fb

მანქანის დიაგნოსტიკა

მანქანის დიაგნოსტიკა აუცილებელი პროცედურაა, რათა შეაფასოთ როგორც ცალკეული სისტემების, ასევე კომპონენტების ეფექტურობა, მანქანის ზოგადი მდგომარეობა და გამოავლინოთ პრობლემები. რეგულარულად და პროფესიონალურად ჩატარებულმა დიაგნოსტიკამ შესაძლოა მინიმუმამდე შეამციროს გაუმართაობის რისკი. ამასთან, თქვენ დაზოგავთ დროს, ფინანსებს და ნებისმიერი ხარვეზის პრევენცია მოსალოდნელი გართულებებისგან დაგიცავთ.

ავტოგასამართ სადგურზე მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ავტომობილის ელექტრონული სისტემების სრულ შემოწმებას გულისხმობს. მანქანის დიაგნოსტიკა საშუალებას გაძლევთ, რომ შეაფასოთ ავტომობილის კომპონენტების, ნაწილების და კონტროლის ერთეულების რეალური ტექნიკური მდგომარეობა. მანქანის სრული დიაგნოსტიკა მოიცავს:
  • ძრავის დიაგნოსტიკას;
  • ავტომატური ტრასმისიის კონტროლს;
  • ABS/PBS დიაგნოსტიკას;
  • სანავიგაციო სისტემას და კლიმატკონტროლს;
თანამედროვე ავტომობილი რთული ურთიერთდაკავშირებული მოწყობილობების ერთობლიობაა და მისი მუშაობა პარამეტრების დიდ ოდენობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად,  ავტო დიაგნოსტიკა მრავალსაფეხურიანია. მანქანის დაიგნოსტიკის ფასი დამოკიდებულია შესასწავლი კომპონენტების რაოდენობაზე, რომელიც მომავალში შესაძლო გაუმართაობების წინასწარმეტყველების საშუალებას გაძლევთ. 

მანქანის ელექტროობა არ არის სრულყოფილი, თუმცა გაუმართაობის შემჩნევა საკმაოდ რთულია. ავტომობილის ელექტრო დიაგნოსტიკა ადგენს ტემპერატურის სენსორის, ჰაერის ნაკადის სენსორის არსებულ პრობლემებს, რასაც მძღოლი ხშირ შემთხვევაში ვერ ამჩნევს. მანქანის ელექტროობა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს მეორადი ავტომობილის შეძენის შემთხვევაში, ამიტომ გირჩევთ სერვისცენტრს  დროულად მიმართოთ. 

თუ გამოცდილ სპეციალისტს ეძებთ, servisebi.ge-ზე წარმოდგენილ განცხადებებს გაეცანით. კომპიუტერით დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისია, ამიტომ პლატფორმაზე გამოცდილი მექანიკოსების ერთიანი ბაზაა წარმოდგენილი, სადაც სანდო ოსტატს, თქვენზე მორგებული პირობებით, დაიქირავებთ. 
მანქანის დიაგნოსტიკა

მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა: რისთვის არის ის საჭირო?


თანამედროვე ავტომობილის მაღალტექნოლოგიური ელექტრონული სისტემები მანქანის სტაბილურ და უსაფრთხო მუშაობას უზრუნველყოფს. ასეთი მოწყობილობების მუშაობის პროცესში ხარვეზების წარმოშობა ძვირადღირებული ელემენტების დაზიანებას იწვევს, რაც მანქანის მოვლის ხარჯებს ზრდის. 
ავტომწარმოებლების რეკომენდაციით მანქანის დიაგნოსტიკა რეგულარულად უნდა ჩატარდეს, რათა ავტომობილის ყველაზე მნიშვნელოვანმა სისტემებმა უპრობლემოდ იმუშაონ. მაღალი სიზუსტის სადიაგნოსტიკო მოწყობილობა მრავალრიცხოვანი ელექტრონული სენსორების და ჩიპების დახმარებით კონკრეტული კვანძის გაუმართაობას ადგენს, რაც უსაფრთხო გადაადგილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

 
რა არის კომპიუტერული დიაგნოსტიკის მიზანი?
 
მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ:
  • შეიძინეთ მეორადი ავტომობილი;
  • გეგმავთ ხანგრძლივ მოგზაურობას;
  • ემზადებით ზამთრისთვის/ზაფხულისთვის;
მანქანის კომპიუტერული დიაგნოსტიკა ხელს უწყობს პროგრამული უზრუნველყოფის გამართულ მუშაობას და რთული მექანიზმების სწორ ფუნქციონირებას. დიაგნოსტიკის პროცესში ძირითადი კომპონენტების მუშაობის ანალიზი და გამოვლენილი შეცდომების დამუშავება ხდება. პრევენციული მიზნით მანქანის დიაგნოსტიკა საწყის ეტაპზე ხარვეზების მარტივად აღმოფხვრის საშუალებას იძლევა. 

 
რას მოიცავს სადიაგნოსტიკო მოწყობილობა?
 
სადიაგნოსტიკო მოწყობილობა მოიცავს სპეციალურ საკონტროლო საშუალებებს, როგორიცაა კომპიუტერული სკანერები, მრავალფუნქციური სადგამები და პორტატული წამკითხველები. ყველა აღნიშნული მოწყობილობა დაკავშირებულია მანქანის სადიაგნოსტიკო ყუთთან. სპეციალური აღჭურვილობა აფიქსირებს სხვადასხვა სისტემის მუშაობაში არსებულ ნებისმიერ ცვლილებას, ასევე შლის ნაპოვნი შეცდომების კოდებს მათი გამოსწორების მიზნით.
თანამედროვე ავტომობილის ბორტ სისტემები ელექტრონული კონტროლის განყოფილებით და თვითდიაგნოსტიკური ფუნქციებითაა აღჭურვილი, რომელიც აანალიზებს მიმდინარე დეფექტებს და მძღოლს გაუმართაობის შესახებ ამცნობს. 

 
რა ეტაპებს მოიცავს მანქანის დიაგნოსტიკა?
 
ავტომობილის მარკისა და მოდელის მიუხედავად, კომპიუტერული დიაგნოსტიკა რამოდენიმე ეტაპისგან შედგება. ჩვეულებრივ, ავტომობილის ზოგადი დიაგნოსტიკის ჩასატარებლად სპეციალისტს 30 წუთი სჭირდება. ერთი სისტემის ანალიზს, მაგალითად ABS, დაახლოებით 10-15 წუთი სჭირდება. იმისთვის, რომ მექანიკოსის კვალიფიკაცია სწორად განსაზღვროთ თქვენც უნდა ერკვეოდეთ პროცესის მახასიათებებში. 
  • ეტაპი I
პირველ ეტაპზე ზოგადი კომპიუტერული დიაგნოსტიკა ტარდება, რომლის დროსაც ტესტირება სისტემის გააქტიურების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროს ამოწმებენ ელექტროსისტემებსაც (კავშირები, გენერატორი, ელემენტი და სხვა). დინამიური ტესტის დროს მანქანა ფიქსირდება სპეციალური სენსორებით აღჭურვილ სადგამზე, რომლის მეშვეობითაც მონაცემები კომპიუტერს გადაეცემა.
  • ეტაპი II
 ამ ეტაპზე ხდება შეგროვებული მონაცემების ბაზის წაშლა (გადატვირთვა). ინფორმაციის შეგროვების მიზნით კონტროლის მოწყობილობაც გააქტიურებულია. დიაგნოსტიკური პროცესის დროს დაფიქსირებული შეცდომის კოდები დეკოდირდება პროფესიონალური აპლიკაციების საშუალებით. ამის შემდგომ სპეციალისტი ზუსტ მონაცემებს იღებს ნებისმიერი გაუმართაობის შესახებ. 

 
როდის არის აუცილებელი კომპიუტერული დიაგნოსტიკა?
 
კომპლექსური დიაგნოსტიკის ჩატარება წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებელია. ეს იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი მუშა მდგომარეობაშია და ბორტ კომპიუტერზე შეცდომები არ ფიქსირდება. თუ უცნაური ხმები, რყევები, ან დარტყმები გაჩნდება (რაც მანქანას ზოგადად არ ახასიათებს) აუცილებელია მიმართოთ გამოცდილ მექანიკოსს, რათა ყველა სისტემის დიაგნოსტიკა საფუძვლიანად განხორციელდეს. ეს აუცილებელია იმ შემთხვევაშიც, თუ გრძნობთ, რომ მანქანის რეაგირება (მანევრირება) შეცვლილია. 
მანქანის ძრავის კომპიუტერული დიაგნოსტიკა იმ შემთხვევაში ტარდება, თუ ძრავა არასტაბილურია, გამოსცემს უცნაურ ხმებს, კარგავს ენერგიას და საწვავის მოხმარება იზრდება. რაც შეეხება ავტომატური ტრანსმისიის დიაგნოსტიკას, ამ დროს სახეზეა:
  • სიჩქარის გადართვასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • რყევები;
  • დარტყმები მანქანის სრიალის დროს;
  • ზეთის გაჟონვა;
სავალი ნაწილების დიაგნოსტიკა მიზანშეწონილია საბურავების არათანაბარი ცვეთის და მანქანის მანევრირების გაძნელების დროს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის გარდა, საწყის ეტაპზე, ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებაც აუცილებელია. 

 
სად მივიღოთ მანქანის სრულყოფილი დიაგნოსტიკის სერვისი?
 
დღესდღეობით, ავტომობილთან დაკავშირებული ნებისმიერი სერვისის მიღება გამარტივებულია. დატვირთული ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე სერვისცენტრის რიგში დგომა, ან სანდო სპეციალისტის დასაქირავებლად ახლობლების შეწუხება აღარ მოგიწევთ. საკმარისია ეწვიოთ servisebi.ge-ს და მრავალფეროვანი ბაზიდან თქვენთვის ოპტიმალური მექანიკოსი, თქვენივე მისამართზე, გამოიძახოთ. 
მაღალკვალიფიციური ოსტატების უმეტესობა კომპიუტერულ დიაგნოსტიკას შესაბამისი გარანტიით ატარებს. სერტიფიცირებული აღჭურვილობის გამოყენებით გაუმართაობა დროულად ვლინდება და მანქანის მოვლის ხარჯებიც საგრძნობლად მცირდება. 
პლატფორმაზე რეგისტრირებული მექანიკოსების მომსახურება შესაძლოა მიიღოთ კვირის ნებისმიერ დღეს, საქართველოს ნებისმიერ წერტილში. ავტომაგისტრალზე არსებული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი პრობლემის შემთხვევაში საბუქსირე გადამზიდის დაქირავებასაც თავიდან აირიდებთ. გამოცდილი მექანიკოსები ისეთ პოპულარ სერვისებს გთავაზობენ, როგორიცაა ბოლზე ავტომობილის შემოწმება, ჩეკის ჩაქრობა და ა.შ.

Servisebi.ge-ზე მომსახურების პირობები ინდივიდუალური შეთანხმების ნიადაგზე დგება. ნებისმიერი პრობლემის შესახებ შეგიძლიათ სპეციალისტს სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით აცნობოთ. სერვისის ღირებულება მომსახურების სირთულიდან და მოცულობიდან გამომდინარე დაანგარიშდება. 
ვებგვერდზე შეფასების გამჭვირვალე სისტემა მოქმედებს. ნებისმიერი მომხმარებელი მიღებული მომსახურებისა და სპეციალისტის შესახებ გულწრფელ კომენტარს ტოვებს. ნეგატიური შეფასებები არ იფილტრება, ამიტომ მექანიკოსის შერჩევას რეალურ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებთ. ასეთი მიდგომებით სანდო სპეციალისტის დაქირავება დღეს რამოდენიმე წუთს მოითხოვს. 
პლატფორმაზე მოიძიებთ სპეციალისტებს ტრაილერის შესამოწმებლადაც, რათა დაგეგმილი ხანგრძლივი მოგზაურობა უსაფრთხო და კომფორტული გახდეს.

Servisebi.ge-ის საშუალებით დაზოგავთ დროს და მომსახურებას თქვენზე მორეგბული პირობებით მიიღებთ. 
პრემიუმი
ელექტროდიაგნოსტიკა ავტომანქანებზე აპარატით
ელექტროდიაგნოსტიკა ავტომანქანებზე აპარატით
pin თბილისი
სერვის +5.0
| 42 შეფასება

კომპიუტერული დიაგნოსტიკა ნებისმიერ მოდელზე უახლესი აპარატურით. გთავაზობთ ავტომობილის სრულ ელექტროდიაგნოსტიკას გამოძახებით თბილისის მასშტაბით ასევე, შესაძლებელია, მოლაპარაკების მიხედვით, სხვა რეგიონებშიც წასვლა. გამოძახება და ელექტროდიაგნოსტიკის ფასი შეთანხმებით. ვარ სერთიფიცირებული გამოცდილი სპეციალისტი აღნიშნულ საქმეში, ვაკეთებ ნებისმიერი ავტომობილის დიაგნოსტიკას. როგორც შიდაწვის, ასევე დიზელისა და ჰიბრიდულ მოდელებზე... ყოველ წელს ვიღებ "თეგეტა მოტირსის" ლიცენზიას. ვმუშაობ ლიცენზირებული პროფესიონალი აპარატურით. პასუხისმგებელი ვარ ჩემს საქმეზე.

ლევანლევან
591-05-**-**
პრო
მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა ადგილზე მისვლით და პრობლემის აღმოფხვრით.
მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა ადგილზე მისვლით და პრობლემის აღმოფხვრით.
5.0
| 1 შეფასება

თბილისში და თბილისის შემოგარენში დიაგნოსტიკა გამოძახებით . ვაკეთებ ყველა მოდელის დიაგნოსტიკას პროფესიონალური აპარატით ლაუნჩით. შევდივარ ყველა სისტემაში ვნახულობ ყველაფერს რაც მანქანას სჭირს.. ასევე ვამოწმებ რელეებს და მცველებს. მანქანა თუ გაგიჩერდათ სანამ ევკუატორს გამოიძახებთ და არიცით რატომ არიქოქება ან თუ გგონიათ რამე ელექტრული პრობლემა დარეკეთ შევეცდები ყველაფერი ადგილზე მოვაგვარო .

24 საათიანი დიაგნოსტიკამანქანის დიაგნოსტიკა გამოძახებითავტომობილის ელექტროდიაგნოსტიკა სენაკშიABS დიაგნოსტიკაჩეკის პროგრამულად ჩაქრობამანქანის დიაგნოსტიკა თბილისში
ტელეფონი
პრო
სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით
სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა გამოძახებით
5.0
| 2 შეფასება

გთავაზობთ,სრულ კომპიუტერულ დიაგნოსტიკას,(ოფიციალური სადილერო პროგრამებით) ○check engine დიაგნოსტიკა ○გადაცემათა კოლოფის დიაგნოსტიკა ○ESP დიაგნოსტიკა ○ABS დიაგნოსტიკა ○ბენზინი და დიზელი საწვავის სისტემის დიაგნოსტიკა ○სავალი ნაწილის დიაგნოსტიკა ○კონდინციონერის დიაგნოსტიკა ○ელექტროობის დიაგნოსტიკა ○ადაპტაცია ○კალიბრაცია ○შეცდომების გასუფთავება ○ქრაშების წაშლა ბლოკებიდან ○დაფარული ფუნქციების გააქტიურება ○და ასშ... ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების ელემენტების ტესტირებას. 2023 წლის,უანალოგო ავტოსკანერით. შესაძლებელია ადგილზე გამოძახებაც დაგვიკავშირდით ნომერზე თბილისი,თემქა

ABS დიაგნოსტიკაჩეკის პროგრამულად ჩაქრობამანქანის დიაგნოსტიკა თბილისში
ტელეფონი
პრო
ავტო დიაგნოსტიკა - პროგრამირება
ავტო დიაგნოსტიკა - პროგრამირება
სერვის +5.0
| 20 შეფასება

ჩვენი ძირითადი სერვისებია: - მსუბუქი, სამგზავრო და სატვირთო ავტომობილების ელექტრო დიაგნოსტიკა და პროგრამირება. - ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. კონკრეტული ნაწილების მუშაობის ხარისხის ულტრაბგერითი გამოკვლევა უახლესი აპარატურით. - ძრავის სისტემების ჰერმეტულობაზე შემოწმება, ბოლის შეშვებით. - ბაკის ვენტილაციის სისტემის ჰერმეტულობაზე შემოწმება. - დარტყმის შედეგად დაბლოკილი მანქანების განბლოკვა. - გასაღებების და პულტების პროგრამირება. - SRS აირბაგების განულება, სასწორის კალიბრაცია, პროგრამირება. - TPMS სენსორების, საბურავის ბლუთუზების დიაგნოსტიკა, პროგრამირება. - პნევმო ბალიშების ;პადუშკების: კალიბრაცია. - სხვადასხვა სისტემების მართვის ბლოკების პროგრამირება. - შეცვლილი სენსორების კალიბრაციები, ადაპტაციები და პარამეტრების გასწორება. - მანქანის პარამეტრების კოდირება -შეცვლა, ასევე მრავალი სხვა კომპიუტერული ავტო სერვისი სხვადასხვა მარკის ავტომობილებისათვის. ..... გადაუდებელ შემთხვევებში ვმუშაობთ გამოძახებითაც, ძირითადად თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბითაც. ---------------------------------------

ტრაილერის დიაგნოსტიკამანქანის დიაგნოსტიკა გამოძახებითმანქანის დიაგნოსტიკა თბილისშიABS დიაგნოსტიკაჩეკის პროგრამულად ჩაქრობამანქანის ბოლზე შემოწმება
ტელეფონი

მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა

მანქანის ელექტრო დიაგნოსტიკა აკონტროლებს ტრანსმისიას, ძრავს, მუხრუჭებს, განათებას, საჭეს და ყველა სხვა ელექტრულ წრეს. იმისთვის, რომ დაადგინოთ სჭირდება თუ არა თქვენს ავტომობილს კომპიუტერით დიაგნოსტიკა, უნდა დააკვირდეთ შემდეგ ნიშნებს:
  • ძრავის არათანაბარი მუშაობა, ხმაური და ვიბრაცია;
  • თბილ ამინდში გამონაბოლქვი სქელი კვამლის სახით;
  • ძრავის გადახურება;
  • ღილაკების, კონცენტრატორების და სენსორული პანელების გაუმართაობა;
გახსოვდეთ, რომ ელექტრონიკა მუდმივი არ არის და ის დაზიანებებს ხშირად არასწორად აღიქვამს უმნიშვნელოდ. ხარვეზის გამოვლენა პროფესიონალური აპარატით და სპეციალისტის ჩართულობით არის შესაძლებელი. ექსპერტები პროცედურის ჩატარებას წელიწადში ერთხელ, ან ორჯერ გირჩევენ (ზამთრისა და ზაფხულის სეზონის დასაწყისში). კომპიუტერული დიაგნოსტიკა გრძელი მგზავრობის დაწყებამდე, მეორადი მანქანის შეძენისას, ან ხანგრძლივი შენახვის შემდგომ არის აუცილებელი. 
დღესდღეობით, ჰიბრიდის დიაგნოსტიკა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. პროცედურება ელექტრული ნაწილის შემოწმებით იწყება. უნდა დარწმუნდეთ, რომ ელემენტი შევსებულია, დამაკავშირებლები ხელუხლებელია და არ ხდება დენის გაჟონვა. ელექტრული გაუმართაობის დიაგნოსტიკამ შესაძლოა არასწორი შედეგები მოგვცეს, ამიტომ ჰიბრიდული სისტემის დიაგნოსტიკა წელიწადში ორჯერ მაინც აუცილებელი პროცედურაა. 

ჩვენს პლატფორმაზე ნებისმიერი მოდელის ავტომობილისთვის (მათ შორის Mercedes) სანდო მექანიკოსს ნებისმიერ დროს დაუკავშირდებით. მანქანის დიაგნოსტიკის ფასი ფიქსირებული არ არის, შესაბამისად, ინდივიდუალურ პირობებზე შეთანხმება სატელეფონო კონსულტაციის დროს შეგიძლიათ. 
ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკა + ელექტრიკი
eyeნანახი
ავტომობილის ელექტრონული დიაგნოსტიკა + ელექტრიკი

სრული ელექტრონული დიაგნოსტირება და ნებისმიერი ელექტრონული პრობლემის მოგვარება ნებისმიერ ავტომობილზე. მანქანის გამართვა. ინჟექტორების გარეცხვა. ჩვენთან მოგემსახურებათ გამოცდილ ხელოსანთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ავტომობილის შეკეთების ხარისხზე და რაც მთავარია ავტომობილის ჩაბარება მოხდება დათქმულ ვადებში. ასვე შესაძლებელია გამოძახებაც და აგილზე და დიაგნოსტირება ავტომობილის. ტერიტორიაზე გვყავს ყველა მიმართულების ხელოსანი. ასევე გაგიწევთ სატელეფონი კონსულტაციას 21.00 მდე . გვაქვს განვადებაც

ჩეკის პროგრამულად ჩაქრობამანქანის დიაგნოსტიკა გამოძახებითABS დიაგნოსტიკამანქანის ბოლზე შემოწმებამანქანის დიაგნოსტიკა თბილისში
სატვირთო ავტომობილების დიაგნოსტიკა პროგრამირება გამოძახებით
სატვირთო ავტომობილების დიაგნოსტიკა პროგრამირება გამოძახებით

- სატვირთო ავტომობილების სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა უახლესი კომპიუტერული აპარატურით და პროგრამებით. - კომპიუტერული სერვისები, როგორებიცაა მართვის ბლოკების პროგრამირება, სხვადასხვა ნაწილების შეცვლის შემდგომი კალიბრაცია, ადაპტაცია, განულება და სხვა. გვაქვს პროგრამები როგორც მსუბუქი სატვირთო, ასევე მძიმე სატვირთო ავტომობილებისთვის. ასევე ავტობუსებისა და მძიმე ტექნიკისთვის. ჩამონათვალს იხილავთ ქვემოთ CUMMINS,DACHAI,DAF,WABCO_ABS,KENWORTH,DFL,DS_USAFORD,FAWJIEFANG, FOTON,AUMAN,ALLISON,ASHOK_LEYLAND, ASTRA,HD_BENZ,BONLUCK,HD_BOSCH, BREMACH,CASE,HD_CATERPILLAR, CHAOCHAI,CREDO, DETROIT, DEUTZ, DOOSAN, ERF, FREIGHTLINER, FUSO, GOLDENDRAGON, HIGER, HINO, INTERNATIONAL, IRISBUS, IRIZAR, HD_ISUZU, HD_IVECO, JCB, JMC, MACHINERY, MAN, NATURE,NEOPLAN,PETERBILT, QUANCHAITY,RENAULT,SCR,SETRA, SITCAR,HD_STERLING,STEYR, HD_SUNLONG,SUNWIN,.HD_TATA, HD_VOLVO,WESTERN_STAR,JAC, MACK,SCANIA ,UTONG და სხვა...

ტრაილერის დიაგნოსტიკამანქანის დიაგნოსტიკა გამოძახებითჩეკის პროგრამულად ჩაქრობამანქანის ბოლზე შემოწმებამანქანის დიაგნოსტიკა თბილისში
სულ 15 რეზულტატი