აბიტურიენტების ისტორიაში მომზადება

59349 21 **
თბილისი
ფასი: 130.00₾
აბიტურიენტების ისტორიაში მომზადება

აღწერა

შეფასება
starstarstarstarstar

მიიღე მომსახურება? შეაფასე ირაკლი

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. მოკლედ ჩემს შესახებ: დასრულებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, ხოლო ამჟამად ვარ ამავე უნივერსიტეტის ახალი და უახლესი ისტორიის დოქტორანტი და ვმუშაობ სადისერტაციო თემაზე. ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა; მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება; სასწავლო პროცესის შესახებ: გაკვეთილების ხანგრძლივობა ლიმიტირებული არ არის და რამდენი ხანიც საჭიროა, იმდენ ხანს გაგრძელდება; სასწავლო პროცესი არ იქნება დამღლელი - გაკვეთილები ჩატარდება მოსწავლისთვის საინტერესო და წამახალისებელი მეთოდებით, დაგხვდებათ მაქსიმალურად მეგობრული გარემო; განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლის მსჯელობა-ანალიზის გაუმჯობესებას და ფაქტობრივი ცოდნის გაღრმავებას; სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე მუშაობას დავიწყებთ ეროვნულ გამოცდებზე შეტანილი სავარჯიშოების დამუშავებას, ხოლო თითოეული თავის გავლის შემდეგ, ჩატარდება შემაჯამებელი წერა; ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამას დავასრულებთ გამოცდებამდე 1.5 თვით ადრე და დარჩენილი დრო, მხოლოდ საგამოცდო პროგრამის გამეორებას და ეროვნული გამოცდების ფორმატის გამოცდებს დაეთმობა; სასწავლო პროცესის დაწყებამდე, თითოეულ აბიტურიენტთან მექნება გასაუბრება, სადაც განვიხილავთ სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან დეტალს. მისამართი: თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა (სუპერმარკეტ ზღაპრის ვაზისუბნის ფილიალთან, მეტრო ვარკეთილთან ახლოს);

აღწერა

შეფასება
starstarstarstarstar

მიიღე მომსახურება? შეაფასე ირაკლი

clock
ორშ / პარ
13:00 - 20:00
შაბათი
12:00 - 19:00
კვირა
12:00 - 19:00

მდებარეობა

თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა 12
user avatar servisebi.ge
ირაკლი
ფასი
130.00
მსგავსი განცხადებები