განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

სასაუბრო ინგლისური

სასაუბრო ინგლისური დღევანდელობის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა, სწორედ ამიტომ ბევრს სასწავლო ცენტრში და რეპეტიტორებთან შექმნილია ცალკეული ჯგუფები საუბრის შესასწავლად.
სასაუბრო ინგლისურის  სწავლა მოიცავს პრაქტიკას და მოთმინებას. დაიწყებთ ძირითადი ფრაზებისა და მისალმებების დაუფლებით. ყოველდღიური საუბრები, სხვადასხვა აპლიკაციები, დისკუსები,  ეხმარებათ მოსწავლეებს სასაუბრო უნარების ჩამოყალიბებაში, რაც თანდათან გააფართოებს თქვენს ლექსიკას. ინგლისური პოდკასტების მოსმენამ, ფილმების ყურებამ და ენის შეხვედრებში მონაწილეობამ შეიძლება კიდევ მეტად გააძლიეროს  თქვენი სასაუბრო ინგლისური. დაიხმარეთ პროფესიონალი პედაგოგი, გაითვალისწინეთ შეცდომები და აღნიშნეთ მცირე გამარჯვებები თქვენს ინგლისურენოვან მოგზაურობაში.

განცხადებები

პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ

მოვამზადებ ბავშვებს ინგლისურ ენაში, მაქვს უმაღლესი განათლება თარჯიმან-რეფერანტის სპეციალობით. მაქვს ასევე კოლეჯში და საჯარო სკოლაში მუშაობის გამოცდილება. მოვამზადებ ონლაინ, მე-9 კლასის ჩათვლით, ბავშვებს. დეტალების შესათანხმებლად დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

ეკა
შეფასება 5.0 , 1 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინგლისურ ენაში მომზადება

ვარ სერტიფიცირებული ტუტორი, მაქვს TESOL-ის საერთაშორისო სერტიფიკატი და ჩინეთის უმაღლეს სკოლაში მუშაობის გამოცდილება. ვარ მაგისტრი, დავამთავრე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული მაგისტრატურა, რომელიც მხოლოდ ინგლისურ ენაზე გავიარე. ამჟამად უფროსებს ვასწავლი ონლაინ, ნებისმიერ დონეს. მყავს მოსწავლეები კანადიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან. 8 ინდივიდუალური, ონლაინ გაკვეთილის ფასია 300 ლარი. ჩვენ ვითანამშრომლებთ შენზე მორგებული გრაფიკითა და სწავლების სტილით. და ბოლოს, ჩემთან მარტო ინგლისურს არ ისწავლი. საჭიროებისამებრ, შევეხებით ისეთ თემებს, როგორიცაა: ბავშვობაში არასწორად შექმნილი მითები და წარმოდგენები საკუთარ თავზე, მოტივაცია, დისციპლინა, ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროები და მათი ჩართულობა დასწავლის პროცესში; სხვადასხვა პრობლემები: დისლექსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ADHD და ა.შ.

ნუცა აივაზაშვილი
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

დროა მართლა ისწავლო ინგლისური!

შენზე მორგებული, ინდივიდუალური გაკვეთილები TEFL სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 12 წლიანი გამოცდილებით. თუკი შენ: 1) ენა იცი, მაგრამ საუბარი გიჭირს და კომპლექსდები; 2) სწავლას ნულიდან იწყებ; 3) გაქვს საბაზისო ცოდნა, მაგრამ გინდა ბუნებრივი, მაღალი დონის ცოცხალი, და არა “სახელმძღვანელოს” ინგლისური; 4) გყავდა მასწავლებელი ან დადიოდი ცენტრში, მაგრამ შედეგით არ ხარ კმაყოფილი. ყველა შემთხვევაში, დაგეხმარები. მე გთავაზობ: ✅ თანამედროვე და ეფექტურ მეთოდებს — PPP, ESA, TTT, Task-Cycle, Dogme და სხვ. ✅ საუბარი და პრაქტიკა პირველ ადგილზეა ! პრაქტიკული გრამატიკის, ლექსიკის, კითხვის და მოსმენის პარალელურად. ✅ თუ საზღვარგარეთ ხარ არ ინერვიულო - შევათავსებთ დროებს მომწერე ან დამირეკე - ერთად მივხედოთ შენს ინგლისურს.

გიორგი
შეფასება 5.0 , 31 შეფასება
3 სერტიფიკატი,
1 ვიდეო
პრო

მოვამზადებ ინგლისურ ენაში

მოვამზადებ ნებისმიერი ასაკის მოსწავლეებს ინგლისურ ენაში. გაკვეთილები მოიცავს, როგორც სალაპარაკო, ასევე აკადემიური ინგლისურის შესწავლას. მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება. ლოკაცია: სანზონა ან ონლაინ

პრო

შევასწავლი ინგლისურ ენას

გამარჯობა, შევასწავლი ინგლისურ ენას ნებისმიერი ასაკის მსურველს ონლაინ. სწავლება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: (speaking, writing, reading, listening). გაკვეთილის ხანგრძლივობა მინიმუმ 1 საათი.

პრო

ინგლისურში მომზადება

მოვამზადებ ინგლისურში, დასრულებული მაქვს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა. ვამზადებ როგორც TOEFL/IELTS, GRE (ვერბალურ ნაწილში) აგრეთვე სასაუბრო ინგლისურშიც. შემიძლია ონლაინ გაკვეთილების ჩატარება, ტექნოლოგიურად უნაკლოდ არჭურვილი გარემოს უზრუნველყოფით.

შეფასება 5.0 , 5 შეფასება
1 ვიდეო

ინგლისური ენის მასწავლებელი

ვარ პროფესორი, დამთავრებული მაქვს ვულვერჰამპტონის უნივერსიტეტი ინგლისში. მოვამზადებ ნებისმიერ მსურველს ინგლისურ ენაში. სწავლის პროცესში გამოყენებული იქნება სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. გაკვეთილები მორგებული იქნება მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მოთხოვნილებებზე. ინდივიდუალური 8 გაკვეთილი 200 ლარი, ჯგუფური 8 გაკვეთილი ( სამი ან ოთხი მოსწავლე) 150 ლარი.

ინგლისური ენის შესწავლა ონლაინ

გთავაზობთ ონლაინ ინგლისური ენის გაკვეთილებს, რომლებიც მორგებულია თქვენს კონკრეტულ მიზნებსა და საჭიროებებზე. ჩემი გამოცდილება: - ინგლისურ ენასთან აქტიური 23-წლიანი შეხება. - საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული გამოცდილება (ევროკავშირის გაცვლითი პროგრამები გერმანიაში, რუმინეთში და სხვა). - 10-წლიანი ყოველდღიური ბიზნეს-კომუნიკაციის პრაქტიკა საერთაშორისო დონეზე. სერვისები: - სასკოლო პროგრამა და მხარდაჭერა: დავალებების მომზადება, მასალის გაღრმავება და სასაუბრო უნარების განვითარება მოსწავლეებისთვის. - ზოგადი ინგლისური (A2 – B1): ლექსიკის გამდიდრება, გრამატიკა და თავისუფალი სასაუბრო პრაქტიკა. - ბიზნეს ინგლისური (A2 – B1): საქმიანი მიმოწერა, პრეზენტაციები და პროფესიული კომუნიკაცია. უფასო 15-წუთიანი გაცნობითი შეხვედრა: გთავაზობთ მოკლე ონლაინ შეხვედრას/სატელეფონო კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს საჭიროებებს, შევაფასებთ დონეს, გაგაცნობთ ჩემს მიდგომებს და დავგეგმავთ სწავლების ოპტიმალურ ფორმატს.

სალაპარაკო ინგლისური

სალაპარაკო ინგლისურის შესწავლა თუ გსურთ მაქსიმალურად მოკლე დროში ეფექტურად შეძლოთ, პროფესიონალი პედაგოგი და თქვენზე მორგებული პროგრამა დაგჭირდებათ.
ხშირად ვხვდებით ისეთ ფაქტებს, როდესაც მოსწავლეები წლების განმავლობაში სწავლობენ ინგლისურ ენას, მაგრამ საუბარი მაინც ძალიან უჭირთ.  ეს დიდწილად იქიდან არის განპირობებული, რომ მოსწავლეებს ძირითადად ასწავლიან გრამატიკას და სიტყათა მარაგს, ხოლო სასაუბრო უნარები რჩება ყურაადღების მიღმა.  მოსწავლეები კი ნაკლები პრაქტიკის გამო ვერ ახერხებენ საუბარს, დაშვებული შეცდომები კი მათ მონდომებას კიდევ უფრო მეტად აფერხებს.

სალაპარაკო ინგლისურის შესასწავლად, პირველ რიგში, საჭიროა გააცნობიეროთ, რომ შეცდომას ყველა უშვებს.  ადამიანისგან  ვისთვისაც ინგლისური ენა მშობლიური არ არის, არავინ არ მოელის გამართულად საუბარს.  მეტიც,  ხანდახან ჩვენზე მეტ შეცდომას ის ადამიანების უშვებენ ვისი მშობლირუი ენაც ინგლისურია.  
არ იდარდოთ, მიანდეთ თქვენი სასაუბრო უნარები პროფესიონალებს და შედეგსაც მალე დაინახავთ!

ინგლისურის მასწავლებელი

ვასწავლი ინგლისურს I-IX კლასის მოსწავლეებს ბინაზე მისვლით. ვასწავლი სკოლის პროგრამას და დამატებით მასალას. მაქვს 26 წლის სტაჟი და უმაღლეს სასწავლებელში მუშაობის გამოცდილება. სასურველია საბურთალოს რაიონის ტერიტორია.

საკომუნიკაციო ინგლისური მაღალ დონეზე

ვარ ინგლისური ენის ლექტორი-სინქრონისტი, ვამზადებ 35 წელია, გამოცდილებიდან გამომდინარე მაქვს შემუშავებული განსაკუთრებული პროგრამა სასაუბრო ენის შესწავლის მსურველთათვის, მარტივად, გასაგებად დალაგებული,რათა შეძლოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, ვმუშაობ ასევე ონლაინ (უცხოეთში მცხოვრებთათვის). ასევე ვამზადებ აბიტურიენტებს ცოდნისა და აქედან გამომდინარე მაღალი ქულის გარანტიით . მეცადინეობა ინდივიდუალურია. საცდელი გაკვეთილი უფასო. ნუ დაკარგავთ დროს ძებნაში. გელით!

შეფასება 5.0 , 4 შეფასება

ინგლისური ენის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და ნებისმიერი ასაკის ადამიანს ინგლისურ ენაში. მაქვს დამთავრებული მაგისტრატურა (ინგლისური ფილოლოგიის ფაკულტეტი) და გავლილი მაქვს პედაგოგიკის კურსები. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი. ასევე, მაქვს FCE (B2),CPE (C1), IELTS-ის სერტიფიკატები. ვასწავლი სკოლის მასალასთან ერთად, დამატებით კლასგარეშე მასალას, საჭიროებისამებრ და სასაუბრო ინგლისურს.ვამზადებ ჯგუფებს IELTS - ის გამოცდისთვის. ასევე, მოვამზადებ "ონლაინ". ვცხოვრობ ბათუმში, მოსწავლეებს მივიღებ სახლში/ასევე ვასწავლი ონლაინ (მისამართზე არ დავდივარ). ხელფასს ვიღებ წინასწარ (პირველ გაკვეთილზე) და ყოველ მომდევნო იმ რიცხვში, როცა დაიწყებთ მეცადინეობას (კვირაში 2 დღე/თვეში 8 გაკვეთილი).

შეფასება 5.0 , 4 შეფასება

მოვამზადებ ზრდასრულებს ინგლისურ ენაში

მოვამზადებ ზრდასრულებს ინგლისურ ენაში A1 დონიდან C1 დონის ჩათვლით. შესაძლებელია გაკვეთილების ჩატარება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფთან ერთად, მხოლოდ ონლაინ ფორმატში. დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე.

მომხმარებლის შეფასებები

ინგლისურში მომზადება

შეფასების ავტორი: ანა ვაზაგაშვილი

ჩემს შვილს საოცრად ასწავლა და შეაყვარა ინგლისური ენა, ბედნიერებაა ასეთ პედაგოგთან და ადამიანთან ურთიერთობა. საოცარი პროფ...

ინგლისურის მასწავლებელი ონლაინ

შეფასების ავტორი: ქეთი

დადებითი შეფასება და რეკომენდაცია ჩემგან ეკა მასწავლებელს. ძალიან ყურადღებიანი და მოწესრიგებული ადამიანია, რაც მთავარია ...

ინგლისურში მომზადება

შეფასების ავტორი: სალომე შენგელია

პროფესიონალი, კარგი გადმოცემის უნარის მქონე მასწავლებელია. ყოველთვის ახალ და საინტერესო მასალას გვთავაზობს. ენერგიული და...

დროა მართლა ისწავლო ინგლისური!

შეფასების ავტორი: ლიკა

ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გაკვეთილები აქვს გიორგის. რაც მთავარია გადანაწილებულია პრაქტიკა და გრამატიკა. ბევრად...

დროა მართლა ისწავლო ინგლისური!

შეფასების ავტორი: მამუკა

მამა გიორგი შესანიშნავი პედაგოგია. მისი გაკვეთილების მეშვეობით მომეხსნა ინგლისურად საუბრის უხერხულობა. მასწავლებელთან თ...

ინგლისურში მომზადება

შეფასების ავტორი: ილონა

მაღალი პროფესიონალიზმითა და პედაგოგიური უნარებით გამორჩეული მასწავლებელი, რომელიც ქმნის სასიამოვნო და პროდუქტიულ სასწავლ...

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები