ისტორიის რეპეტიტორი

59319 56 **
თბილისი
ფასი: შეთანხმებით
ისტორიის რეპეტიტორი

აღწერა

შეფასება
starstarstarstarstar

მიიღე მომსახურება? შეაფასე ნანა

მოგესალმებთ, მე გახლავართ სერტიფიცირებული, ისტორიის მასწავლებელი, სკოლაში მუშაობის 24 წლიანი და რეპეტიტორობის 27 წლიანი გამოცდილებით. მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის. ვარ მოტივირებული, მშრომელი, ენერგიული და საქმეზე ორიენტირებული მასწავლებელი. მუდმივად ვმუშაობ მოსწავლეებში მოტივაციიას ამაღლებაზე და ვცდილობ დავეხმარო მათ შესაძლებობების მაქსიმალურად გამოვლენაში. 27 წლიანი კარიერის მანძილზე არ მქონია არცერთი წარუმატებლობა და არ მყოლია არცერთი ჩაჭრილი მოსწავლე. რაც შეეხება უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას, იგი მოიცავს თემის განხილვას, მასალის დასწავლას, პრაქტიკულ სამუშაო სავარჯიშოებს, რუკებსა და ილუსტრაციებზე მუშაობასა და გარკვეულ თემებზე არგუმენტირებულ მსჯელობას. ყველა მოსწავლესთან მაქვს ინდივიდუალური მიდგომა მათი საჭიროებებიდან გამომდინარე. ყოველი თემის დასრულების შემდგომ მოსწავლეებს ვაწერინებს სასწავლო/სავარჯიშო ტესტებს. სასწავლო წლის ბოლოს, ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვვარჯიშობთ ეროვნული გამოცდის იდენტური ტესტებით და მოსწავლეებს უტარდებათ ტესტირება, რათა ისწავლონ გამოცდაზე დროის სწორი განაწილება. ამით ისინი ეცნობიან გამოცდის სპეციფიკასაც. გაკვეთილის ხანგძლივობა: 1 სთ 30 წთ-დან 2 სთ-მდე. მოსწავლეების რაოდენობა ჯგუფში: 4-5 მოსწავლე ჩვენი თანამშრომლობის მანძილზე გპირდებით უამრავ სიახლლეს, საინტერესო სამუშაო გარემოსა და სწავლების თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ სწავლებას. ცოტა რამ ჩემს შესახებ: დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ ისტორის მაგისტრი.

შეფასება
starstarstarstarstar
clock
ორშ / პარ
09:00 - 19:00

მდებარეობა

ზეემკა. წმინდა ბარბერეს უბანი.
user avatar servisebi.ge
ნანა
ფასი
შეთანხმებით
მსგავსი განცხადებები