​ქირავდება მაღაზია

ქირავდება მაღაზია საუკეთესო ადგილას. თუ გსურთ თქვენი ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და ეძებთ კომერციულ ფართებს ქალაქის ცენტრალურ უბნებში, გაეცანით განცხადებებს servisebi.ge - ზე. აქ დაგხვდებათ დეტალური განაცხადი, კატეგორიაში ქირავდება მაღაზია, სადაც იპოვით დასურათებულ განაცხადებს და შეარჩევთ თქვენთვის სასურველ კომერციულ ფართს. გაითვალისწინეთ მაღაზიის ფართის დაქირავებამდე დეტალურად გაიარეთ ყველა საჭირო პირობა გამქირავებელთან და მოითხოვეთ ამ პირობის დამადასტურებელი სრული იურიდიული დოკუმენტაცია. ასე თავიდან აირიდებთ ნებისმიერი სახის გაუგებრობას და ზედმეტ ფინანსურ ხარჯს.

მაღაზიის გაქირავება

მაღაზიის გაქირავება ერთ-ერთი მოთხოვნადი სერვისია. ადამიანები, რომელთაც საკუთარი ბიზნესის გაფართოება და ახალი სამუშაო სივრცეების შექმნა სურთ, ეძებენ კომერციულ ფართებს მაღაზიისთვის. თუ ფლობთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კომერციულ ფართს, გსურთ მისი გაქირავება, განათავსეთ განცხადებები სახელწოდებით, მაღაზიის გაქირავება და მარტივად აღმოაჩინეთ სანდო დამქირავებლები. მაღაზიის გაქირავება ხშირად ყველაზე მომგებიანია ისეთ ცენტრალურ უბნებში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადაადგილება. მაღაზიისთვის ფართების შერჩევის პროცესში, ყურადღება მიაქციეთ, ისეთ დეტალებს, როგორიცაა: მდებარეობა, ფართის ზომა, ფასი, ტექნიკური მდგომარეობა, კომუნიკაციები და პარკინგის ხელმისაწვდომობა.

​ქირავდება მაღაზია თქვენზე მორგებული პირობებით

ბიზნეს საქმიანობის წარმატებისთვის ხშირად ახალი მაღაზიის გახსნაა საჭირო. კარგი კომერციული ფართის მოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კომერციული ფართის იჯარა მცირე ბიზნესის განვითარების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, იქნება ეს თქვენი ამჟამინდელი ადგილმდებარეობის გაფართოება თუ ახალ ადგილას გადასვლა. კომერციული იჯარის ხელშეკრულებაზე ვალდებულების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, წაიკითხოთ  დოკუმენტაცია სრულად და ზუსტად იცოდეთ, რას აწერთ ხელს. ამ ძირითადი საკითხების გააზრება დაგეხმარებათ თქვენი ბიზნეს ინტერესების დაცვაში გრძელვადიან პერსპექტივაში.

რას მოიცავს კომერციული ფართის დაქირავება ?

კომერციული ფართების არჩევისას მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორია ქირის ტარიფი, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რას მოიცავს ეს ტარიფი. კომერციული იჯარა სხვადასხვა ფორმატით არსებობს, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გადაეცემა შენობის საოპერაციო ხარჯები მოიჯარეს. ხშირად, ქირის საფასური სრულად ფარავს ყველა საჭირო ხარჯს, თუმცა არის შეთანხმებები, რომელიც ქირის საფასურის გადახდით სრულად არ ფარავს სხვადასხვა საოპერაციო ხარჯს. სწორედ ამიტომ, მაღაზიისთვის ფართის ქირაობის დროს დეტალურად გაეცანით ხელშეკრულებას. შეისწავლეთ დეტალები ნებისმიერი დამატებითი გადასახადის შესახებ (მაგ. ტექნიკური მომსახურება, კომუნალური გადასახადები, ქონების გადასახადები). ასევე, გაეცანით პუნქტს რომელიც ქირის ზრდას ეხება, არის თუ არა ეს შესაძლებელი.

გასაქირავებელი მაღაზიები განსხვავდება ფასით, მდებარეობით, სართულითა და ინფრასტრუქტურით. შეგიძლიათ შეარჩიოთ ფართი ვიტრინით, საწყობი სივრცით ან კომუნიკაციებით სრულად აღჭურვილი ობიექტი. სწორად შერჩეული ლოკაცია პირდაპირ მოქმედებს გაყიდვებზე და მომხმარებლის რაოდენობაზე, ამიტომ მაღაზიის გაქირავების პროცესში მნიშვნელოვანია ყველა დეტალის გათვალისწინება.

კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ფაქტორია საჭირო ობიექტების სიახლოვე თქვენს სივრცესთან. საკმაოდ მოსახერხებელია, თუ ახლოს იქნებოდა კაფეები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსის გაჩერება, ოფისები, ბანკები და სხვა ბიზნესები, რომლებზეც თქვენი კომპანია შეიძლება იყოს დამოკიდებული.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავითვალისწინო მაღაზიის დაქირავებისას ?

მაღაზიის დაქირავების დროს, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ მისი მდებარეობა, ფართის მდგომარეობა, იჯარის ფასი და ხელშეკრულების პირობები.

შესაძლებელია თუ არა მაღაზიის გაქირავება მოკლე ვადით ?

თუ მაღაზიისთვის ფართის ქირაობა მოკლე დროით გადაწყვიტეთ, არაერთი გამქირავებელი გთავაზობთ ქირის შესაძლებლობას მცირე დროით.

რა შედის მაღაზიის ქირის ფასში ?

მაღაზიისთვის ფართის ქირის ფასში ხშირად შედის სრული ხარჯები, გარდა კომუნალური გადახდებისა, თუმცა პირობები ინდივიდუალურია თითოეული ობიექტისთვის.