მიიღე მომსახურება? შეაფასე ირაკლი
გთავაზობთ ეროვნული გამოცდებისთვის ისტორიაში მომზადებას. მეცადინეობის პროცესი მოსწავლისთვის იქნება საინტერესო და აქედან გამომდინარე შედეგიანიც. ვიყენებ არგუმენტირებული და ლოგიკური მსჯელობის მეთოდიკას, სხვადასხვა ვიზუალურ მასალას, კითხვა-პასუხებსა და შემაჯამებელ ტესტებს. აღნიშნული მეთოდიკა მოსწავლეს გარდა დამახსოვრებისა, საკითხის უკეთ გააზრებაში და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში ეხმარება. პ ი რ ო ბ ე ბ ი: მეცადინეობა ჩატარდება კვირაში 2-ჯერ, ინდივიდუალურად ან ჯგუფთან ერთად. ხანგრძლივობა: 3 სთ., ფასი: 120 ლარი. შესაძლებელია დისტანციური მეცადინეობა (მაქვს წარმატებული გამოცდილება) ც ო დ ნ ა-გ ა მ ო ც დ ი ლ ე ბ ა: ვარ ისტორიკოსი, არქეოლოგიის დოქტორი, ვატარებ სასემინარო მეცადინეობებს არქეოლოგიის საგნებში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თბილისის და უჯარმის არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი. შ ე დ ე გ ი ა ნ ო ბ ა: აბიტურიენტებთან მუშაობის წარმატებული გამოცდილება მაქვს. ყველა მოსწავლემ მიიღო უმაღლესი ქულები, გამონაკლისის გარეშე (მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო, ბოლო ორი წელი დისტანციურად გვიწევდა მუშაობა). მიმდინარე და მომავალ წელს თქვენ გაქვთ შანსი საკმაოდ ნორმალურ ფასად და ხარისხიანად მოემზადოთ ეროვნული გამოცდებისთვის.