგიწიოთ სახლში სიცივეში ყოფნა, ხოლო ზაფხულში მხოლოდ ეზოს ნარგავების ჩრდილქვეშ, სიცხეში გაჩერება.
- მეორეს მხრივ, ეზოიანი სახლის დაქირავებამდე დეტალურად შეამოწმეთ სახლის ფოტოები. დააკვირდით, რამდენად არის სახლი აღჭურვილი ყველა საჭირო ტექნიკით და ავეჯით. არის თუ არა ყველაფერი კომფორტული დასვენებისა და წვეულების მოსაწყობად.
- განსაზღვრეთ პრიორიტეტები და ამის მიხედვით შეარჩიეთ ადგილმდებარეობა. ბევრ სახლს აქვს აუზი და ბაღი, მაგრამ ზოგი მდებარეობს ტყის ან მჭიდროდ დასახლებულ ზონაში. გადაწყვიტეთ, რა უფრო გირჩევნიათ, ბუნებასთან ახლოს იყოთ თუ კომფორტულ ადგილას, მაღაზიებთან და ტრანსპორტთან ახლოს.
- ზუსტად გაარკვიეთ სად მდებარეობს სახლი, არის თუ არა სახლთან ახლოს მეზობლები და ხომ არ აწესებენ ხმაურზე შეზღუდვებს. ასევე, რამდენად უსაფრთხო უბანია და შეიძლება თუ არა ეზოს გარეთ, ღამით, მანქანის დატოვება და ა.შ.
- თუ ნახეთ განცხადება, ქირავდება სახლი ეზოთი დღიურად, გამქირავებელთან საუბრის დროს დააზუსტეთ შედის თუ არა ქირის საფასურში კომუნალური გადასახადები. სეზონურად ქირაობისას შესაძლებელია ფასზე მოლაპარაკებაც.
- სახლის დაქირავებამდე გამქირავებელთან გაიარეთ ისეთი დეტალიც კი, როგორიცაა, სტუმრების რაოდენობა. დააზუსტეთ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება თუ არა დამატებითი ხალხის მიყვანა, დაშვებულია თუ არა შინაური ცხოველები და სხვა.
- სახლის დაქირავებამდე, დააზუსტეთ, როგორ მუშაობს ტექნიკა და კომუნიკაციები. არის თუ არა ელექტროენერგიის პრობლემა, რამდენად სტაბილურია თუ ხშირია მოულოდნელად დენის გათიშვა. ასევე, როგორ მუშაობს Wi-Fi, განსაკუთრებით თუ სახლი ქალაქგარეთაა.
- ეზოიანი სახლის დაქირავებამდე, გაარკვიეთ რომელ საათზეა ჩექ-ინი და ჩექ-აუთი, ზუსტად რომელ საათზე შედიხართ და გამოდიხართ. დაგვიანების შემთხვევაში არის თუ არა ჯარიმა, ან შესაძლებელია თუ არა ადრე შესვლა და გვიან გამოსვლა.
ეს რჩევები გაგიმარტივებთ ეზოიანი სახლის დაქირავების პროცესს თქვენთვის მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნად.