მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნა ყოველთვის საინტერესო მომენტია. ხშირად ისმის კითხვა „სად აღვნიშნოთ?“ უმნიშვნელოვანესი ხდება, რადგან სწორ ადგილმდებარეობას შეუძლია განწყობის შექმნა და თქვენი ზეიმი დაუვიწყარ მოვლენად აქციოს.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეს აღნიშნავთ ისეთ სივრცეში, საიდანაც ულამაზესი ხედები იშლება მთელს ქალაქზე. წვეულების ადგილის სწორად დაქირავება არა მხოლოდ განწყობას ქმნის, არამედ დაუვიწყარ მოგონებებსაც ქმნის თქვენთვის და თქვენი სტუმრებისთვის. ბოლო წლებში გაიზარდა ინტერესი უნიკალური წვეულებების ადგილების მიმართ, რომლებიც ტრადიციულ საბანკეტო დარბაზებს არ ჰგავს.
დღესდღეობით, როგორც თბილისში, ისე მის შემოგარენში ქირავდება ფართი წვეულებისთვის, როგორც მცირე ჯგუფებზე, ისე დიდი კომპანიებისთვის. არსებობს სხვადასხვა ზომის სადღესასწაულოდ მოწყობილი ფართები, რომელიც გამორჩეულია განსხვავებული ინტერიერითა და ექსტერიერით. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილია მშვიდი, დახურული შეხვედრებისთვის, ზოგი კი აქტიური და ხმაურიანი წვეულებებისთვის.
ხშირ შემთხვევაში, წვეულებისთვის გასაქირავებელი ფართი მოიცავს ღია დარბაზს, დასაჯდომ ზონას, გამწვანებულ ეზოს ნარგავებით და ტექნიკურ ინფრასტრუქტურას. ფართის ქირაობა წვეულებისთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც სურს სივრცის საკუთარი სურვილის მიხედვით გაფორმება, დიზაინის მოწყობა და ტრადიციული ვახშმობის სუფრისგან განსხვავებით
ქეითერინგის მოწყობა.
რამდენი ხნით ადრე უნდა დაჯავშნოთ ფართი წვეულებისთვის ?
თუ გადაწყვიტეთ იქირაოთ ფართი წვეულებისთვის ან დაბადების დღისთვის, საუკეთესოა ღონისძიებამდე ერთი ან ორი კვირით ადრე, დაჯავშნა. ეს, იმ შემთხვევაში თუ თარიღი რომელიმე მნიშვნელოვან დღესასწაულს არ ემთხვევა. მაგრამ, თუ თქვენი დაბადების დღე ან მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა დღესასწაულების პერიოდს ემთხვევა, ამ შემთხვევაში ფართის დაქირავება წვეულებისთვის საუკეთესოა ერთი თვით ან მეტი ხნით ადრე.
რატომ არის საუკეთესო გადაწყვეტილება ფართის ქირაობა წვეულებისთვის ?
სხვადასხვა ფართს, რომელიც ქირავდება წვეულებებისთვის აქვს მოწყობილი სივრცეები ლამაზი ფოტოების გადასაღებად, პატარა სცენა, სადაც კარაოკე შეგიძლიათ მოაწყოთ, ან უახლესი სათამაშო სისტემებისთვის განკუთვნილი ოთახები. არაერთი ასეთი ფართი და სადღესასწაულოდ მოწყობილი
კერძო სახლები, რომელიც დღიურად ქირავდება გთავაზობთ საინტერესო ფუნქციებს, რომლებიც თქვენს წვეულებას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდის.
ფართის დაქირავება დღიურად წვეულებისთვის პოპულარულია, ისეთი მიზეზების გამო როგორიცაა: კეთილმოწყობილი სივრცე, სტუმრებზე მორგებული სადღესასწაულო გარემო, თავისუფალი სივრცე, არ არსებობს ხმაურზე შეზღუდვა და წვეულების თქვენი სურვილით დაგეგმვა შეგიძლიათ. ასეთი ტიპის ფართები აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით: ფართო მისაღები სივრცით, სამზარეულოთი, გამწვანებული ეზოთი, გრილით, მუსიკალური აპარატურით და ხშირად აუზითაც.