დღიურად კოჯორში სახლის გაქირავება
დღიურად კოჯორში სახლის გაქირავება განსაკუთრებით მოთხოვნადია ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში. აქაური სუფთა ჰაერი, თბილისთან სიახლოვე და თვალწარმტაცი ხედები ძალიან ბევრ დამთვალიერებელს იზიდავს. თუ კოჯორში სახლი არ გაქვთ ან მყუდრო ადგილს ეძებთ შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით, დღიურად კოჯორში სახლის გაქირავება. კოჯორში გასაქირავებელი სახლების ფასები განსხვავდება ადგილმდებარეობისა და პირობების მიხედვით. ეზოიანი სახლები, აივნებითა და ხედებით, უფრო მოთხოვნადია, თუმცა მათ ფასი შედარებით მაღალია. აქვე არსებობს ბიუჯეტური ქირის ვარიანტებიც, რომელიც საოჯახო ტიპის სახლის გაქირავებას ან კოტეჯების ქირაობას გულისხმობს.
ქირავდება სახლი კოჯორში დღიურად - აღმოაჩინეთ თქვენთვის კომფორტული სივრცე
თუ ეძებთ მყუდრო, მშვიდ და გამორჩეულ ადგილს თბილისთან ახლოს, კოჯორი საუკეთესო არჩევანია. აქ დაგხვდებათ ეკოლოგიურად სუფთა გარემო და განსხვავებული ხედები თბილისთან ახლოს. კოჯორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა მოკლევადიანი დასვენებისთვის, რადგან აერთიანებს ბუნებას, სუფთა ჰაერს და ქალაქთან მარტივად მისასვლელ გზას.
როგორი ტიპის სახლის დაქირავებაა შესაძლებელი კოჯორში ?
კოჯორში შესაძლებელია, როგორც პატარა სახლის დაქირავება დღიურად, ისე კოტეჯის და ვილების. დიდი კერძო სახლები, განსაკუთრებით მოთხოვნადია მეგობრული შეკრებებისა და დაბადების დღეებისთვის. ბევრი მათგანი აღჭურვილია ეზოთი, ტერასით, გრილით და დასასვენებელი ზონებით, რაც სრულ კომფორტს ქმნის სტუმრებისთვის. ზოგიერთ სახლს აქვს აუზი, გამწვანებული ეზო და ტერასები.
რა უნდა იცოდეთ, სანამ კოჯორში სახლს იქირავებთ
სანამ კოჯორში სახლს იქირავებთ, დეტალურად გაეცანით განაცხადს სახლის გაქირავების შესახებ. განსაზღვრეთ სახლის მდებარეობა, დააზუსტეთ სახლთან მისასვლელი გზის გამავლობა. ასევე, დააზუსტეთ რამდენად ახლოს არის ძირითადი გზა და რამდენად მარტივად შეიძლება სახლთან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მარტივად მისვლა. არის თუ არა სახლის ინფრასტრუქტურა და კომუნიკაციები მოწყობილი. რადგან კოჯორში ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ ცოტაა გადაამოწმეთ, აქვს თუ არა სახლს მუდმივი წყალი, ელექტროენერგია და ინტერნეტი.
გამქირავებელთან დაკავშირების შემდეგ დააზუსტეთ გადახდის პირობები. რადგან კოჯორი სეზონური კურორტია, უმეტესად ფასი იზრდება სეზონის მიხედვით. ამის გარდა, სეზონურად საკმაოდ გადატვირთულია, ამიტომ, სასურველია, სახლის დაქირავებამდე მინიმუმ რამდენიმე კვირით ან თვით ადრე დაიწყოთ ძიება. ასევე ყურადღება მიაქციეთ წინასწარი გადახდის წესებსა და ქირის ანაზღაურების პირობებს, რათა გაუგებრობები თავიდან აიცილოთ. საბოლოოდ, დღიურად კოჯორში სახლის გაქირავება იდეალური გადაწყვეტაა დასვენებისთვის, შეკრებებისთვის და განსაკუთრებული დღეების მშვიდ გარემოში აღსანიშნავად.