მიიღე მომსახურება? შეაფასე ირაკლი
მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიის ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის. მოკლედ ჩემს შესახებ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ახალი და უახლესი ისტორიის სპეციალობით; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სადოქტორო პროგრამის ისტორიის (ახალი და უახლესი ისტორიის) მოქმედი დოქტორანტი; ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა; სასწავლო პროცესის შესახებ: გაკვეთილების ჩატარების ხანგრძლივობა - 1.5 - 2 საათი (დროში ლიმიტირებულები არ ვიქნებით და თუ საჭიროება მოითხოვს, გაკვეთილი უფრო დიდხანსაც ჩატარდება); გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც (შეთანხმების მიხედვით); სასწავლო პროცესი არ იქნება დამღლელი - გაკვეთილები ჩატარდება მოსწავლისთვის საინტერესო და წამახალისებელი მეთოდებით; სასწავლო პროცესის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლის მსჯელობა-ანალიზის გაუმჯობესებას; სასწავლო პროცესის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნის გაღრმავებას; ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროგრამას დავასრულებთ გამოცდებამდე 1.5 თვით ადრე და დარჩენილი დრო, მხოლოდ საგამოცდო პროგრამის გამეორებას და ეროვნული გამოცდების ფორმატის გამოცდებს დაეთმობა; მისამართი: თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა (სუპერმარკეტ ზღაპრის ვაზისუბნის ფილიალთან, მეტრო ვარკეთილთან ახლოს); ტელეფონი: 593 49 21 80; დავამატებ, ასევე - ვარ ვაქცინირებული