Notification bell icon დაამატე შესვლა / რეგისტრაცია

ელექტროობის სპეციალისტი

რემონტის პროცესში სახლების დაქსელვა უსაფრთხოების წესების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს, რაშიც გამოცდილი ელექტროობის სპეციალისტი დაგეხმარებათ. ელექტრო ქსელის მოწყობა/მოწესრიგება სახლის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის აუცილებელია, რისთვისაც საჭიროა ელექტრული გაყვანილობის მონაკვეთის გაანგარიშება, ინსტალაციისთვის შესაფერისი მასალების შერჩევა, კედლების და სხვა კონსტრუქციების მოსამზადებელი სამუშაოები და უშუალოდ გაყვანილობის ელემენტების მონტაჟი. თუ საკაბელო ხაზების შეცვლა გსურთ, გაითვალისწინეთ, რომ ფარული გაყვანილობის შემთხვევაში ის კედელშია მოთავსებული. ნაკლები ფინანსური დანახარჯებით სხვადასხვა კომპონენტების შეკეთება servisebi.ge-ზე რეგისტრირებულ სპეციალისტებთან შეთანხმებით შეგიძლიათ. უახლესი აპარატურის დახმარებით ნებისმიერი დაზიანების აღმოფხვრა სწრაფი და მოქნილი პროცესია.

ელექტრობის გაყვანა

თუ სახლში, ან ოფისში ელექტროობის გაყვანა გნებავთ რამოდენიმე დეტალი უნდა გაითვალისწინოთ. კერძო სახლის ელექტროფიკაცია ბინისგან მკვეთრად განსხვავდება. ბინების 99%-ში ერთფაზიანი ქსელია დამონტაჟებული, რომლის გარჩევაც სამფაზიანისგან ძალიან ადვილია. თუ შემომავალ კაბელში 3, ან 2 მავთულია მაშინ ქსელი ერთფაზიანია, ხოლო 5-4 კაბელის შემთხვევაში სამფაზიანი. ამ უკანასკნელის შემთხვევაში სადენები ენერგიას შორ მანძილზე გადასცემენ, რაც უფრო მომგებიანია. ელექტროობა დილეტანტი სპეციალისტისთვის საკმაოდ სარისკო საქმიანობაა, რადგან ქსელის არასწორად გაყვანა, ხშირად, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სერტიფიცირებული სპეციალისტები ჩვენს პლატფორმაზე შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ, რომლებიც კერძო ფართების მოწესრიგებაზე იზრუნებენ და სასურველ მომსახურებას, ნებისმიერ ლოკაციაზე, გაგიწევენ.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა ღირს ელექტროობის სპეციალისტის მომსახურება?

ჩვენს პლატფორმაზე იპოვით ხელოსნებს, რომლებთანაც უფასო კონსულტაციის გავლას შეძლებთ. სამუშაოს მოცულობიდან და სირთულიდან გამომდინარე მომსახურების ფასი, ინდივიდუალურად, დაითვლება.

ელექტროობის გაყვანა სად არის საჭირო?

ელექტროობის გაყვანა როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართებშიც აუცილებელია. მომსახურება როგორც ახალი სისტემების დაყენებას, ასევე მის განახლებასაც მოიცავს. უმჯობესია სამუშაოების დაწყებამდე სპეციალისტს პროექტირებისთვის მიმართოთ, რათა საქმის სპეციფიკაში უკეთ გაერკვეთ.

რატომ უნდა ავირჩიო სპეციალისტი servisebi.ge-ზე ელექტროობის გასაყვანად?

პლატფორმაზე ხელოსნების ფართო არჩევანია წარმოდგენილი. თქვენ დამოუკიდებლად ეცნობით რეგისტრირებული კანდიდატების შეფასებებს და სასურველ ვარიანტს როგორც ბიუჯეტის, ასევე მომხმარებლების შეფასებებზე დაყრდნობით იღებთ.