Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ტურები მინივენით

 თუ საუკეთესო თავგადასავლების მოწყობა გდაწყვიტეთ აუცილებლად დაგჭირდებათ ტურები მინივენით.   მინივენების გაქირავება საუკეთესო სერვისია თქვენს მეგობრებთან თუ ახლებლებთან ერთად საოცარი თავგადასავლებით სავსე მგზავრობის დასაგეგმად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, საოცარი პეიზაჟების,  ისტორიული ძეგლების, ატრაქციონების თუ სხვა ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად.
 დადგეგეთ ტურები სვანეთში, ძამას ხეობაში,  გომის მთაზე,  მაღალმთიან აჭარაში,  ყაზბეგში და სხვა რეგიონებში, თუნდაც ყველგან ერთად.   შეგიძლიათ შეადგინოთ სასურველი მარშრუტი და თამამად აირჩიოთ მინივენის სერვისი თქვენი საუკეთესო მოგზაურობისათვის.  
ტურები მინივენით მორგებულია თქვენს ინტერესებზე, მოთხოვნებსა და განრიგზე. მოინახულეთ ისტორიული ადგილები, ულამაზესი ბუნება,  დააგემოვნეთ სხვადასხვა რეგიონისათვის დამახასიათებელი განთქმული კერძები  და გაატარეთ საუკეთესო დრო თქვენს მეგობრებთან ერთად. 

ტურისტების გადაყვანა მინივენით

 ტურისტების გადაყვანა მინივენით გთავაზობთ მოსახერხებელ, კომფორტულ და მოქნილ გზას სხვადასხვა  მიმართულებების  შესასწავლად.  იქნება ეს საქართველოს მასშტაბით მგზავრობა, ტური თუ საზღვარგარეთ ტრანსპორტირება.   ტურისტების ტრანსპორტირებაზე მომუშავე მინივენის მძღოლები ხშირ შემთხვევაში საუბრობენ ინგლისურ ან რუსულ ენებზე, რათა გაუმარტივონ კომუნიკაცია უცხოენოვან მგზავრებს.  
 ტურისტების გადაყვანა მინივენით შესაძლებელია ასევე, ერევნის, მოსკოვის,  სტამბოლის და სხვა ქალაქების მიმართულებით. მინივენები ტურისტებისთვის კომფორტულ და კეთილმოწყობილ  გარემოს უზრუნველყოფენ, ბარგისა და პირადი ნივთების საკმაო სივრცით, სხვადასხვა გასართობი სისტემებით,  კომფორტული სავარძლებით და გათბობა-გაგრილების სისტემით.   აღარ გადადოთ, დაჯავშნეთ მინივენი დღესვე და დაიწყეთ ბედნიერი მგზავრობა!
მინივენით მგზავრთა მომსახურება საქართველოს მასშტაბით
მინივენით მგზავრთა მომსახურება საქართველოს მასშტაბით

გეგმავთ მოგზაურობას, გჭირდებათ კომფორტული გადაადგილება ან უბრალოდ გსურთ დანიშნულების ადგილამდე მშვიდად და უსაფრთხოდ მისვლა? გთავაზობთ მინივენით მომსახურებას წინასწარი შეკვეთით საქართველოს მასშტაბით. - ტურისტული ტურები და ექსკურსიები - აეროპორტის ტრანსფერი - ქალაქებსა და კურორტებზე გადაადგილება - ინდივიდუალური და ჯგუფური მგზავრობა - მრავალდღიანი ტურები - ოჯახური და საქმიანი ვიზიტებია - მძღოლთან ერთად გადაადგილება თქვენთვის სასურველი მარშრუტით. მგავრების მაქსიმალური რაოდენობა - 7 ვარ პროფესიონალი მძღოლი და მაქვს უცხოელებთან გიდად მუშაობის გამოცდილება. თავისუფლად ვსაუბრობ ინგლისურ და რუსულ ენებზე, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია უცხოელი სტუმრებისთვის. თქვენ ირჩევთ მიმართულებას — მე ვიზრუნებ კომფორტულ და უსაფრთხო მგზავრობაზე. ფასი შეთანხმებით, დამიკავშირდით.

მომხმარებლის შეფასებები

მინივენის მომსახურება Mercedes Viano 6+1 სურათი
მინივენის მომსახურება Mercedes Viano 6+1
ელენე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

საუკეთესო მომსახურეობა და საუკეთესო ადამიანი,ძალიან კომფორტული და სანდო მგზავრობა

მინივენის მომსახურება საქართველოს მასშტაბით სურათი
მინივენის მომსახურება საქართველოს მასშტაბით
სოფო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
7 თვის წინ

საუკეთესო მომსახურება, პოზიტიური მძღოლი და კომფორტული მგზავრობა 100% რეკომენდაცია ჩემგან

მინივენით მომსახურება მძღოლით სურათი
მინივენით მომსახურება მძღოლით
Levani
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-19 16:07:36

კმაყოფილი ვარ გაწეული მომსახურებით. მანქანა არის ყველაფრით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი. საჭიროების შემთხვევაში კიდევ მივ...

მინივენის მომსახურება Mercedes Viano 6+1 სურათი
მინივენის მომსახურება Mercedes Viano 6+1
ნატო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-08-08 20:15:48

დიდ რეკომენდაციას გავუწევ, ბორჯომში ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად კომფორტულად ჩამომიყვანა.

მინივენით მომსახურება სურათი
მინივენით მომსახურება
თაკო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-04-29 20:12:01

ვუწევ რეკომენდაციას. ზრდილობიანი, მოწესრიგებული. ჰყავს სუფთა მანქანა,არის პუნქტუალური.

მინივენით მომსახურება სურათი
მინივენით მომსახურება
ანი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2024-03-07 18:24:18

ძალიან კმაყოფილები დავრჩით მომსახურებით, მანქანა მოწესრიგებული და კომფორტული იყო, ვუწევთ უმაღლეს რეკომენდაციას მძღოლს

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

​ტურისტების გადაყვანის სერვისი თუ გაქვთ?

ვებგვერდზე აქტიურია როგორც ტაქსის მომსახურების, ასევე მინივენის მომსახურების შეთავაზებები ტურისტებისათვის.  განსაზღვრეთ მგზავრთა რაოდენობა და შეარჩიეთ სასურველი სერვისი ვებგვერდზე.   4 მგზავრამდე ტრანსპორტირების შემთხვევაში მოსახერხებელია დაიქირაოთ საქალაქთაშორისო ტაქსი,   4ზე მეტი მგზავრის გადაადგილების შემთხვევაში კი მინივენის სერვისი საუკეთესო ვარიანტია.

​შესაძლებელია თუ არა ტურების მოწყობა?

ჩვენი ვებგვერდის დახმარებით შეგიძლიათ მოიძიოთ ტურები მინივენით, შეუერთდეთ უკვე დაგეგმილს,  ან თავად დაიქირაოთ მინივენი თქვენს მიერ ორგანიზებული  ტურისთვის. 

​სად ვნახო მინივენი აეროპორტში ტრანსფერისათვის?

თუ გჭირდებათ ტრანფერი თბილისის აეროპორტში შეგიძლიათ ჩვენს ვებგვერდზე მოიძიოთ მინივენის ქირაობის შეთავაზებები თბილისის მდებარეობით, გაეცანით მომსახურების პირობებს და დაუკავშირდით გამქირავებელს დეტალებზე შესათანხმებლად.

​რატომ არის მინივენის მომსახურება საუკეთესო სერვისი ტურისტებისათვის?

ტურისტები ჯგუფის ნაკადი ძირითადად მგზავრთა იმ რაოდენობას მოიცავს, რომელიც მინივენისთვის არის შესაბამისი, ამიტომ ტრანსპორტირების ეს მეთოდი ტურისტებისათვის ყველაზე ხელსაყრელი და კომფორტულია.
საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტები ცდილობენ ქვეყნის ყველა კუთხის ღირსშესანიშნაობების  დათვალიერებას, კულტურული და ისტორიული ძეგლების შესწავლას, სწორედ მსგავსი ტურებისათვის საუკეთესო საშუალებაა კომფორტული, ტევადი,  კეთილმოწყობილი მინივენები.  ტურისტების გადაყვანა მინივენით ხშირად მგზავრებს დამატებით სერვისებსაც სთავაზობს, როგორებიცაა გათბობა-გაგრილების სისტემა,  მონიტორი, WIFI,  მინი ბარი, გიდის მომსახურება, მაცივარი და ა.შ.  ტურისტების გადაყვანაზე მომუშავე მძღოლები კი ხშირ შემთხვევაში საუბრობენ უცხო ენებზეც.