ხალიჩების რეცხვა, არის ტრადიციული და ძველი მეთოდი, რომელსაც ოდითგანვე იყენებდნენ ხალიჩების სისუფთავის შესანარჩუნებლად. იმისთვის რომ, გარემო, სადაც ცხოვრობთ, იყენებთ ყოველდღიური საქმიანობისთვის ან მუშაობთ, იყოს სუფთა და კომფორტული აუცილებელია, ჩატარდეს ხალიჩების რეცხვა რეგულარულად. ხალიჩის რეცხვის პროცესში იყენებენ სპეციალურს საშუალებებს, რომელიც დაიტანება მის ზედაპირზე და წყლის ზემოქმედებით მარტივად ქაფდება. ეს უზრუნველყოფს ხალიჩის ზედაპირზე არსებული ლაქების, ჭუჭყის და სხვადასხვა ალერგენების მარტივად მოცილებას. ამის შემდგომ, კვლავ გამოიყენება წყალი, რათა ჩამოირეცხოს ქაფი სრულად და ხალიჩა დარჩეს სუფთად. ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ ხალიჩას აქვს სასიამოვნო სურნელი, ზედაპირი უფრო რბილდება და ხდება ფაფუკი.