განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ავეჯის ორთქლით წმენდა

ავეჯის ორთქლით წმენდა უზრუნველყოფს რბილი ავეჯის ქსოვილის მაქსიმალურად გასუფთავებას. ორთქლით წმენდა არ საჭიროებს ქიმიური საშუალებების გამოყენებას, რაც მიუთითებს მის უსაფრთხოებაზე. ორთქლის მაღალი ტემპერატურა ეფექტურად კლავს ბაქტერიებს და სხვადასხვა ალერგენებს. ასევე, ეფექტურად აშორებს ლაქებს, ჭუჭყს და უსიამოვნო სუნს. გარდა ამისა, ავეჯის ორთქლით წმენდა არ საჭიროებს დიდ დროს, მცირე დროშც კი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი შედეგის მიღება. ორთქლით წმენდის შემდეგ ავეჯი ნაკლებად სველდება, შედეგად მის გაშრობას სჭირდება ნაკლები დრო, ვიდრე ეს სველი მეთოდით წმენდის შემთხვევაშია. საბოლოოდ, ორთქლით წმენდა არის ეფექტური და უსაფრთხო მეთოდი თქვენი ავეჯის სისუფთავის შესანარჩუნებლად. 

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

გთავაზობთ რბილი ავეჯის ქიმწმენდას კერხერის ამოტუმბვის აპარატით, ასევე კერხერის ორთქლით აპარატით, რომელიც აქრობს ლაქებსა და უსიამოვნო სუნს. ✔️ სავარძლის ქიმწმენდა ✔️ დივნის ქიმწმენდა ✔️ ნოხის ქიმწმენდა ✔️ მატრასის ქიმწმენდა ან ნებისმიერი რბილი ავეჯის ქიმწმენდა კერხერის აპარატურით და უვნებელი ხსნარებით.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა
შეფასება 5.0 , 5 შეფასება
8 ნამუშევარი,
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

პროფესიონალური ქიმწმენდა

რბილი ავეჯისა და ხალიჩების ქიმწმენდა ადგილზე! მოვაშორებთ რთულ ლაქებს, მტვერს და უსიამოვნო სუნს. ✔ დივანი ✔ სავარძლები ✔ მატრასი ✔ ხალიჩები სუფთა, უსაფრთხო ქიმია და პროფესიონალური აპარატურა. დაგვიკავშირდით და თქვენი ავეჯი ისევ ახალივით იქნება!

ელმანი
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ქიმწმენდის მომსახურება

გთავაზობთ პროფესიონალურ ქიმწმენდას კერხერის და ორთქლის აპარატით, ვმუშაობთ ანტიალერგიული ხნარებით, მოგემსახურებით თბილისში და შემოგარენში. ✅ დივანის ქიმწმენდა ✅ სავარძელი ✅ მატრასი ✅ სკამები ✅ ხალიჩა ✅ რბილი იატაკი ✅ ვაქრობთ არასასიამოვნო სუნს; ✅ იწმინდება შინაური ცხოველის ბეწვისგან;

ლიკა
შეფასება 5.0 , 5 შეფასება
1 ნამუშევარი,
1 ვიდეო
პრო

ქიმწმენდის აპარატი

სისუფთავე, რომელსაც თვალითაც დაინახავთ და იგრძნობთ! ქიმწმენდის აპარატის გაქირავება ადგილზე მიტანის სერვისით! გსურთ სუფთა, განახლებული და სასიამოვნო გარემო ზედმეტი ხარჯების გარეშე? ჩვენი ქიმწმენდის აპარატი დაგეხმარებათ რბილი ავეჯის, მატრასების, ხალიჩებისა და ავტომობილის სალონის საფუძვლიან გაწმენდაში. გაქირავების ფასები: ? 4 საათი — 50 ₾ ? 24 საათი — 70 ₾ აპარატს მოგაწვდით ადგილზე!(თბილისის შიდა უბნებში უფასოდ!) ✅ რისი გაწმენდა შეგიძლიათ? • დივნები და რბილი ავეჯი • სავარძლები და სკამები • მატრასები და ლეიბები • ხალიჩები და რბილი იატაკის საფარი • ავტომობილის სალონი რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი აპარატი? ✔️ ეხმარება ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისა და ლაქების მოცილებაში ✔️ ასუფთავებს ქსოვილის ბოჭკოებს და აშორებს დაგროვილ მტვერს ✔️ გამოიყენება სპეციალური ანტიალერგიული საწმენდი ხსნარები ✔️ ხსნარები შერჩეულია ბავშვებისა და შინაური ცხოველების გარემოს გათვალისწინებით — გამოყენების ინსტრუქციის დაცვის პირობით ✔️ სწორი გამოყენებისას ხელს უწყობს ქსოვილის მოვლას და უსიამოვნო სუნის შემცირებას არ გსურთ თავად წმენდა? ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე! გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას — ჩვენი გუნდი თავად მოვა და საფუძვლიანად გაწმენდს თქვენს ავეჯს ან ავტომობილის სალონს. ჩვენი მომსახურება: ✅ რბილი ავეჯის ქიმწმენდა ✅ ქიმწმენდის აპარატის გაქირავება ✅ ორთქლის აპარატის გაქირავება ✅ ავეჯის ორთქლით წმენდა დაგვიკავშირდით დასაჯავშნად! აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და დაუბრუნეთ თქვენს სახლსა თუ ავტომობილს სისუფთავე და სიახლე. ✨

ვერიფიცირებული პრო

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

გთავაზობთ რბილი ავეჯის ქიმწმენდას პროფესიონალური აპარატურითა და მაღალი ხარისხის საწმენდი საშუალებებით. ✅ დივნების ქიმწმენდა ✅ სავარძლებისა და სკამების წმენდა ✅ მატრასების ქიმწმენდა ✅ რბილი ავეჯის ღრმა წმენდა ✅ ლაქებისა და დაბინძურებული ადგილების დამუშავება ✅ ქსოვილში დაგროვილი ჭუჭყისა და მტვრის ღრმა წმენდა ვემსახურებით როგორც კერძო პირებს, ასევე: • ოფისებს • სასტუმროებს • კომერციულ ობიექტებს დაგვიკავშრდით!

პრო

რბილი ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით

რატომ უნდა აირჩიოთ ჩემი სერვისი? მინიმუმ 3 მიზეზის გამო: 1) არ ვიყენებ ძლიერ და მავნე ქიმიურ ხსნარებს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. ლაქების მოსაშორებლად ვიყენებ თანამედროვე Kärcher ორთქლის გამწმენდს, რომელიც თბება 150 გრადუსამდე, აშორებს ღრმა ლაქებს და ანადგურებს ყველა სახის ბაქტერიას, მხოლოდ წყლის გამოყენებით, სრულიად უსაფრთხოა. ფოტო გალერეა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს პროფილში. 2) არ ვიყენებ იაფფასიან ჩოთქებს, რომლებსაც შეუძლიათ ავეჯის ზედაპირის დაზიანება. 3) ავეჯს ვწმენდ არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ იმ დეტალებშიც, სადაც ყველაზე მეტი მტვერია, რომლის შესახებაც მომხმარებელმა შეიძლება არც იცოდეს. კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

შეფასება 5.0 , 2 შეფასება
6 ვიდეო
პრო

ქიმწმენდის ხელსაწყოს გაქირავება

ქირავდება ან მოგემსახურებით, ჩვენივე კერხერის ფირმის უმაღლესი ანტიალერგიული ხსნარებით. ხდება აპარატის ადგილზე მიტანა. - 3სთ - 60 ლარი; - 24სთ -80 ლარი; ქიმწმენდის სერვისი გთავაზობთ: ✅ რბილი ავეჯის ✅ სკამების ✅ მატრასების/ლეიბების ✅ რბილი იატაკის ქიმიურ წმენდას ✅ მანქანის სალონი მაღალ ხარისხში წმენდას, აპარატით სიღრმისეულად ჭუჭყის, მიკრობების, მტვერისა და ლაქების ამოღება, დეზინფექცია. გვაქვს მიწოდების სერვისი, მოყვება კერხერის ფირმის სადენზინფექციო ერთი პაკეტი ხსნარი ან ტაბლეტი.

1 ვიდეო
პრო

ქიმწმენდის და ორთქლის აპარატის გაქირავება

ქირავდება ქიმწმენდის აპარატი გერმანული წარმოების. გამოიყენება სახლის პირობებში ხალიჩების და დივნების, ასევე ავტომობილის სალონის ქიმწმენდისათვის. არის ძალიან ეფექტური. ფასი - 24 საათი 70 ლარი, რომელშიც შედის მიტანის სერვისი. თქვენი ტრანსპორტირების შემთხვევაში ფასი იქნება 60 ლარი. საჩუქრად მოყვება 1 ლიტრი ხსნარი. გვაქვს ასევე კერხერის ფირმის ორთქლის აპარატი, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში ნებისმიერი მყარი ზედაპირის (კაფელი, მეტლახი, პარკეტი, შუშა და ა.შ.) დასამუშავებლად. აშორებს დაგროვებულ ნადებს და ჟანგებს. მოყვება კერხერის ფირმის მინების საწმენდი აპარატი უფასოდ. ფასი - 24 საათი 80 ლარი, რომელშიც შედის მიტანის სერვისი. თქვენი ტრანსპორტირების შემთხვევაში ფასი იქნება 60 ლარი.

1 ვიდეო

​ავეჯის ორთქლით დამუშავება

ავეჯის ორთქლით დამუშავების დროს ხდება ავეჯის ზედაპირების წმენდა და დეზინფექცია. ორთქლიოთ ქიმწმენდა უზრუნველყოფს ქსოვილის ღრმა ფენებიდან ჭუჭყის მოშორებას. განსაკუთრებით ეფექტურია თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აქვს სხვადასხვა ალერგიული რეაქციები და აწუხებს სუნთქვის პრობლემები. ეს პროცესი არამხოლოდ ვიზუალურად მიმზიდველს ხდის ავეჯს და უბრუნებს პირვანდელ იერს, არამედ ჰიგიენურად უსაფრთხოა. ორთქლით დამუშავება არის შედარებით სწრაფი და კომპლექსური მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს თქვენი ავეჯის მდგომარეობას. თუ თქვენი ავეჯი ხშირი მოხმარებისაა ორთქლით დამუშავება  გააუმჯობესებს მის ვიზუალერ მხარეს. 

ავეჯის ქიმწმენდა / გაქირავება

1. რბილი ავეჯის ქიმწმენდა, როგორც სპეციალური ქიმწმენდის აპარატით, ისე ორთქლის აპარატით. 2. ასევე ვაქირავებთ ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატს; თითოს ფასი: 24სთ-50₾; ორივეს ერთად ქირაობის შემთხვევაში: 24სთ-80₾ ხდება აპარატის ადგილზე მიტანა. გთავაზობთ: ✅ რბილი ავეჯის ✅ სკამების ✅ მატრასების/ლეიბების ✅ რბილი იატაკის ქიმიურ წმენდას ✅ ჩამოსაკიდი/დაფიქსირებული ხალიჩების ✅ მანქანის სალონი საშუალო ფასებია: სკამი - 5 ლარი სავარძელი - 10 ლარი ორადგილიანი დივანი - 50 ლარი სამადგილიანი დივანი - 70 ლარი კუთხის დივანი - 100 ლარი დივნის ბალიშები - 3 ლარი ერთადგილიანი მატრასი - 50 ლარი ორადგილიანი მატრასი - 80 ლარი დანარჩენი დეტალების შეფასება ადგილზე ხდება ინდივიდუალრად.

ქირავდება კერხერის ქიმწმენდის და ორთქლის აპარატი

აქციე სისუფთავე მარტივ საქმედ! – ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატების გაქირავება. გსურთ თქვენი ავეჯი, ხალიჩები ან მანქანის სალონი ახალივით ბზინავდეს? დაზოგეთ თანხა და გააკეთეთ ეს თავად, ან გვანდეთ საქმე ჩვენ! აპარატების გაქირავების ტარიფები: ქიმწმენდის აპარატი (პროფესიონალური ექსტრაქტორი): - 5 საათი – 60 ლარი - 24 საათი – 80 ლარი ორთქლის აპარატი: - 5 საათი – 50 ლარი - 24 საათი – 60 ლარი სპეციალური შეთავაზება: ორივე აპარატის ერთად ქირაობის შემთხვევაში, ადგილზე მიწოდება სრულიად უფასოა, ხოლო ერთის ქირაობის შემთხვევაში თბილისის მაშტაბით მიწოდება და წამოღება 20 ლარი. გსურთ, საქმე პროფესიონალებს მიანდოთ? თუ დრო არ გაქვთ ან თავად არ გსურთ წმენდა, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ! * ვწმენდთ და ვასუფთავებთ: დივნებს, სავარძლებს, ხალიჩებსა და სხვა რბილ ავეჯს. * წმენდისას ვიყენებთ სპეციალურ ანტიბაქტერიულ ხსნარებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიგიენასა და უსაფრთხოებას. * ფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და ავეჯის ტიპზე). დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი დრო!

მომხმარებლის შეფასებები

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: გურამი

მადლობა გაწეული დახმარებისთვის არ ველოდი ესე სწრაფ რეაგირებას 10-10

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: ნინო

ამ სფეროში რეკომენდაციას გიწევთ, მართლა მომეწონა თქვენი ნამუშევარი, მადლობა.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: ინგა გაგუა

ვუწევ რეკომენდაციას ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, საჭიროების შემთხვევაში ისევ მოვიწვევ.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: ირინა

გირჩევთ ყველას დუდუს მომსახურეობას, ხარისხიანი შესრულებისთვის 100 ქულა, მადლობა

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

შეფასების ავტორი: ნინა

ძალიან ხარისხიანად ჩატარებული ქიმწმემდა თუ გსურთ, მართლაც კარგი არჩევანია, წარმატებები

ქიმწმენდის მომსახურება

შეფასების ავტორი: თემო

ძალიან კმაყოფილი ვარ, დიდ რეკომენდაცის გავუწევ ქალბატონს. დივანი, სავარძელი და მატრასი ისე გაასუფთავეთ. დიდი მადლობა, წა...

ავეჯის ორთქლით წმენდა და დამუშავება - ყველა საჭირო დეტალი და უპირატესობები

ავეჯის ორთქლით წმენდა ეფექტური და თანამედროვე მეთოდია, რაც უზრუნველყოფს ავეჯის ქსოვილის მაქსიმალურად გასუფთავებას. ორთქლით წმენდა არ საჭიროებს ქიმიური საშუალებების გამოყენებას, რაც მიუთითებს მის უსაფრთხოებაზე. ორთქლის მაღალი ტემპერატურა ეფექტურად კლავს ბაქტერიებს და სხვადასხვა ალერგენებს. 

ავეჯის ორთქლით წმენდის უპირატესობები:
  1. მაქსიმალურად ეფექტურია, რადგან ორთქლის ნაკადით წმენდა უზრუნველყოფს ქსოვილის ღრმა ფენებში ჩამჯდარი ჭუჭყის და ლაქების მოშორებას.
  2. ავეჯის წმენდის პროცესი მიმდინაროებს ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, რაც მიუთითებს მის მაქსიმალურ უსაფრთხოებაზე.
  3. არის სწრაფი და ეფექტური მეთოდი, რადგან წმენდის შემდეგ არ საჭიროებს დიდ დროს გასაშრობად. 
  4. ეს მეთოდი არამხოლოდ კლავს და ანადგურებს ბაქტერიებს, არამედ აშორებს უსიამოვნო სუნსაც, ცხოველის ბეწვს და რთულ ლაქებს.
  5. გამოიყენება თითქმის ყველა ტიპის ავეჯის ქსოვილზე და არ აზიანებს, როგორც ნატურალურ, ისე სინთეტიკურ ქსოვილს.
  6. გარდა რბილი ავეჯის წმენდისა ორთქლის მეთოდით შესაძლოა გაიწმინდოს და დამუშავდეს სხვადასხვა ტიპის მყარი ავეჯი, როგორიცაა: მატრასები, დივანი, სამზარეულოს ავეჯი, მაგიდა, სკამები და სხვ.
როგორ ხდება ავეჯის ორთქლით დამუშავება ?
  • ავეჯის ორთქლით დამუშავებამდე უმჯობესია გაიწმინდოს ავეჯის ქსოვილი ზედაპირულად, რათა შემდგომ ორთქლმა მაქსიმალურად მოახერხოს ქსოვილის ღრმა ფენებში ჩაღწევა.
  • ორთქლის აპარატზე უნდა მოხდეს საჭირო ტემპერატურის შერჩევა, უმეტესად 100-120°C მერყეობს.
  • ორთქლის აპარატის თავაკის მოძრაობა უნდა იყოს ერთი მიმართულებით თავიდან ბოლოსკენ. 
  • პროცესის დასრულების შემდეგ ავეჯი მარტივად შრება და შეგიძლიათ მისი გამოყენება.
ორთქლით დამუშავება არის შედარებით სწრაფი და კომპლექსური მეთოდი, რომელიც აუმჯობესებს თქვენი ავეჯის მდგომარეობას. თუ თქვენი ავეჯი ხშირი მოხმარებისაა ორთქლით დამუშავება გააუმჯობესებს მის ვიზუალერ მხარეს. ავეჯი რჩება სუფთა, სხვადასხვა ალერგენებისგან თავისუფალი და ხანგრძლივდება მისი გრძელვადიან პერსპექტივაში გამოყენება. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა უპირატესობა აქვს ავეჯის ორთქლით წმენდას ?

ავეჯის ორთქლით წმენდა არ საჭიროებს სხვადასხვა ქიმიური საშუალებების გამოყენებას, რაც მიუთითებს მის უსაფრთხოებაზე.  კლავს 99.9% მდე ბაქტერიებს. სწრაფად და ეფექტურად აშორებს ლაქებს და უსიამოვნო სუნს.

რა დრო სჭირდება ავეჯის ორთქლით დამუშავებას ?

ავეჯის ორთქლით დამუშავების დრო დამოკიდებულია ავეჯის მდგომარეობასა და ტიპზე. საშუალოდ 30 წუთიდან 1 საათამდეა ეს პროცესი. რა თქმა უნდა, შედარებით დიდი ზომის ავეჯის ან ღრმად ჩამჯდარი ლაქების შემთხვევაში ეს დრო კიდევ უფრო იმატებს. 

რამდენად უსაფრთხოა ავეჯის ორთქლით დამუშავება ?

ავეჯის ორთქლით დამუშავება ერთ-ერთი უსაფრთხო  მეთდოა როგორც ბავშვებისთვის ისე შინაური ცხოველებსია და სხვადასხვა ალერგიის მქონე ადამიანებისთვის, რადგან ამ პროცესში არ გამოიყენება ქიმიური საშუალებები.

ქიმწმენდა ორთქლით ყველა ტიპის ავეჯზე ტარდება ?

დიახ, ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით, როგორც რბილ ასევე, მყარ ავეჯზეც ტარდება.