გარდაცვლილი ახლობლის დაკარგვა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოცდილებაა ადამიანის ცხოვრებაში. ამ რთულ პერიოდში, სარიტუალო მომსახურება მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებით ჭირისუფალს შედარებით უმსუბუქდება ისეთი საქმე რაც ეხება დაკრძალვის პროცესის ორგანიზებას, მიცვალებულის მოწესრიგებას და სხვა დეტალებს.
სარიტუალო მომსახურება ძირითადად მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
კონსულტაცია და დაგეგმვა - სარიტუალო მომსახურება იწყება პირველადი კონსულტაციით, სადაც პროფესიონალები ხვდებიან ოჯახის წევრებს და განიხილავენ მათ სურვილებსა და საჭიროებებს.
ისმენენ მათ, სურვილებს, გარდაცვლილის დატოვებულ სიტყვას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
საზღვრავენ ცერემონიის ტიპს, ადგენენ დაკრძალვის თაღირს, დროსა და ადგილმდებარეობას, ხშირად ერთვებიან სამართლებრივი და ადმინისტრაციული საკითხების მოგვარებაშიც, განიხილავენ ბიუჯეტს და ყოველთვის ცდილობენ ჭირისუფალს შესთავაზონ მათი მოთხოვნების შესაბამისი მომსახურება.
ამ ეტაპზე, სარიტუალო მომსახურების წარმომადგენლები ეხმარებიან ოჯახს გაიაზრონ ყველა შესაძლო ვარიანტი და მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება.
გარდაცვლილის ტრანსპორტირება - ეს სერვისი ცნობილია, როგორც კატაფალკის გამოძახება და მოიცავს გარდაცვლილის გადაყვანას სხვადასხვა ადგილას, მათ შორის:
საავადმყოფოდან ან გარდაცვალების ადგილიდან სარიტუალო დარბაზში
სარიტუალო დარბაზიდან რელიგიურ დაწესებულებაში (საჭიროების შემთხვევაში)
საბოლოო დანიშნულების ადგილზე (სასაფლაო)
ტრანსპორტირება ხორციელდება სპეციალურად აღჭურვილი ავტომობილებით, კატაფალკით.
გარდაცვლილის მომზადება - ეს პროცესი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს, როგორიცაა:
სხეულის გასუფთავება, დაბანა
ბალზამირება (თუ ოჯახი ამას მოითხოვს)
გარდაცვლილის ჩაცმა ოჯახს მიერ შერჩეულ ტანსაცმელში
კოსმეტიკური პროცედურები (მაკიაჟი,თმის დავარცხნა)
გარდაცვლილის მოთავსება კუბოში
სარიტუალო დარბაზის მოწყობა - სარიტუალო დარბაზის მომსახურება მოიცავს სივრცის მომზადებას პანაშვიდისა და გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის.
დარბაზში ეწყობა მიცვალებულის დასასვენებელი სივრცე, ნაწილდება სკამები ჭირისუფლისა და პანაშვიდზე მოსული ხალხისთვის, ეწყობა განათების სისტემა, აუდიო სისტემაც საგალობლებისთვის, ნაწილდება ყვავილები, ფოტოები, ქრისტიანული დაკრძალვისას ეწყობა სპეციალური კუთხე, სადაც გარდაცვლილის თავთან თავსდება მაგიდა ან სადგამი, რომელზეც თავსდება კანდელი და კელაპტარი, ღვინო, ზეთი და ხორბალი.
დარბაზის მოწყობა ხდება ოჯახის სურვილებისა და ტრადიციების გათვალისწინებით.
სარიტუალო მომსახურება, როგორც წესი, უზრუნველყოფს ყველა საჭირო ნივთს ცერემონიისთვის, ჩასასვენებელი, სასახლე მაცივარი (საჭიროების შემთხვევაში), ყვავილები და გვირგვინები.
სარიტუალო ცერემონიის ორგანიზებისას შემსრულებელი მხარე სრულად ითვალისწინებს ოჯახის სურვილებს.
ბევრი სარიტუალო მომსახურება გვთავაზობთ კვების ე.წ ქელეხის ორგანიზებას გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ,
ეს სერვისი საშუალებას აძლევს ოჯახს და სტუმრებს შეიკრიბონ და გაიხსენონ გარდაცვლილი უფრო მშვიდ გარემოში.
თუ ისარგებლებთ
დამკრძალავი ბიუროს მომსახურებით, ისინი ხშირად გთავაზობენ სარიტუალო დარბაზსაც, რომელიც ან თავიანთ სივრცეში აქვთ ან რომელიმე კონკრეტულ დარბაზს გაუწევენ რეკომენდაციას.
გვესმის, რომ ახლობელი ადამიანის გარდაცვალების ფონზე რთულია ყოფით საკითხებზე კონცენტრაცია, ამიტომ შესაძლოა პირველივე შემოთავაზებულ ვარიანტს დავთანხმდეთ, თუმცა გირჩევთ, რომ გარკვეული დრო მაინც დაუთმოთ სარიტუალო დარბაზების მოძიებას, მათი მომსახურებებისა და ფასების ერთმანეთთან შედარებას.
რაც სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ, თუნდაც ჩვენი პლატფორმის საშუალებით.
მნიშვნელოვანია განსაზღვროთ დარბაზის მდებარეობა. იდეალურ შემთხვევაში, ის უნდა იყოს ადვილად მისადგომი ოჯახის წევრებისა და სტუმრებისთვის, ჰქონდეს საკმარისი პარკირების ადგილები.
დარბაზის ზომა და ტევადობა ასევე კრიტიკული ფაქტორია.
სივრცე უნდა იყოს საკმარისად დიდი, რომ დაიტიოს ყველა მოსალოდნელი სტუმარი, მაგრამ არც ზედმეტად ვრცელი, რათა არ დაიკარგოს სიმყუდროვის განცდა.
ბევრ დარბაზს აქვს მოქნილი სივრცეები, რომლებიც შეიძლება მოერგოს სხვადასხვა ზომის ცერემონიებს.
ატმოსფერო და ინტერიერი ასევე მნიშვნელოვანია.
ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია ბუნებრივი განათების მქონე სივრცეები, ამიტომ ფანჯრების არსებობაც გასათვალისწინებელია.
ბევრი დარბაზი გთავაზობთ კომპლექსურ მომსახურებას, მათ შორის ტრანსპორტირებას, ყვავილების მოწყობას, კვების ორგანიზებას და სხვა.
მნიშვნელოვანია,კვალიფიციური პერსონალი,ვინც მზად იქნება დაგეხმარონ ყველა დეტალის მოგვარებაში.
ფასი და ფინანსური პირობები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ფასები უნდა იყოს გამჭვირვალე და არსებობდეს სხვადასხვა საფასო პაკეტები განსხვავებული ბიუჯეტებისთვის.
ასევე გაარკვიეთ გადახდის პირობები და ნებისმიერი დამატებითი ხარჯი.
გულდასმით შერჩევა და ყველა დეტალის გათვალისწინება დაგეხმარებათ შექმნათ ღირსეული და დასამახსოვრებელი გამოსამშვიდობებელი ცერემონია.