​სახლი წვეულებისთვის

სახლი წვეულებისთვის განსაკუთრებით მოთხოვნადია, ბანკეტების, დაბადების დღის, ქორწილებისა და სხვა მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნად. წვეულების სივრცის დაქირავების ერთ-ერთი უდიდესი უპირატესობა გარემოს თქვენი ღონისძიების თემასა და საჭიროებებზე მორგების შესაძლებლობაა. სხვადასხვა კაფე-ბარების და რესტორნებისგან განსხვავებით, ღონისძიების სივრცეები ხშირად საშუალებას გაძლევთ თან იქონიოთ თქვენივე დეკორაციები, მუსიკა და მოაწყოთ ქეითერინგი. ეს მოქნილობა საშუალებას გაძლევთ შექმნათ უნიკალური ატმოსფერო, რომელიც ასახავს თქვენს სტილსა და ხედვას. სახლი წვეულებისთვის შეგიძლიათ იქირაოთ, ეზოთი, საკუთარი საპარკინგე სივრცეებით, კეთილმოწყობილი გარემოთი და აუზით.

ქირავდება დღიურად სახლი წვეულებისთვის

ქირავდება დღიურად სახლი წვეულებისთვის თქვენზე მორგებული პირობებით ბიუჯეტურ ფასად. თუ გეგმავთ ბანკეტის ან დაბადების დღის აღნიშვნას გამორჩეულ გარემოში, შეგიძლიათ იქირაოთ კერძო სახლი დღიურად წვეულებისთვის. სახლის ქირაობა წვეულებისთვის ხელმისაწვდომია ნებისმიერი მსურველისთვის, როგორც თბილისში, ისე მის შემოგარენში. ქირავდება სახლი წვეულებისთვის კეთილმოწყობილი ეზოთი, საპარკინგე სივრცეებით და აუზით. ქირავდება სახლი დაბადების დღისთვის, სადაც დაგხვდებათ წვეულებისთვის საჭირო ყველა ინვენტარი და კეთილმოწყობილი სივრცე. თუ ეძებთ გამორჩეულ სახლს და გსურთ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა, servisebi.ge - ზე  შეგიძლიათ მოიძიოთ განცხადებები, სახელწოდებით, ქირავდება კერძო სახლი წვეულებისთვის და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სივრცე სახლიდან გაუსვლელად.

​ქირავდება დღიურად სახლი წვეულებისთვის თქვენზე მორგებული პირობებით

წვეულების დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისი ჩატარების ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ სახლის კომფორტი შეიძლება მარტივად მოგეჩვენოთ, ისეთი სპეციალური წვეულების სივრცის დაქირავება, სადაც თქვენთვის სასურველი დიზაინით მოაწყობთ სივრცეს და მშვიდი გარემო დაგხვდებათ საუკეთესო არჩევანია.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კერძო სახლი დღიურად წვეულებისთვის ?

თუ გადაწყვიტეთ კერძო სახლი დღიურად წვეულებისთვის ან დაბადების დღისთვის იქირაოთ, საუკეთესოა ღონისძიებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე, დაჯავშნა. იმ შემთხვევაში თუ თარიღი რომელიმე მნიშვნელოვან დღესასწაულს არ ემთხვევა. მაგრამ, თუ თქვენი დაბადების დღე ან მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა დღესასწაულების პერიოდს ემთხვევა, ამ შემთხვევაში სახლის დაქირავება საუკეთესოა ერთი თვით ან მეტი ხნით ადრე.

რატომ არის საუკეთესო გადაწყვეტილება სახლის ქირაობა წვეულებისთვის ?

შესაძლოა, თქვენს სახლს ხიბლი ჰქონდეს, მაგრამ მას, სავარაუდოდ, არ აქვს სპეციალურად მოწყობილი სივრცეები ლამაზი ფოტოების გადასაღებად, პატარა სცენა, სადაც კარაოკე შეგიძლიათ მოაწყოთ, ან უახლესი სათამაშო სისტემებისთვის განკუთვნილი ოთახები. არაერთი კერძო სახლი და სადღესასწაულოდ მოწყობილი სახლები, რომელიც დღიურად ქირავდება გთავაზობთ საინტერესო ფუნქციებს, რომლებიც თქვენს წვეულებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.

კერძო სახლი დღიურად წვეულებისთვის პოპულარულია, ისეთი მიზეზების გამო როგორიცაა: კეთილმოწყობილი სივრცე, სტუმრებზე მორგებული სადღესასწაულო გარემო, თავისუფალი სივრცე, არ არსებობს ხმაურზე შეზღუდვა და წვეულების თქვენი სურვილით დაგეგმვა შეგიძლიათ. კერძო სახლი დღიურად წვეულებისთვის აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით: ფართო მისაღები სივრცით, სამზარეულოთი, გამწვანებული ეზოთი, გრილით, მუსიკალური აპარატურით და ხშირად აუზითაც.

რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ სახლს იქირავებთ წვეულებისთვის ?

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი, ქორწილი, დაბადების დღე ან კორპორაციული ღონისძიება ახლოვდება და გაინტერესებთ სახლის ქირაობა წვეულებისთვის, აუცილებელია გაითვალისწინოთ რამდენიმე დეტალი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ ღონისძიების ტიპი და სტუმრების რაოდენობა. მაგალითად, თუ ნახულობთ განცხადებას ქირავდება სახლი დაბადების დღისთვის, უნდა შეარჩიოთ ისეთი სივრცე, რომელიც მაქსიმალურად ერგება დაპატიჟებული სტუმრების ასაკს და არის უსაფრთხო.

გამქირავებელთან დეტალურად დააზუსტეთ სად მდებარეობს სახლი, არის თუ არა სახლთან ახლოს მეზობლები და ხომ არ აწესებენ ხმაურზე შეზღუდვებს. ასევე, რამდენად უსაფრთხო უბანია და შეიძლება თუ არა ეზოს გარეთ, ღამით, მანქანის დატოვება. კერძო სახლის დაქირავებამდე, გაარკვიეთ რომელ საათზე შეგიძლიათ  შესვლა და რომელ საათამდე გაქვთ დრო გართობისთვის. დაგვიანების შემთხვევაში არის თუ არა რაიმე სახის ჯარიმა, ან არის თუ არა შესაძლებელი დაგეგმილზე ადრე შესვლა/გვიან გამოსვლა.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა იცოდეთ, სანამ სახლს იქირავებთ წვეულებისთვის ?

თუ გადაწყვიტეთ კერძო სახლის დაქირავება წვეულებისთვის, აუცილებელია გადაამოწმოთ მისი მდებარეობა, რამდენად აკმაყოფილებს თქვენთვის სასურველ მოთხოვნებს და როგორია ხმაურის წესები. ამასთანავე, აუცილებელია გაითვალისწინოთ არის თუ არა უსაფრთხო გარემო და დამატებითი სერვისები.

შესაძლებელია თუ არა კერძო სახლის ქირაობა მხოლოდ ერთი დღით ?

დიახ. დღესდღეობით არაერთი კომპანია და კერძო გამქირავებელი სთავაზობს მომხმარებლებს კერძ სახლის დაქირავებას მხოლოდ ერთი დღით. უმეტეს შემთხვევაში ქირავდება დღიურად სახლი წვეულებისთვის, დამატებითი ღამის გათევით ან მის გარეშე.

არის თუ არა შეზღუდვა ხმაურზე კერძო სახლის ქირაობის დროს ?

ხმაურზე შეზღუდვის დაწესება დამოკიდებულია გამქირავებელსა და სახლის მდებარეობაზე. თუ ხმაურიანი წვეულების მოწყობას აპირებთ, აუცილებელია  ამ საკითხზე მეპატრონესთან წინასწარ შეთანხმება.

რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ კერძო სახლი დაბადების დღისთვის ?

კერძო სახლის დაჯავშნა დაბადების დღისთვის სასურველია, მინიმუმ 1-2 კვირით ადრე, განსაკუთრებით სეზონურ პერიოდებში და შაბათ-კვირას.