არკების გაკეთება გვჭირდება, დროულად და ხარისხიანად შეასრულეს საქმე
ნამდვილად თავის საქმის პროფესიონალია 100% ხარისხიანად და დროულად შეასრულა საქმე,ძალიან კმაყოფილი ვარ!!!მადლობაა!!!❤️
უმაღლესი ხარისხით შესრულებული სამუშაო, ნამდვილად ვუწევ რეკომენდაციას!
სანდო და პროფესიონალი ადამიანი, სამუშაო შეასრულა ზუსტად დათქმულ ვადებში
პროფესიონალი, ყურადღებიანი და ძლიერი სპეციალისტი!❤️
თქვა და შეასრულა. იდეალური ხარისხი, კარგი სიტყვა პასუხი და რაც მთავარია სისუფთავე. ბრავო
გიფსოკარდონის თაროები და ტიხრები იძლევა მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობას ინტერიერის გარდაქმნისთვის.
თაროების საშუალებით შეგიძლიათ:
▶ გამოყოთ სივრცე კონკრეტული დანიშნულებისთვის, მაგალითად საკითხავი კუთხე ან სასადილო ზონა.
▶ გაალამაზოთ ინტერიერი - შეარჩიოთ მათი ფორმა, ზომა, ფერი და ფაქტურა თქვენი გემოვნებისა და არსებული სტილის შესაბამისად. დეკორატიულ თაროებზე კი განათავსოთ წიგნები, სუვენირები, მცენარეები და სხვა აქსესუარები,რაც მეტად ესთეტიკურ ეფექტს შესძენს ვიზუალს.
ტიხრის გამოყენებით კი, სივრცეს აითვისებთ ოპტიმალურად.
მაგალითად, დიდ ოთახს დაყოფთ რამდენიმე ფუნქციურ ზონად - სამუშაო კუთხე, საწოლი ოთახი, მისაღები ოთახი და ა.შ.
სიმტკიცის უზრუნველყოფის მიზნით, გიფსოკარდონის კედლები ხშირად იგება ლითონის ან ხის ჩარჩოს საფუძველზე. ეს საყრდენი კარკასი იძლევა მტკიცე საძირკველს კედლისთვის და ამცირებს დეფორმაციის რისკს.
შესაბამისად, გიფსოკარდონის კედლები საკმაოდ გამძლეა, თუმცა მათი სიმტკიცე დამოკიდებულია სწორ მონტაჟსა და კონსტრუქციის დიზაინზე, აქედან გამომდინარე გირჩევთ, დამოუკიდებლად არ შეეჭიდოთ ამ საპასუხისმგებლო საქმეს და ისარგებლოთ თაბაშირ მუყაოს ხელოსნის მომსახურებით.