განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ამწე კრანი

ამწე კრანი არის მანქანა , რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების  გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მოწყობილობა იყენებს ერთ ან რამდენიმე მარტივ მექანიზმს როგორიცაა ბერკეტი და საბურველი , რათა შექმნას მექანიკური უპირატესობა თავისი სამუშაოს შესასრულებლად. ამწე კრანი ჩვეულებრივ გამოიყენება ტრანსპორტირებაში ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის, სამშენებლო მასალების გადაადგილებისთვის და წარმოებაში მძიმე აღჭურვილობის აწყობისთვის. არსებობს სხვადასხვა ტიპის ამწეები, მათ შორის: კოშკურა ამწე, მცოცავი ამწე, ოპერატორი ამწე და სხვა. ამწე კრანის მთავარი უპირატესობა არის სიმძლავრე, უსაფრთხოება და ეფექტურობა, რაც შესაძლებლობას იძლევა მძიმე ტვირთების ოპტიმალურად და უმოკლეს დროში  გადაადგილებას.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ამწე მანიპულატორი ევაკუატორი

გთავაზობთ ამწე მანიპულატორი ევაკუატორით მსუბუქი და მძიმე ტექნიკის გადაყვანას. სამშენებლო მასალების, კონტეინერებისა და სხვადასხვა მოცულობის/წონის ტვირთის გადატანა. ბორტის სიგრძე - 7მ, სიგანე 2.5 კრანი - 5 ტონა ტვირთის წაღება - 15 ტონა მომსახურება საქართველოს მასშტაბით და მის ფარგლებს გარეთ.

გიგა
პრო

ქირავდება 25 ტონიანი კრანი

ქირავდება 25 ტონიანი XCMG ახალი კრანი. დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

პრო

ამწე მანიპულატორით მომსახურეობა

მოგემსახურებით ამწე მანიპულატორით, ვარ გამოცდილი ოპერატორი. დეტალური ინფორმაციის მისაღებად დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

პრო

ამწე-მანიპულატორით მომსახურება

ნებისმიერი ტიპის ტვირთის გადაზიდვა საქართველოს მასშტაბით. ამწე-მანიპულატორით პროფესიონალური და სანდო მომსახურება. ტექნიკური მახასიათებლები: •. კრანის გაშლის სიგრძე — 10 მეტრი * კრანის ტვირთამწეობა — 6 ტონა * მანქანის ტვირთამწეობა — 15 ტონა * ბორტის სიგრძე — 6.6 მეტრი

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
პრო

ამწე მანიპულატორის მომსახურება

ამწე მანიპულატორით მომსახურება საქართველოს მაშტაბით, გადააქვს მძიმე ტვირთები შეღავათიან ფასებში

შეფასება 5.0 , 2 შეფასება
პრო

ქირავდება 30 ტონიანი ამწე

კომპანია აქირავებს 30 ტონიან ამწეს. ვაქირავებთ როგორც დღიურად, ასევე ხანგრძლივ პროექტებში. მოგემსახურებათ გამოცდილი ოპერატორი. მაქსიმალური სიმაღლე 51 მეტრი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე.

ამწე კრანის მომსახურება

ამწე კრანის მომსახურება გულისხმობს ამწეების გამოყენებას მძიმე მასალებისა და აღჭურვილობის ასაწევად, გადასატანად და განსათავსებლად სხვადასხვა სამშენებლო, სამრეწველო და ლოგისტიკურ პირობებში. ამწე კრანის მომსახურება მოიცავს უსაფრთხო სერვისის მიწოდებას, მკაცრი რეგულაციებითა და სტანდარტებით, რათა თავიდან აიცილონ უბედური შემთხვევები და უზრუნველყონ მუშაკებისა და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება. ამწე კრანის არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის:
  • ტვირთის მაქსიმალური წონა და ზომა;
  • უსაფრთხოების ნორმები;
  • მომსახურების ხანგრძლივობა და პირობები;
ამწე კრანის მომსახურება ამარტივებს საქმეს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა: სამშენებლო, ნავთობის, გაზის, ლოგისტიკის სფერო და სხვა. შესაბამისად, აქტიურად იყენებენ, სამშენებლო, თვითმცლელ, კოშკურა და მანიპულატორ ამწეებს, როგორც ოპერატორით, ისე მის გარეშე. 
პრო

ქირავდება ამწე კრანი

კომპანია MTR-ი აქირავებს თვითგაშლად კოშკურა ამწეს. ვაქირავებთ როგორც დღიურად, ასევე ხანგრძლივ პროექტებში. მოგემსახურებათ გამოცდილი ოპერატორი. მაქსიმალური სიმაღლე 20 მეტრი. დეტალებისთვის დაგვიკავშირდით ქვემოთ მითითებულ ნომერზე

პრო

ამწეკრანი

მოგემსახურებით ამწეკრანით საქართველოს მასშტაბით გამოცდილი სტაჟით.

პრო

სამშენებლო ნარჩენების გატანა

MAN თვითმცლელი + PALFINGER მანიპულატორი გთავაზობთ სატვირთო, თვითმცლელისა და მანიპულატორის მომსახურებას. ✅ MAN 13 ტონიანი თვითმცლელი ✅ კუზაო: 4 მ × 2.40 მ × 1.05 მ ✅ PALFINGER PK 19000 მანიპულატორი ✅ 4 ჰიდრავლიკური გაშლა ✅ 12 მეტრზე — 1 ტონის აწევა - სამშენებლო მასალების გადაზიდვა - ბლოკის, არმატურის და სხვადასხვა ტვირთის გადატანა - ღორღი, ქვიშა, მიწა და ინერტული მასალები - ტვირთის აწევა და ჩამოტვირთვა - მომსახურება სამშენებლო ობიექტებისა და კერძო პირებისთვის - ოფიციალური მომსახურება - მცირე მეწარმე — დღგ-ის გადამხდელი - ვთანამშრომლობ კომპანიებთან და კერძო პირებთან მდებარეობა: თბილისი და შემოგარენი სანდო და პასუხისმგებლიანი მომსახურება!

1 ვიდეო
პრო

ამწეკრანი

მოგემსახურებით დიდი ამწეკრანით საქართველოს ნებისმიერ კუთხეში. გამოცდილება 35 წლიანი სტაჟი. ასევე დეღეგე საბუთი საბარათე გადახდა თიბისი საქართველო

პრო

ამწე კრანი მანიპულატორი

სატვირთო ამწე კრანი, იშლება 13 მეტრზე, საბარგული (კუზაო) 4მ სიგრძე, 2.2 მ სიგანე. ტვირთამწეობა 6 ტონა. შესაძლებელია კატლავანში მუშაობაც.

პრო

ქირავდება ამწე კრანი

ქირავდება ამწეები ოპერატორით, მაქსიმალური სიგრძე 30მეტრი, მაქს ტვირთამწეობა 25 ტონა გვაქვს სერთიფიკატიც.

ავტო კრანი

ქირავდება ახალი 25 ტონიანი ამწეკრანი - ავტოკრანი. - სიგრძე 42+8 მ;

ამწე მანიპულატორი 4x4

ამწე-მანიპულატორით მომსახურება, მანქანა დგას დასავლეთში გთავაზობთ ამწე-მანიპულატორის პროფესიონალურ მომსახურებას: ✅ სამშენებლო მასალების გადაზიდვა და ჩამოტვირთვა ✅ ბლოკის, აგურის, არმატურის და სხვა ტვირთის აწევა ✅ კონტეინერების, ჯიხურებისა და მეტალკონსტრუქციების მონტაჟი ✅ სწრაფი და უსაფრთხო მომსახურება ✅ მომსახურება თბილისში და საქართველოს მასშტაბით - დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს - მისაღები ფასები - ოპერატიული გამოძახება ამწე-მანიპულატორი – ერთი მანქანა, ტრანსპორტირება და ამწე ერთად! სატვირთო ძარის პარამეტრები 5.40 X 2.44

ამწე მანიპულატორი

ქირავდება ამწე მანიპულატორი, კრანი ეწევა 3 ტონამდე ტვირთს, ბორტის სიგრძე არის 5.5 მეტრი.

ამწე მანიპულატორი

ქირავდება ამწე მანიპულატორები, მანიპულატორი წევს 3 ტონას და შესაძლებელია 10 ტონა ტვირთის ტრანსპორტირება საქართველოს მასშტაბით. ვთანამშრომლობ კომპანიებთან და ასევე კერძო პირებთან. ვარ დღგ-ს გადამხდელი.

ამწე კრანი მანიპულატორი ჰაიაპ

ქირავდება მანიპულატორი, როგორც ერთჯერადად, ისე ხანგრძლივად მთელი საქართველოს მასშტაბით. მაქვს მცირე მეწარმეს საბუთი. ბორტის სიგრძე 6.30; სიგანე 2.50; ტვირთამწეობა 20 ტონამდე;

ამწე მანიპულატორი

მოგემსახურებით, როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე კომპანიებს. 6.50სმ--2.50სმ კუზაოს ზომები. კრანი იშლება 12 მეტრამდე და ტვირთამწეობა აქვს 5 ტონა. შესაძლოა 4 სართულზე ტვირთის აწევა. მანქანაზე ეტევა 14 პადონი. ვარ მცირემეწარმე, ვიმყოფები თბილისში (ლილო). გადაზიდვის მომსახურებას ვასრულებ მთელი საქართველოს მასშტაბით.

მომხმარებლის შეფასებები

ამწე კრანი ფასი და ყველა საჭირო დეტალი ამწე კრანების მომსახურების შესახებ

ამწე კრანი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების  გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. ამწე კრანები ფართოდ გამოიყენება სამშენებლო, სამრეწველო და ლოგისტიკურ პროექტებში, სადაც საჭიროა მძიმე ტვირთების აწევა და გადაადგილება. მათი გამოყენება საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის ოპერაციები მაქსიმალურად ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარდეს. მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, იქამდე სანამ ამწე კრანის დაქირავებას ან შეძენას გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია გაეცნოთ ფასებს და ამწე კრანების ტიპებს.

ამწე კრანის მომსახურების არჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორი:
  • ტვირთის მაქსიმალური წონა და ზომა;
  • სამუშაო სივრცის სპეციფიკა;
  • უსაფრთხოების ნორმები;
  • მომსახურების ხანგრძლივობა და პირობები;
რა ტიპის ამწეები არსებობს და რისთვის გამოიყენება ისინი ? 

ამწე კრანების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათი გამოყენებაც  განსხვავდება სამუშაო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური დანიშნულება, რაც დამოკიდებულია ტვირთამწეობაზე, გადაადგილების შესაძლებლობებზე და სამუშაო გარემოზე. მათ შორის:
  • თვითმცლელი ამწე - არის სპეცტექნიკა, რომელიც აერთიანებს თვითმცლელისა და ამწის ფუნქციებს. ეს სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია ჰიდრავლიკური სისტემით, რომელიც საშუალებას აძლევს მძიმე ტვირთების გადმოყრას, აწევას და ტრანსპორტირებას. მისი გამოყენება აქტუალურია სამშენებლო, ლოგისტიკურ და სამრეწველო სფეროებში.
  • კოშკურა ამწე - კოშკური ამწე სამშენებლო ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც გამოიყენება მაღალსართულიანი შენობების, ხიდებისა და სხვა მასშტაბური ობიექტების მშენებლობაში. მას შეუძლია დიდი ზომის და წონის ტვირთების გადაზიდვა, მათ შორის 20 ტონამდე. კოშკურა ამწეების სიმაღლე 30-დან 200 მეტრამდე მერყეობს, ხოლო ზოგიერთი სპეციალური მოდელი კიდევ უფრო მაღალ კონსტრუქციებზე მუშაობს.
  • მანიპულატორი ამწე -  მანიპულატორი ამწე ეს არის სატვირთო ტიპის მანქანა, რომელიც გამოირჩევა მრავალფუნქციურობით. მანიპულატორი ამწე არის სპეციალური ჰიდრავლიკური ან რობოტული დანამატი, რომელიც მიზნად ისახავს ამწეების შესაძლებლობების გაძლიერებას ტვირთის აწევის, პოზიციონირებისა და მასალის გადატანისთვის. გამოირჩევა უპირატესობებით, როგორიცაა: კომპაქტურობა, მოქნილობა და საწვავის მცირე მოხმარება.
  • სამშენებლო ამწე კრანი - სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ გადასატანად. მისთვის დამახასიათებელია, ამწის მაღალი სიმძლავრე და სტაბილურობა. ამ ტიპის ამწე კრანი სპეციალურად დაპროექტებულია მძიმე ტვირთების უსაფრთხოდ და ოპტიმალურად გადასატანად.
რა ღირს ამწე კრანის დაქირავება ?

ამწე კრანის ტიპები ერთმანეთისგან განსხვავებულია, სწორედ ამიტომ ტექნიკის დაქირავების ფასი მისი მახასიათებლის და პერიოდის მიხედვით განსხვავებულია. 
ამწე კრანის მომსახურების საშუალო ფასები კი შემდეგნაირია:
საათობრივი ქირაობა: 50-150 ₾ (კრანის ტიპის მიხედვით)
დღიური ქირაობა: 400-1500 ₾
გრძელვადიანი ქირაობა: სპეციალური შეთავაზებები ხელმისაწვდომია დიდ პროექტებზე.

ფასი დამოკიდებულია, რომელ ქალაქსა და რეგიონში გსურთ ამწე კრანის დაქირავება. დღესდღეობით საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში, მათ შორის: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში შეგიძლიათ დაიქირაოთ თქვენთვის სასურველი ამწე. გარდა ამისა, საიტზე servisebi.ge შეგიძლიათ მოიძიოთ ამწე კრანი ოპერატორით, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სამუშოა პროცესების ხარისხიანად შესრულებაში და დაგიზოგავთ დროს.

 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა შევარჩიოთ ამწე სწორად ?

ამწეს შერჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ არსებული ტვირთის წონა, ზომა, სამუშაო სივრცის სპეციფიკა და სირთულე. მაგალითად, მაღალი შენობებისთვის უმჯობესია გამოიყენოთ კოშკურა ამწე , ხოლო მანიპულატორი ამწე მოქნილი და მრავალფუნქციურია.

არის თუ არა ამწე კრანით მუშოაბა უსაფრთხო ან ვინ არის პასუხისმგებელი ამწეს უსაფრთხოების ნორმებზე ?

ამწე კრანის უსაფრთხოება დამოკიდებულია ამწე ტექნიკის მდგომარეობაზე და ამწეს ოპერატორის კვალიფიკაციაზე. პასუხისმგებლობა, როგორც წესი, იჯარის გამცემი კომპანიისა და დამქირავებლის შეთანხმებით განისაზღვრება.

შესაძლებელია თუ არა ამწე კრანის ტრანსპორტირება რეგიონებში ?

დიახ, ამწე კრანის ტრანსპორტირება შესაძლებელია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. 

რა ღირს ამწე კრანის მომსახურება და რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ამწე კრანის ქირაობის ფასი ?

ამწე კრანის დაქირავების ფასი დამოკიდებულია ამწე კრანის ტიპზე, სამუშაოს ხანგრძლივობაზე, ლოკაციაზე და დამატებით მომსახურებებზე (ოპერატორი, ტრანსპორტირება და სხვა).

სტატიები

ყველა სტატია