განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სტომატოლოგიური კლინიკა

სტომატოლოგიური კლინიკა ყველა იმ საჭირო სერვისსა და მომსახურებას აერთიანებს, რაც თქვენი პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის გჭირდებათ. აქ დაგხვდებათ გამოცდილი და კვალიფიციური სტომატოლოგი. თუ ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკა გჭირდებათ, თბილისში, ბათუმში და სხვა ქალაქებში მარტივად შეგიძლიათ servisebi.ge - ზე აღმოაჩინოთ. სტომატოლოგიური კლინიკა მსურველებს კბილების დაბჟენას, გაწმენდას, ექსტრაქციას, კბილების ჩასმას განვადებით და სხვა პროცედურებს სთავაზობს. თუ მოულოდნელად, დაიზიანეთ კბილი, ან გვიან ღამით გაუსაძლისმა კბილის ტკივილმა შეგაწუხათ სტომატოლოგიური 24 საათიანი კლინიკა ამ პრობლემის მარტივად გადაწყვეტაში დაგეხმარებათ

განცხადებები

თქვენი ორთოდონტი თამარ კაკაბაძე/Your orthodontist Tamar Kakabadze

ღიმილი ადამიანის სავიზიტო ბარათია. მომხიბლველი ღიმილისთვის თქვენი ორთოდონტი გთავაზობთ ბრეკეტების მრავალფეროვან არჩევანს. მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთან კონსულტაციის შედეგად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ბრეკეტი და ეფექტური და სწორად დაგეგმილი მკურნალობის შედეგად მიიღოთ ის, რაზეც ყოველთვის ოცნებობდით მეტალის ბრეკეტი ლინგვალური ბრეკეტი კერამიკული ბრეკეტი საფირის ბრეკეტი თვითლიგირებადი ბრეკეტი ფირფიტოვანი აპარატი ელაინერი ესპანდერი

სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში სთაილ სმაილ კლინიკ

ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სტომატოლოგიურ კლინიკა სთაილ სმაილში (გლდანი), თქვენ მოგემსახურებათ მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები. პაციენტს ვთავაზობთ სრულ სტომატოლოგიურ სერვისს: ✔ თერაპია, ✔ ქირურგია, ✔ ორთოპედია, ✔ ორთოდონტია, ✔ იმპლანტოლოგია, ✔ პარადონტოლოგია. კლინიკაში გამოიყენება უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. ❗❗❗ შეგიძლიათ ისარგებლოთ უპროცენტო განვადებით 0% ❗❗❗ შეგიძლიათ ისარგებლოთ დაზღვევით: ✔ სადაზღვევო კომპანია "ალფა" ✔ სადაზღვევო კომპანია "პსპ" ✔ სადაზღვევო კომპანია "იმედი L" ✔ სადაზღვევო კომპანია "ევროინსი" ✔ სადაზღვევო კომპანია "ნიუ ვიჟენი"

ZEPPELIN-Dental Clinic სტომატოლოგიური კლინიკა- "ზეპელინი".

კლინიკა "ზეპელინი" გთავაზობთ საერთაშორისო ხარისხის სრულ სტომატოლოგიურ მომსახურეობას, თერაპია იმპლანტაცია ორთოპედია ორთოდონტია ქირურგია გამოცდილი ექიმები, უმაღლესი ხარისხის მასალები და დანადგარები.

მედისონის სტომატოლოგიური კლინიკა • Medison Dent.

ვიზიოგრაფია პაციენტის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო აპარატი ექიმს საშუალებას აძლევს კომპიუტერის ეკრანზე დაინახოს პათოლოგია, რაც მცირე ზომის რენტგენის ფირზე შეიძლება არ გამოჩნდეს ქირურგია კბილების ექსტრაქცია, რთული ოპერაციები ყბა-სახის მიდამოში, იმპლანტაცია. ორთოდონტია ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების გასწორება; ბრეკეტ სისტემა (მეტალის და გამჭირვალე); მოსახსნელი ფირფიტები. ორთოპედია ყველა ტიპის მოსახსნელი და მოუხსნელი პროთეზები, მეტალოკერამიკული, ცირკონოკერამიკული გვირგვინები. ხიდები და დრეკადი მოსახსნელი პროთეზები. ბავშვთა სტომატოლოგია პატარა პაციენტებისთვის სპეციალური გართობა თერაპია კარიესის მკურნალობა უახლესი საბჟენი მასალების გამოყენებით; დაშლილი და ფერშეცვლილი კბილების რესტავრაცია; კბილების გაწმენდა (სკალერის და ეარფლოუს აპარატით); კბილების გათეთრება (კაპებით და უახლესი დიოდურ

Dental Studio G.K დენტალ სტუდიო

მრავალპროფილური სტომატოლოგიური მომსახურეობა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი მრავალპროფილური სტომატოლოგიური კლინიკა Dental Studio G.K გთავაზობთ პროფესიონალ ექიმთა მომსახურეობას, უმაღლესი დონის სტერილიზაციას და მეგობრულ გარემოს. 1. თერაპია - Therapy 2. ბავშვთა სტომატოლოგია - childrens dentistry 3. ორთოპედია - prosthdontics 4. ორთოდონტია - ortodontics 5. ქირურგია - surgery 6. იმპლანტოლოგია - implantology 7. პაროდონტოლოგია - perio disease treatment

სტომატოლოგიური მომსახურეობა ექიმ-რეზიდენტების მიერ.

მოგესალმებით. სტომატოლოგიურ კლინიკაში „დენტექს 95” იწყება პაციენტების მიღება ექიმ-რეზიდენტების მიერ. მანიპულაციების საფასური არის, ძალიან, შეღავათიანი და ბიუჯეტური. სტომატოლოგირი მომსახურეობა მოიცავს: ცალკეული გვირგვინების, ხიდისებრი კონსტრუქციების დამზადებას, ასევე პროტეზირებასა და სხვა ორთოპედიულ სამუშაოებს. ექიმ-რეზიდენტებთან კონსულტაციაზე ჩასაწერად, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მოთითებულ ნომერზე. კონსულტაცია უფასოა.

სტომატოლოგიური მომსახურება

სტომატოლოგიური კლინიკა ,,ესკულაპი"დაარსდა 2002 წელს და ამ წლების განმავლობაში სახელი გაითქვა, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა სტომატოლოგიურმა კლინიკამ საქართველოში, რომელიც გთავაზობთ საუკეთესო ხარისხისა და ფართო სპექტრის სტომტოლოგიურ მომსახურებას. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურით. გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები და უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. კლინიკას გააჩნია საკუთარი ლაბორატორია, რაც არის ორთოპედიული სამუშაოების სწრაფად და ხარისხიანად შესრულების გარანტია. თითოეული პაციენტისთვის შედგენილია მკურნალობის ინდივიდუალური გეგმა, მისი ჯანმრთელობის, ესთეტიური მოთხოვნილებებისა და ფინანსური შესაძლებლობების შესაბამისად.

გვანცა ანიაშვილის სტომატოლოგიური კლინიკა

პაციენტებს მივიღებ წინასწარი ჩაწერით: კონსულტაცია უფასო: განვადება დაზღვევა პლასმასის გვირგვინი მეტალო-პლასმასის გვირგვინი ფაიფურის კბილი ცირკონი/კერამიკის კბილი მოსახსნელი პროთეზი ერთი ყბა ელასტიური პროთეზი (ვაპლასტი) ბიუგელის პროთეზი გამჭვირვალე-თხელი პროთეზი მის: ქ.თბილისი დიდი დიღომი მირიან მეფის ნ33

საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკები

საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკები პაციენტებს მაღალი ხარისხის მომსახურებას, თანამედროვე, ინოვაციურ აპარატურას და გამოცდილი სპეციალისტების გუნდს აერთიანებს. აქ დაგხვდებათ გარემო, სადაც თავს იგრძნობთ კომფორტულად და მიიღებთ ყველა იმ საჭირო მომსახურებას, რაც თქვენი პირის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადაა საჭირო. საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკები ორთოდონტების, პერიოდონტებისა და ყბა-სახის ქირურგების სპეციალისტებს აერთიანებს, რათა დააკმაყოფილოს ფართო სპექტრის საჭიროებები. საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა გლდანში და თბილისის სხვადასხვა უბანში, პაციენტებს ისეთი მანიპულაციების ჩატარების საშუალებას აძლევს, როგორებიცაა: აღდგენითი მკურნალობა, კოსმეტიკური პროცედურები, კბილების გათეთრება და სხვა.

ZUMA DENT სტომატოლოგიური კლინიკა

სტომატოლოგიური კლინიკა ზუმა დენტი დაარსდა მარიამ ჯავახიშვილის მიერ **** წელს. კლინიკაში ზუმა დენტის პაციენტებს გელოდებათ გაცილებით კომფორტული პირობები, სადაც თქვენ შეგეძლებათ მიიღოთ სტომატოლოგიური მომსახურება განსხვავებულ გარემოში. კლინიკის დიზაინის შერჩევისას მაქსიმალური ყურადღება მიექცა დიზაინურ გადაწყვეტებს, რომლის განხორციელების შემდეგაც პაციენტი თავს არ იგრძნობდა სტანდარტულ ცივ კედლების გარემოცვაში, როგორც აქამდე ყველას გონებაში აღიქმება სამედიცინო დაწესებულება. შესაბამისად იქნა შერჩეული თვითოეული მასალის, ავეჯის, ინტერიერის სხვადასხვა დეტალების ფერი თუ ფორმები. ჩვენი ახალი კლინიკა სთავაზობს პაციენტებს სხვადასხვა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას, განსხვავებულ თბილ გარემოში, კვალიფიცირებული ექიმების მიერ როგორც აქამდე მიჩვეულნი იყვნენ ზუმა დენტის ერთგული პაციენტები. ესთეტიკური სტომატოლოგია თერაპიული ვინირება - 120ლარი ორთოპედიული ვინირება - 350 ლარი ქირურგია მორყეული კბილის ექსტრაქცია - 15 ლარი; მარტივი ექსტრაქცია - 20 ლარი; რთული ექსტრაცია - 25-30ლარი; თერაპია კარიესის დაბჟენა სხივგამყარებადი კომპოზიტით - 40/50 ლარი; კარიესის დაბჟენა მაღალესთეტიური უნივერსალური სარესტავრაციო სხივგამყარებადი მასალებით - 50/60 ლარი; წკირზე რესტავრაცია - 50 ლარი; კბილის დაბჟენა გუდაპეჩებით და ჰელიო ბჟენით - 70 ლარი; კბილის დაბჟენა გუდაპეჩებით და ჰელიო ბჟენით 80/90 ლარი; კბილის თერაპიული მომზადება ორთოპედიული კონსტრუქციისათვის - 50 ლარი; ორთოპედია ცირკონ-კერამიკული - 250 ლარი; მეტალოკერამიკა - 100 ლარი; მეტალოპლასტმასი - 50 ლარი; კბილის თერაპიული მომზადება ორთოპედიული კონსტრუქციისათვის - 50 ლარი; ორთოდონტია გამჭირვალე ბრეკეტი - 800 ლარი; შერეული ბრეკეტი - 700 ლარი; მეტალის ბრეკეტი - 450 ლარი; ორთოდონტიული აპარატი - 110 ლარი; კბილების გაწმენდა ულტრაბგერის აპარატით - 50 ლარი; კომბინირებული მეთოდით: ულტრაბგერის აპარატით + Air Flow - 70 ლარი. ბავშვთა სტომატოლოგია სარძევე კბილის დაბჟენა - 45ლარი; სარძევე კბილის ექსტრაცია - 15-20ლარი.

დერმადენტი/DermaDent

მობრძანდით და მიიღეთ უმაღლესი ხარისხი და საუკეთესო მომსახურეობა

კიკნაძის სტომატოლოგიური ცენტრი • Kiknadze Dental Center.

ჩვენს ცენტრში დაგხვდებათ: პორფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდი სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა პირობა იზოლირებული ბავშვთა კაბინეტი თერაპიული და ქირურგიული კაბინეტები რენდგენი და ვიზიოგრაფი ჩვენი გუნდი ბავშვთა ექიმი თერაპევტი ქირურგი ყბა-სახის ქირურგი ორთოპედი ორთდონტი

ნინო კორძაძის სტომატოლოგიური კლინიკა - Nino Kordzadze's dental clinic.

"ნინო კორძაძის კლინიკა" დაარსდა 1*** წელს. არსებობის მანძილზე ჩვენთან ბევრი სტომატოლოგი აღიზარდა და წარმატებულ ექიმად ჩამოყალიბდა. დღეს-დღეობით ჩვენი კლინიკა ხალხში დიდი კეთილგანწყობითა და ნდობით სარგებლობს, რასაც თავდაუზოგავი შრომით მიაღწია ჩვენმა ერთ მუშტად შეკრულმა კოლექტივმა. მე, როგორც კლინიკის დირექტორი მივიჩნევ, რომ პაციენტისთვის მთავარია იმკურნალოს უმტკივნეულოდ, სასიამოვნო გარემოს პირობებში და ჩატარებული მანიპულაცია იყოს უმაღლეს დონეზე შესრულებული, რისთვისაც კლინიკაში ფუნქციონირებს 5 VIP კაბინეტი და მკურნალობის მეთოდები შეესაბამება თანამედროვე მსოფლიოს სამედიცინო სტანდარტებს. ჩვენ მუდამ ვეძებთ სიახლეს, ხოლო სიახლეში ხარისხს, რაც გვეხმარება ჩვენს საქმიანობაში. ჯანმრთელი ღიმილი თქვენი წარმატებული კარიერის სავიზიტო ბარათია! პატივისცემით კლინიკის დირქტორი ნ. კორძაძე

სტომატოლოგია

გთავაზობთ სტომატოლოგიურ მომსახურეობას 32 წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალის მიერ, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დამიკავშირდით, გია

სტომატოლოგიური კლინიკა "Confi Dental".

საუკეთესო ხარისხისა და ფართო სპექტრის სტომატოლოგიური მომსახურება, რომელიც პაციენტებს ევროპული ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

იაფი სტომატოლოგიური მომსახურეობა

ვარ ექიმი თერაპევტი (სტომატოლოგი) გთავაზობთ სტომატოლოგიურ მომსახურეობას შეღავათიან ფასად კარიესი-50 ლ წმენდა ( 3 ეტაპიანი)- 50 ლ არხის მკურნალობა -70 ლ მეტალო კერამიკისნგვირგივნი -100 ლ ცირკონო კერამიკა- 150 ლ პროთეზი ერთი ყბა (იტალიური გარნიტურით) -240 ლ ექსტრაქციები - 30 ლარიდან ✨

ია ოსაძის სტომატოლოგიური კლინიკა დენტორი

მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ ხარისხიან მომსახურებას თანამედროვე სტანდარტების და ტექნიკის გამოყენებით. ჩვენი სერვისები: თერაპია ბავშვთა სტომატოლოგია ესთეთიკური სტომატოლოგია ორთოდონტია იმპლანტოლოგია ორთოპედია პაროდონტოლოგია ქირურგია კლინიკის ხელმძღვანელი - ექიმი თერაპევტი, ორთოპედი ია ოსაძე, უზრუნველყოფს პაციენტების საუკეთესო ინტერესების დაცვას და ყველა თანამშრომლის მაქსიმალურ ჩართულობას მკურნალობის პროცესში.

სტომატოლოგიური კლინიკა "Doctor Dent"

"Doctor Dent"-ში ოცწლიანი პრაქტიკის მქონე პროფესიონალები და დიდი ფასდაკლება! ზედა-ქვედა პროთეზი (გერმანული), 800 ლარის ნაცვლად 650 ლარი. ასეთი ხარისხის პროთეზი არის ძალიან ადვილად და სწრაფად შესაგუებელი, პირის ღრუში ფიქსირდება ყოველგვარი ცთომილების გარეშე, სრული სიზუსტით და მოსახმარად არის კომფორტული. ესთეტიკურად ძალიან ახლოს არის ბუნებრივი კბილების სილამაზესთან, მისი მოხმარება ხანგრძლივია. მეტალოკერამიკის გვირგვინი (გერმანული) - ერთი ცალის ფასი: 150 ლარის ნაცვლად - 130 ლარი. მეტალოპლასტმასი (გერმანული) - 80 ლარი. ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით. მისამართი: დიდუბის პანთეონთან ახლოს. საჭიროა წინასწარი ჩაწერა ტელეფონით!

სტომატოლოგიური მომსახურება

სტომატოლოგიური კლინიკა ,, ეფლდენტი” ვაკეში გთავაზობთ მოზრდილთა და ბავშვთა სრულ სტომატოლოგიურ მომსახურეობას/ (თერაპია, ქირურგია, ორთოპედია, ორთოდონტია, ინპლანტოლოგია, პარადონტოლოგია, ფიზიოთარეპია და ალერგიული სინჯები ალერგოლოგის კონსულტაციით) კლინიკა სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი ( თბს, ნიუ-ვიჟენი, ალფა, ირაო, არდი, ბენეფიტი, პსპ, უნისონი, ქართუ, ევროინსი, პრაიმი) კლინიკაში დაგხვდებათ სრულიად უსაფრთხო გარემო. ყველა რეგულაცია დაცულია, სისტემატურად ხდება მთელი კლინიკის დეზინფექცია. ყველა თანამშრომელი სრულად ვაქცინირებულია. ჩვენ მწვანე ზონა ვართ. ექიმები მაღალი კვალიფიკაციის არიან, გამოცდილების დიდი სტაჟით და დოქტორ- პროფესორების სტატუსით.

სტომატოლოგიური ცენტრი ,,Smile Gallery".

სტომატოლოგიური ცენტრი ,,სმაილ გალერი" გთავაზობთ ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურეობას. ბავშვთა (პედიატრიული) და მოზარდთა სტომატოლოგია

ორთოდონტი ქეთევან ბალაძე-orthodontist Ketevan Baladze

სტომატოლოგიური მომსახურება. ორთოდონტია, ბავშვთა და მოზრდილთა თერაპია, ორთოპედია — პროფესიონალური მიდგომა და ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობა თითოეული პაციენტისთვის. ჯანმრთელი კბილები და ლამაზი ღიმილი ნებისმიერ ასაკში. დეტალებისა და ჩასაწერად დაგვიკავშირდით.

ილია - ზაზა მარგველანის სტომატოლოგიური კლინიკა

კბილების მხატვრული რესტავრაცია აღნიშნული მანიპულაციის დროს მინიმალურად ხდება კბილის ზედაპირის მექანიკური დაზიანება ცირკონო კერამიკა - 3D მოდელირებით მანიპულიაციის თავიდან ბოლომდე შესრულებას და მასზე პასუხისმგებელობას იღებს ერთი ოპერატორი დენტალური იმპლანტაცია უსისხლო მეთოდით აღნიშნული მანიპულიაცია კეთდება ქირურგიული შაბლონით

სტომატოლოგიური კლინიკა ვივა დენტი

ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია დენტალური ქირურგია დენტალური თერაპია დენტალური ორტოპედია დენტალური ორტოდონტია დენტალური იმპლანტაცია დენტალური რენტგენი

ინოვაციური სტომატოლოგიური ცენტრი ,, მაიმედი"

აკ. წერეთლის 49/51 ში მოგემსხურებათ მაღალი კვალიფოკაციის მქონე ექიმთა გუნდი. ბავშვთა სტომატოლოგია; თერაპიული სტომატოლოგია; ქირურგიული სტოლატოლოგია; იმპლანტაცია; ორთოპედია; ორთოდონტია.

მომხმარებლის შეფასებები

როგორ უნდა შეარჩიოთ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა

სწორი სტომატოლოგიური კლინიკის არჩევა პირის ღრუს ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ხელმისაწვდომი მრავალი ვარიანტის გათვალისწინებით, შეიძლება რთული იყოს იმის გარკვევა, თუ რომელი კლინიკა უზრუნველყოფს თქვენი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას. გიზიარებთ, იმ მთავარ ფაქტორებს, რაზეც აქცენტი უნდა გააკეთოთ, სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევის დროს.

1. შეამოწმეთ ექიმის სერტიფიკატები და კვალიფიკაცია

სტომატოლოგიური კლინიკის არჩევის პირველი ნაბიჯი სტომატოლოგების სერტიფიკატებისა და კვალიფიკაციის გადამოწმებაა. მოძებნეთ კლინიკები, რომელთა სტომატოლოგებს აქვთ რეპუტაციის მქონე დიპლომები, სერტიფიკატები და არიან არაერთი პროფესიული ორგანიზაციის წევრი. ეს კვალიფიკაცია მიუთითებს სტომატოლოგიური მომსახურების მაღალ ხარისხზე.

2. გაითვალისწინეთ შემოთავაზებული მომსახურების სპექტრი

კარგი სტომატოლოგიური კლინიკა უნდა გთავაზობდეთ მომსახურების ფართო სპექტრს, რუტინული შემოწმებიდან და წმენდიდან დაწყებული, დამთავრებული სპეციალიზებული პროცედურებით, როგორიცაა ორთოდონტია, კოსმეტიკური სტომატოლოგია და პირის ღრუს ქირურგია. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეძლებთ ყველა საჭირო მკურნალობის ერთი სივრცეში მიღებას, რაც დაგიზოგავთ დროსა და ძალისხმევას.

3. კლინიკის რეპუტაციის შეფასება

გამოიკვლიეთ კლინიკის რეპუტაცია ონლაინ მიმოხილვების და რეკომენდაციების მეშვეობით. კმაყოფილი პაციენტების სიტყვიერი დადებითი შეფასებები შეიძლება მიუთითებდეს მომსახურების მაღალ ხარისხსა და პაციენტთა კმაყოფილების ზრუნვაზე. ყურადღება მიაქციეთ გამოხმაურებებს, კლინიკის პროფესიონალიზმთან, სისუფთავესთან და მკურნალობის ეფექტურობასთან დაკავშირებით.

4. კლინიკის ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის შეფასება

თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკები აღჭურვილი უნდა იყოს უახლესი ტექნოლოგიებით, რათა უზრუნველყონ ეფექტური მკურნალობა. მოწინავე დიაგნოსტიკური ხელსაწყოები, ციფრული რენტგენი და უახლესი სტომატოლოგიური სავარძლები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ მომსახურების ხარისხს.

5. გაითვალისწინეთ მდებარეობა და ხელმისაწვდომობა

სტომატოლოგიური კლინიკის მდებარეობა გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია, განსაკუთრებით თუ სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტები გჭირდებათ. აირჩიეთ კლინიკა, რომელიც მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს, აქვს საკმარისი პარკინგი და მარტივად მისასვლელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ეს გაგიადვილებთ ვიზიტებზე მისვლას და მინიმუმამდე დაიყვანება მგზავრობასთან დაკავშირებული სტრესი.

6. შეადარეთ ფასები და გადახდის ვარიანტები

სტომატოლოგიური მკურნალობა შეიძლება ძვირი იყოს, ამიტომ აუცილებელია სხვადასხვა კლინიკაში ფასებისა და გადახდის ვარიანტების შედარება. მოძებნეთ კლინიკები, რომლებიც გთავაზობენ გამჭვირვალე ფასებს, მოქნილ გადახდის გეგმებს, განვადებას და სადაზღვევო პოლისით სარგებლობის შესაძლებლობას. ეს დაგეხმარებათ სტომატოლოგიური მომსახურების ფინანსური ასპექტის უფრო ეფექტურად მართვაში.

საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკის არჩევა სხვადასხვა ფაქტორის ფრთხილად გათვალისწინებას მოითხოვს. კვალიფიციურობის, მომსახურების, რეპუტაციის, ტექნოლოგიების, მდებარეობის, ჰიგიენის, კომუნიკაციის, გადაუდებელი დახმარების, ხარჯებისა და პირადი კომფორტის შეფასებით, შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმირებული გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თქვენი კბილების ჯანმრთელობა საიმედო ხელშია. გახსოვდეთ, რომ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკები არა მხოლოდ შესანიშნავ მკურნალობას უზრუნველყოფს, არამედ პაციენტებისთვის პოზიტიურ და მხარდამჭერ გარემოსაც ქმნის.

მსგავსი ძიებები

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავითვალისწინოთ სტომატოლოგიური კლინიკის შერჩევის დროს ?

იმისთვის, რომ შეარჩიოთ საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკები, აუცილებელია, რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება. საუკეთესო სტომატოლოგიური კლინიკა უნდა აერთიანებდეს, თანამედროვე აპარატურას, გამოცდილი სტომატოლოგების გუნდს, ინოვაციურ სამკურნალო მიდგომებს, ხელმისაწვდომ მდებარეობას და სხვა.

შესაძლებელია თუ არა ღრძილების ანთებითი პროცესების მკურნალობა სტომატოლოგიურ კლინიკაში ?

დიახ, შესაძლებელია, პირის ღრუს სხვადასხვა ტიპის ანთებითი პროცესების მკურნალობა თანამედროვე და ინოვაციური მეთოდებით საუკეთესო სტომატოლოგიურ კლინიკაში.

რა ღირს საუკეთესო სტომატოლოგიურ კლინიკაში ექიმ-სტომატოლოგთან კონსულტაცია ?

სტომატოლოგთან კონსულტაციის ფასები განსხვავებულია მათი კვალიფიკაციისა და კლინიკების მიხედვით. თუ გარკვეული სტომატოლოგიური საკითხის მარტივად და ბიუჯეტურად მოგვარება გსურთ, საიტზე servisebi.ge გაეცანით განცხადებებს და იპოვეთ კლინიკა თქვენთვის სასურველ მისამართზე.

შეიძლება თუ არა საუკეთესო სტომატოლოგიურ კლინიკაში კბილების ჩასმა განვადებით ან ბიუჯეტურ ფასად ?

დიახ, შესაძლებელია კბილების ჩასმა განვადებით. შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი სტომატოლოგიური კლინიკა, გაეცნოთ მომხმარებლის შეფასებებს და გადაწყვეტილება რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიიღოთ.

სტატიები

ყველა სტატია