ნიკოლოზ
0
+995 (579) 90 53 **
ისტორიის რეპეტიტორი

ისტორიის რეპეტიტორი

ID 14478
ორშაბათი / კვირა
24:00
25 28/08/2020

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. აგრეთვე ვარ ათამდე სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი. უახლოეს მომავალში გამოიცემა ჩემი მონოგრაფია. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი მეტწილად კეთდება არა ფაქტოლოგიაზე, არამედ კონკრეტული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ როგორც თანადროულ წყაროებს, აგრეთვე რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს. ეს ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, აგრეთვე საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილულ იქნება გაკვეთილზე. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, მაქვს წარსული გამოცდილება და მომზადებულმა აბიტურიენტებმა, მიიღეს მაღალი შეფასება, შესაბამისად, აბიტურიენტის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N13. ინდივიდუალურად - 120 ლარი. ჯგუფურად (მაქს. 4 აბიტურიენტი) - 100. შესაძლებელია მომზადება ადგილზე მისვლით (თანხის დამატებით) დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ ან მომწეროთ მითითებულ ფეისბუქ ანგარიშზე.

მისამართი:
თბილისი, ვაკე, ი. ჭავჭავაძის გამზირი N13
ფასი
100.00‎₾-დან

მსგავსი განცხადებები