მიიღე მომსახურება? შეაფასე მომზადება ისტორიაში
გთავაზობთ მომზადებას ისტორიის 2022წლის ეროვნული და მასწავლებლის გამოცდებისთვის. ვარ მაგისტრი, უფროსი პედაგოგი 5 წლიანი გამოცდილებით და საგნობრივი კომპეტენციის დადასტურებით. სასწავლო პროცესი არის მრავალფეროვანი. ვიყენებთ რუკებს, ილუსტრაციებს, წყაროებს, ვიდეო-აუდიო მასალებს და სხვ. ასევე, უახლესს ტესტურ გამოცემებს, ყოველი მეცადინეობისთვის მოსწავლეებს შეთავაზებული ექნებათ თემატიკასთან დაკავშირებული ეროვნული გამოცდის შესაბამისი ტესტი. გაკვეთილების ჩატარება შესაძლებელია სახლში მიღებით ან დისტანციურად(ბოლო ორი წლის განმავლობაში მეცადინეობები მიმდინარეობდა დისტანციურად, ვიყენებ classroom-ს მარტივი კომუნიკაციისთვის, მოსწავლეთა შედეგებს შორის სხვაობა არ არის დისტანციური სწვალებისას). ფასი : 1 მეცადინეობა - 30 ლარი, ჯგუფური მეცადინეობის შემთხვევაში ფასი 25 ლარი.