Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

რბილი ავეჯის ქიმწმენდა

რბილი ავეჯის ქიმწმენდა არის პროცესი, რომლის საშუალებითაც იწმინდება თქვენი ავეჯის ქსოვილი.  ეს მოიცავს რბილი ავეჯის გასუფთავებას მტვრის, ცხიმის ან სხვა ტიპის ლაქებისგან და ცხოველის ბეწვისგან. ქიმწმენდის შემდგომ, ავეჯს შორდება უსიამოვნო სუნი და ქსოვილი უბრუნდება პირვანდელ იერსახეს. რბილი ავეჯი ხშირად თვალით უხილავ ჭუჭყს აგროვებს, შესაბამისად, ქიმწმენდა უმჯობესია, ჩატარდეს წელიწადში 1-2 ჯერ. ქიმწმენდის პროცესში გამოიყენება ანტიალერგიული ხსნარები, რაც იცავს ავეჯის ქსოვილს დაზიანებისგან. გარდა ამისა, ქიმწმენდის პროცესი ანადგურებს ბაქტერიების 99.9 %, რაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში.
პრემიუმი
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება
pin თბილისი
ქიმწმენდის აპარატის გაქირავება

ქირავდება ქიმწმენდის აპარატი, ადგილზე მიტანის სერვისსით. ფასი: 4სთ- 50₾ 24სთ-80₾ შეგიძლიათ გაწმინდოთ: ✅ რბილი ავეჯი ✅ სავარძლები ✅ სკამები ✅ მატრასები/ლეიბები ✅ რბილი იატაკი ✅ ხალიჩები ✅ მანქანის სალონი აპარატს ამოყავს სიღრმისეულად ჭუჭყი, მიკრობები, მტვერი და ლაქები. რბილ ავეჯს უტარდება სრული დეზინფექცია. წმენდა ხდება ანტიალერგიული, ხსნარებით ✅ რომელიც უსაფრთხოა ცხოველებისთვის და ბავშვებისთვის ✅ არ აუხეშებს მატერიას, არ ტოვებს უსიამოვნო სუნს. ასევე გვაქვს მომსახურების სერვისიც! ჩვენი პროფესიონალთა გუნდა თავად გაწმინდავს თქვენს რბილ ავეჯს. რბილი ავეჯის ქიმწმენდა / ავტომობილის ქიმწმენდა / რბილი ავეჯის ქიმწმენდის აპარატის გაქირავება / ორთქლის აპარატის გაქირავება / მანქანის ქიმწმენდა / ავეჯის ორთქლით წმენდა .

profile avatar
ქიმწმენდის აპარატი
star icon 5.0 (8)
video icon 2
პრო
რბილი ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით
რბილი ავეჯის ქიმწმენდა ორთქლით

რატომ უნდა აირჩიოთ ჩემი სერვისი? მინიმუმ 3 მიზეზის გამო: 1) არ ვიყენებ ძლიერ და მავნე ქიმიურ ხსნარებს, რომლებიც იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. ლაქების მოსაშორებლად ვიყენებ თანამედროვე Kärcher ორთქლის გამწმენდს, რომელიც თბება 150 გრადუსამდე, აშორებს ღრმა ლაქებს და ანადგურებს ყველა სახის ბაქტერიას, მხოლოდ წყლის გამოყენებით, სრულიად უსაფრთხოა. ფოტო გალერეა შეგიძლიათ ნახოთ ჩემს პროფილში. 2) არ ვიყენებ იაფფასიან ჩოთქებს, რომლებსაც შეუძლიათ ავეჯის ზედაპირის დაზიანება. 3) ავეჯს ვწმენდ არამხოლოდ ზედაპირულად, არამედ იმ დეტალებშიც, სადაც ყველაზე მეტი მტვერია, რომლის შესახებაც მომხმარებელმა შეიძლება არც იცოდეს. კმაყოფილი და ბედნიერი მომხმარებელი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია!

star icon 5.0 (2)
video icon 6

რბილი ავეჯის გაწმენდა

რბილი ავეჯის გაწმენდა რეგულარულად, ავეჯს უნარჩუნებს პირვანდელ სახეს და ახანგრძლივებს მის გამოყენებას. გარდა პროფესიონალების დახმარების, რბილი ავეჯის წმენდა შესაძლებელია ჩატარდეს სახლის პირობებშიც. მტვრის და უხილავი ნაწილაკების  მოსაშორებლად, რომელიც ავეჯის ქსოვილშია ჩამჯდარი გამოიყენეთ მტვერსასრუტის შესაბამისი ფუნჯი ან თავაკი. არ გამოიყენოთ ქიმიური საშუალებები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის დაზიანება. უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ საწმენდ საშუალებებს, როგორიცაა სოდა ან ძმარი. ლაქების გაჩენისთანავე ეცადეთ მომენტალურად გაწმინდოთ ქსოვილი, მომავალში ჩამჯდარი ლაქების თავიდან ასაცილებლად. რბილი ავეჯის გაწმენდის შემდეგ, ავეჯის ზედაპირი კარგად გააშრეთ უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად. 
პრო
ქიმწმენდის და ორთქლის აპარატის გაქირავება
ქიმწმენდის და ორთქლის აპარატის გაქირავება

ქირავდება ქიმწმენდის აპარატი გერმანული წარმოების. გამოიყენება სახლის პირობებში ხალიჩების და დივნების, ასევე ავტომობილის სალონის ქიმწმენდისათვის. არის ძალიან ეფექტური. ფასი - 24 საათი 70 ლარი, რომელშიც შედის მიტანის სერვისი. თქვენი ტრანსპორტირების შემთხვევაში ფასი იქნება 60 ლარი. საჩუქრად მოყვება 1 ლიტრი ხსნარი. გვაქვს ასევე კერხერის ფირმის ორთქლის აპარატი, რომელიც გამოიყენება სახლის პირობებში ნებისმიერი მყარი ზედაპირის (კაფელი, მეტლახი, პარკეტი, შუშა და ა.შ.) დასამუშავებლად. აშორებს დაგროვებულ ნადებს და ჟანგებს. მოყვება კერხერის ფირმის მინების საწმენდი აპარატი უფასოდ. ფასი - 24 საათი 80 ლარი, რომელშიც შედის მიტანის სერვისი. თქვენი ტრანსპორტირების შემთხვევაში ფასი იქნება 60 ლარი.

video icon 1
პრო
ქიმწმენდის აპარატი
ქიმწმენდის აპარატი

სისუფთავე, რომელსაც თვალითაც დაინახავთ და იგრძნობთ! ქიმწმენდის აპარატის გაქირავება ადგილზე მიტანის სერვისით! გსურთ სუფთა, განახლებული და სასიამოვნო გარემო ზედმეტი ხარჯების გარეშე? ჩვენი ქიმწმენდის აპარატი დაგეხმარებათ რბილი ავეჯის, მატრასების, ხალიჩებისა და ავტომობილის სალონის საფუძვლიან გაწმენდაში. გაქირავების ფასები: ? 4 საათი — 50 ₾ ? 24 საათი — 70 ₾ აპარატს მოგაწვდით ადგილზე!(თბილისის შიდა უბნებში უფასოდ!) ✅ რისი გაწმენდა შეგიძლიათ? • დივნები და რბილი ავეჯი • სავარძლები და სკამები • მატრასები და ლეიბები • ხალიჩები და რბილი იატაკის საფარი • ავტომობილის სალონი რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი აპარატი? ✔️ ეხმარება ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყისა და ლაქების მოცილებაში ✔️ ასუფთავებს ქსოვილის ბოჭკოებს და აშორებს დაგროვილ მტვერს ✔️ გამოიყენება სპეციალური ანტიალერგიული საწმენდი ხსნარები ✔️ ხსნარები შერჩეულია ბავშვებისა და შინაური ცხოველების გარემოს გათვალისწინებით — გამოყენების ინსტრუქციის დაცვის პირობით ✔️ სწორი გამოყენებისას ხელს უწყობს ქსოვილის მოვლას და უსიამოვნო სუნის შემცირებას არ გსურთ თავად წმენდა? ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე! გთავაზობთ პროფესიონალურ მომსახურებას — ჩვენი გუნდი თავად მოვა და საფუძვლიანად გაწმენდს თქვენს ავეჯს ან ავტომობილის სალონს. ჩვენი მომსახურება: ✅ რბილი ავეჯის ქიმწმენდა ✅ ქიმწმენდის აპარატის გაქირავება ✅ ორთქლის აპარატის გაქირავება ✅ ავეჯის ორთქლით წმენდა დაგვიკავშირდით დასაჯავშნად! აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და დაუბრუნეთ თქვენს სახლსა თუ ავტომობილს სისუფთავე და სიახლე. ✨

ავეჯის ქიმწმენდა / გაქირავება
ავეჯის ქიმწმენდა / გაქირავება

1. რბილი ავეჯის ქიმწმენდა, როგორც სპეციალური ქიმწმენდის აპარატით, ისე ორთქლის აპარატით. 2. ასევე ვაქირავებთ ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატს; თითოს ფასი: 24სთ-50₾; ორივეს ერთად ქირაობის შემთხვევაში: 24სთ-80₾ ხდება აპარატის ადგილზე მიტანა. გთავაზობთ: ✅ რბილი ავეჯის ✅ სკამების ✅ მატრასების/ლეიბების ✅ რბილი იატაკის ქიმიურ წმენდას ✅ ჩამოსაკიდი/დაფიქსირებული ხალიჩების ✅ მანქანის სალონი საშუალო ფასებია: სკამი - 5 ლარი სავარძელი - 10 ლარი ორადგილიანი დივანი - 50 ლარი სამადგილიანი დივანი - 70 ლარი კუთხის დივანი - 100 ლარი დივნის ბალიშები - 3 ლარი ერთადგილიანი მატრასი - 50 ლარი ორადგილიანი მატრასი - 80 ლარი დანარჩენი დეტალების შეფასება ადგილზე ხდება ინდივიდუალრად.

ქირავდება კერხერის  ქიმწმენდის და ორთქლის აპარატი
ქირავდება კერხერის ქიმწმენდის და ორთქლის აპარატი

აქციე სისუფთავე მარტივ საქმედ! – ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატების გაქირავება. გსურთ თქვენი ავეჯი, ხალიჩები ან მანქანის სალონი ახალივით ბზინავდეს? დაზოგეთ თანხა და გააკეთეთ ეს თავად, ან გვანდეთ საქმე ჩვენ! აპარატების გაქირავების ტარიფები: ქიმწმენდის აპარატი (პროფესიონალური ექსტრაქტორი): - 5 საათი – 60 ლარი - 24 საათი – 80 ლარი ორთქლის აპარატი: - 5 საათი – 50 ლარი - 24 საათი – 60 ლარი სპეციალური შეთავაზება: ორივე აპარატის ერთად ქირაობის შემთხვევაში, ადგილზე მიწოდება სრულიად უფასოა, ხოლო ერთის ქირაობის შემთხვევაში თბილისის მაშტაბით მიწოდება და წამოღება 20 ლარი. გსურთ, საქმე პროფესიონალებს მიანდოთ? თუ დრო არ გაქვთ ან თავად არ გსურთ წმენდა, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ! * ვწმენდთ და ვასუფთავებთ: დივნებს, სავარძლებს, ხალიჩებსა და სხვა რბილ ავეჯს. * წმენდისას ვიყენებთ სპეციალურ ანტიბაქტერიულ ხსნარებს, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ ჰიგიენასა და უსაფრთხოებას. * ფასი: შეთანხმებით (დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და ავეჯის ტიპზე). დაგვიკავშირდით და დაჯავშნეთ თქვენთვის სასურველი დრო!

მომხმარებლის შეფასებები

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
ანა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

ძალიან სწრაფი სერვისი, აპარატიც ძალიან კარგად გამოვიყენე, 100% რეკომენდაცია

ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება სურათი
ქიმწმენდისა და ორთქლის აპარატის გაქირავება
მარიამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 კვირის წინ

ძალიან კმაყოფილი ვარ მომსახურებით! ყველაფერი სწრაფად, ხარისხიანად და პროფესიონალურად შესრულდა. გირჩევთ ყველას, ვისაც სან...

რბილი ავეჯის ქიმწმენდა სურათი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
გურამი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

მადლობა გაწეული დახმარებისთვის არ ველოდი ესე სწრაფ რეაგირებას 10-10

რბილი ავეჯის ქიმწმენდა სურათი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ნინო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 კვირის წინ

ამ სფეროში რეკომენდაციას გიწევთ, მართლა მომეწონა თქვენი ნამუშევარი, მადლობა.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა სურათი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ინგა გაგუა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

ვუწევ რეკომენდაციას ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით, საჭიროების შემთხვევაში ისევ მოვიწვევ.

რბილი ავეჯის ქიმწმენდა სურათი
რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ირინა
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
1 თვის წინ

გირჩევთ ყველას დუდუს მომსახურეობას, ხარისხიანი შესრულებისთვის 100 ქულა, მადლობა

რბილი ავეჯის ქიმწმენდა - რა უნდა იცოდე თუ რბილი ავეჯის გაწმენდა გჭირდება

რბილი ავეჯიქ ქიმწმენდა არის პროცესი, რომლის საშუალებითაც იწმინდება თქვენი ავეჯის ქსოვილი. რბილი ავეჯი სუფთავდება მტვრის, ცხიმის ან სხვა ტიპის ლაქებისგან და ცხოველის ბეწვისგან. შორდება უსიამოვნო სუნი და ავეჯი იძენს პირვანდელ იერს. მიუხედავად იმისა, რომ ააგებთ სახლს ყოველდღიურად, დამატებით, გენერალური დასუფთავებისთვის იყენებთ დამლაგებლის მომსახურებას, ბაქტერიები და თვალისთვის უხილავი ჭუჭყი მარტივად ჯდება ავეჯის ზედაპირებზე.  ქიმწმენდის პროცესი ანადგურებს ბაქტერიების 99.9 %-ს რაც, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში. რბილი ავეჯის ქიმწმენდის პროცესში ქსოვილის შესაბამისად, გამოიყენება ქიმწენდისთვის საჭირო სხვადასხვა საშუალებები.

რა უპირატესობა აქვს რბილი ავეჯის ქიმწმენდას ?

რბილი ავეჯის ქიმწმენდა, უზრუნველყოფს ავეჯის ქსოვილის ძირეულ წმენდას, (ავეჯის ქიმწმენდის ლინკი ჩავსვათ)რაც გამოარჩევს მას რიგი უპირატესობებით ავეჯის გაწმენდის სხვა მეთოდებისგან. ესენია: რას მოიცავს რბილი ავეჯის ქიმწმენდის პროცესი ?

ავეჯის ქიმწმენდის დროს, პირველ რიგში, ხდება ქსოვილის ტიპის და მდგომარეობის შეფასება. ამის შემდეგ, იწყება შესაბამისი ქიმიური საშუალებების და ტექნიკის გამოყენება. პროცესის დასრულების შემდეგ აუცილებელია, ავეჯის ქსოვილი კარგად გაშრეს, რათა თავიდან ავიცილოთ არასასურველი სუნის და ობის გაჩენა.

როგორ ხდება რბილი ავეჯის გაწმენდა სახლის პირობებში ისე რომ ქსოვილი არ დაზიანდეს ?

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ თავად მოახდინოთ რბილი ავეჯის გაწმენდა რეგულარულად, შეგიძლიათ ავეჯის წმენდის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოთ.  5 ხრიკი რბილი ავეჯის წმენდის გასამარტივებლად სახლის პირობებში რამდენ ხანში ერთხელ უნდა ჩატარდეს რბილი ავეჯის ქიმწმენდა ?

რბილი ავეჯის ქიმწმენდა, მათ შორის დივანის ქიმწმენდა, რეკომენდებულია ჩატარდეს 6-12 თვეში ერთხელ მაინც. თუმცა, თუ კონკრეტული ავეჯი ხშირად მოიხმარება ან სახლში გყავთ შინაური ცხოველები, მცირეწლოვანი ბავშვები, სასურველია, ავეჯის ქიმწმენდა, მათ შორის, მატრასების, მატრასების უფრო მცირე ინტერვალით ჩატარდეს. რბილი ავეჯის ქიმწმენდა არამხოლოდ სისუფთავეს უნარჩუნებს მას, არამედ თქვენს ინტერიერს ხდის სუფთას და მოწესრიგებულს.ქიმწმენდის პროცესში მიმდინარეობს ავეჯის ორთქლით წმენდა და დამუშავება, რაც აშორებს ქსოვილის ღრმა ფენებში ჩამჯდარ ჭუჭყს. 
 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

არის თუ არა რბილი ავეჯის ქიმწმენდის პროცესი უსაფრთხო ბავშვების და შინაური ცხოველებისთვის ?

ავეჯის ქიმწმენდის პროცესში გამოიყენება ისეთი ჰიპოალერგიული და ეკოლოგიურად უსაფრთხო საშუალებები, რომელიც არ იწვევს ალერგიას და არ ქმნის საფრთხეს შინაური ცხოველისა თუ ბავშვებისათვის. 

როდისაა უკეთესი ავეჯის ქიმწმენდა, ზაფხულში თუ ზამთარში ?

რბილი ავეჯის ქიმწმენდა შეგიძლიათ ნებისმიერ სეზონზე. ზაფხულში ქსოვილი უფრო სწრაფად შრება, ხოლო ზამთარში საჭიროა ოთახის კარგად განიავება, რომ თავიდან აიცილოთ ავეჯის ტენიანობის პრობლემები.

რამდენ ხანს გრძელდება რბილი ავეჯის ქიმწმენდა ?

რბილი ავეჯის ქიმწმენდის დრო დამოკიდებულია ავეჯის ზომაზე და ქსოვილის ტიპზე. უმეტესად, ეს პროცესი 1- 3 საათი გრძელდება. 

აზიანებს თუ არა ქიმწმენდა რბილ ავეჯს ?

არა, პროცესი თქვენს ავეჯს არ აზიანებს. მთავარია, შეარჩიოთ პროფესიონალები, რომლებიც სასურველ მომსახურებას ხარისხიანად შეასრულებენ.

რამდენად ხშირად უნდა მოხდეს რბილი ავეჯის გაწმენდა ?

რბილი ავეჯის ქიმწმენდა სასურველია, ჩატარდეს წელიწადში ორჯერ მაინც. თუმცა, ეს ციფრი იცვლება ავეჯის მოხმარების, ლაქების არსებობის და სხვა საჭიროებებიდან გამომდინარე.