განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ელექტრიკი

ელექტრიკი არის  პროფესიონალი ტექნიკოსი, რომელიც გვეხმარება დავამონტაჟოთ ან შევაკეთოთ ელექტრო სისტემები. ის უზრუნველყოფს ელექტრო ენერგიის უსაფრთხო და საიმედო მიწოდებას საცხოვრებელ, კომერციულ და ინდუსტრიულ სივრცეებში.
პროფესიონალ ელექტრიკოსებს აქვთ ტექნიკური ცოდნა და გამოცდილება, რათა შეამოწმონ და დაარეგულირონ ელექტრო გაყვანილობა, განახორციელონ ახალი ელექტრო სისტემების მონტაჟი და შეცვალონ დაზიანებული ან მოძველებული კომპონენტები.
ელექტრიკის ძირითადი მოვალეობები მოიცავს ელექტრო გაყვანილობის დაყენებას,ძველი ელექტრო ქსელის დემონტაჟს, შტეფსელის და ჩამრთველების  მონტაჟს, მრიცხველების დაყენებას და სხვადასხვა საოჯახო ელექტრო სამუშაოებს.  პროფესიონალი ელექტრიკი დაგეხმარებათ მოაგვაროთ ელექტროობის ნებისმიერი პრობლემა დროულად და უსაფრთხოდ, რაც უზრუნველყოფს თქვენი სახლის ან ოფისის ელექტრო სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებას.

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ელექტრო მომსახურება ფრანგული გამოცდილებით და ლიცენზიით

გთავაზობთ ხარისხიან და პროფესიონალურ ელექტრო მომსახურებას, როგორც ბინებსა და სახლებში, ასევე კომერციულ ფართებში. - ელექტროობის დაქსელვა და ახალი გაყვანილობის მონტაჟი - ელექტრო პრობლემების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა - ავტომატების ყუთის (ელექტრო ფარის) აწყობა და მონტაჟი - ჭაღებისა და სანათების დამონტაჟება - შტეფსელებისა და ჩამრთველების მონტაჟი - არსებული ელექტრო სისტემის მოწესრიგება და განახლება ✅ ფრანგული გამოცდილება ✅ ლიცენზირებული სპეციალისტი ✅ ხარისხიანი და უსაფრთხო შესრულება ✅ პასუხისმგებლიანი და სუფთა სამუშაო დაგვიკავშირდით კონსულტაციისა და სამუშაოს შესაფასებლად.

ბექა
შეფასება 5.0 , 5 შეფასება
1 ვიდეო
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ელექტრიკოსი

შევასრულებ შიდა და გარე ელექტროობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმეს რეალურ ფასად.

დავითი
შეფასება 5.0 , 4 შეფასება
პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი

გჭირდებათ უსაფრთხო და საიმედო ელექტროგაყვანილობა? გთავაზობთ ელექტროგაყვანილობის პროფესიონალურ მონტაჟს თბილისში, უმაღლესი სტანდარტების სრული დაცვით! ბინის რემონტი თუ ახალი ობიექტის მშენებლობა იწყება ხარისხიანი და უსაფრთხო ელექტროობით. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ თქვენი ქსელი იყოს მაქსიმალურად დაცული და გამართულად ემსახუროს თქვენს სახლს წლების განმავლობაში. რას მოიცავს ჩვენი სერვისი? • ობიექტის სრული დაქსელვა (ბინები, აგარაკები, კომერციული ფართები); • ელექტროფარის (შიტის) პროფესიონალური აწყობა; • როზეტების, ორმაგი (რევერსული) ჩამრთველებისა და განათების წერტილების მონტაჟი; • ძველი, დაზიანებული ქსელის შეცვლა და სრული განახლება. აარიდეთ თავი ძაბვის მერყეობასა და მოკლე ჩართვის რისკებს — გვანდეთ საქმე პროფესიონალებს! დაგვიკავშირდით ახლავე და დაჯავშნეთ ვიზიტი! ვემსახურებით თბილისის მასშტაბით.

გიორგი
პრო

ელექტრიკოსი

ვასრულებ ყველა სახის ელექტრო სამუშაოს: • ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი და შეკეთება • როზეტებისა და ჩამრთველების მონტაჟი • განათებისა და სანათების დამონტაჟება • ელექტრო ფარისა და ავტომატების მოწესრიგება • ელექტრო დაზიანების აღმოჩენა და აღმოფხვრა • ახალი ელექტრო ხაზების გაყვანა • ბინის, სახლისა და ოფისის ელექტრო სამუშაოები 24 საათიანი მომსახურება — კვირის ნებისმიერ დღეს

პრო

კვალიფიციური ელექტრიკი გამოძახებით

შევასრულებ ნებისმიერი სირთულის ელექტროგაყვანილობის მონტაჟს ბინებში, კერძო სახლებსა და ოფისებში, დამცველების ფარის გაანგარიშებასა და მონტაჟს სტანდარტების დაცვით და გარანტირებული ხარისხით. ხარისხიანი ელექტრო გაყვანილობა თქვენი სიმშვიდის გარანტიაა. ასევე ვასრულებ ცალკეული დაზიანებული როზეტებისა და ჩამრთველების დემონტაჟს და ახლის მონტაჟს, ბრებისა და ჭაღების დაყენება. რევერსიულად მომუშავე სანათების მონტაჟს, ჩვეულებრივი და რევერსიული ძრავების კონტაქტორების და სამართავი ღილაკების შეცვლას და მონტჟს.

სერვის + შეფასება 5.0 , 51 შეფასება
პრო

ელექტრო ინჟინერია

ჩვენი ჯგუფი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ხელოსნებით. მათ გააჩნიათ სათანადო განწყობა და პატიოსნება საქმის მიმართ.

პრო

ელექტრიკოსი გამოძახებით

სერტიფიცირებული ელექტრიკოსი გთავაზობთ ნებისმიერი სირთულის ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებს, როგორც გარემონტებელ, ისე სარემონტო ბინებსა თუ კერძო სახლებში (ასევე, კომერციულ ფართებში). ვიყენებ თანამედროვე ხელსაწყო/აპარატებს და სამუშაოებს ვასრულებ სწრაფად და ხარისხიანად. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებასა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დამიკავშირდეთ.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება

ელექტრიკოსი

ელექტრიკოსი ყველაზე მარტივად ჩვენს ვებგვერდზე servisebi.ge-ზე შეგიძლიათ მოიძიოთ. გამოცდილი ტექნიკოსები გვთავაზობენ ელექტრო სამუშაოებს საქართველოს მასშტაბით. თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და  სხვა ქალაქებში. შეგიძლიათ ისარგებლოთ პროფესიონალი ელექტრიკოსის მომსახურებით ყველაზე მარტივად, მისაღებ ფასად. 
  მომსახურებისა და მდებარეობის მრავალფეროვნება უზრუნველყოფს ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემების დროულ და ხარისხიან მოგვარებას, არ აქვს მნიშვნელობა გჭირდება გაყვანილობების მონტაჟი, ელექტრო სისტემების გამოცვლა, სანათების და ჩამრთველების მონტაჟი თუ სხვა მომსახურება, ელექტრიკოსი თქვენი საჭიროებების და მოთხოვნების შესაბამისად  ყველაზე მარტივად შეგიძლიათ შეარჩიოთ. ისარგებლეთ პროფესიონალების მომსახურებით, დაიცავით უსაფრთხოება და ისიამოვნეთ გამართული ელექტრო სისტემებით ხანგრძლივად.
პრო

კვალიფიციური ელექტრიკი

ელექტრო სამუშაოები – სწრაფად, ხარისხიანად და უსაფრთხოდ! გთავაზობთ ყველა სახის ელექტრო მომსახურებას: ✅ ელექტრო გაყვანილობის მონტაჟი და შეცვლა ✅ ავარიების სწრაფი აღმოფხვრა ✅ ავტომატური ამომრთველებისა და ფარის მონტაჟი ✅ როზეტებისა და ჩამრთველების დაყენება/შეცვლა ✅ სანათებისა და ჭაღების მონტაჟი ✅ ახალი ბინისა და სახლის სრული ელექტროობა ✅ დაზიანების დიაგნოსტიკა და შეკეთება ✔️ პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო ✔️ მისაღები ფასები ✔️ სწრაფი გამოძახება თქვენი უსაფრთხოება იწყება ხარისხიანი ელექტროობით!

პრო

ელექტრიკოსი

გთავაზობთ 220-380v ელექტრო დაზიანების აღდგენას, ახალი გაყვანილობის დაქსელვას ნახაზების მიხედვით, სანათების გამოცვლა /დამონტაჟებას (ბრა-ლუსტრა), ასევე სახლის ოფისის დაპროექტებას ელექტრო სქემის მიხედვით.

შეფასება 5.0 , 1 შეფასება
ვერიფიცირებული პრო

ელექტრო-სამონტაჟო მომსახურება

გთავაზობთ ელექტრიკოსის მომსახურებას: შიდა დაქსელვა, გარე დაქსელვა, დაზიანებული კაბელების გამოცვლა, ელექტროობის მონტაჟი.

ვერიფიცირებული პრო

ელექტრიკოსი

პროფესიონალი ელექტრიკოსი მრავალწლიანი გამოცდილებით გთავაზობთ სხვადასხვა სახის ელექტროგაყვანილობის მონტაჟს: ელექტროსადენების გაყვანას, ელექტროდიაგნოსტიკას, მრიცხველების მონტაჟს, ელ.დაპროექტებას, დამიწების კონტურის აწყობას, სხვადასხვა სახის დაზიანების აღდგენას, ჭაღების, ბრების, სანათების მონტაჟს, ძველი და ახალი ჩამრთველ-გამომრთველების დემონტაჟ-მონტაჟს, ელექტრო ფარის აწყობას.

პრო

ელექტრიკი

ვასრულებ ყველა სახის ელექტრო მომსახურეობას. ვამონტაჟებ: ჭაღებს, ბრებს, სანათებს, შიდა და გარე გაყვანილობებს, საამქროებს, ოფისებს, კორპუსებს, სპორტულ მოედნებს, გასართობ ცენტრებს. გთავაზობთ ძველი და ახალი ჩამრთველ-გამომრთველების მონტაჟ-დემონტაჟს, ავტომატების აწყობას, ფარებისა და კარადების აწყობას. მაქვს 30 წლიანი კვალიფიციური გამოცდილება. მოგემსახურებით თბილისსა და რუსთავში ნებისმიერ დროს.

შეფასება 5.0 , 36 შეფასება
პრო

ელექტრიკოსის მომსახურება

24/7 გთავაზობთ ელექტრიკოსის მომსახურებას, უმოკლეს ვადაში, უმაღლესი ხარისხით. ელ. ჩამრთველის, როზეტის შეცვლა / მონტაჟი, ბრის / ჭაღის შეცვლა / მონტაჟი, ელ. ავტომატის შეცვლა / მონტაჟი, ელექტრული გაყვანილობის გაყვანა (დაქსელვა), წვრილი ელექტრო ტექნიკის შეკეთება და სხვა.

ვერიფიცირებული

ელექტრიკი, ელექტრო სამონტაჟო სამუშაო

მომსახურებას როგორც ბინებსა და კერძო სახლებში, ასევე კომერციულ ობიექტებსა და საწარმოებში. სამუშაოები სრულდება თანამედროვე სტანდარტების (IEC/ГОСТ), უსაფრთხოების ნორმებისა და ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით. ჩვენი მომსახურება მოიცავს: დაქსელვა და მონტაჟი: შავი კარკასის სრული დაქსელვა (ჰორიზონტალური/ვერტიკალური სწორი მარშრუტებით), გოფრესა და კაბელების გაყვნა ელექტროფარების აწყობა: შემავალი ავტომატების, უზოების (RCD), ძაბვის დამცავი რელეების, ტაიმერებისა და ფაზური დაცვის სისტემების პროფესიონალური აწყობა და დაბალანსება. წერტილების მონტაჟი: შტეფსელების, ჩამრთველების .განათებებისა და LED განათების სისტემების ინსტალაცია. სპეციალური მოწყობილობები: ელექტრომობილის დამტენების (32A+), ძლიერი ტექნიკური დანადგარებისა და სამფაზიანი სისტემების შეერთება-დაცვა. დიაგნოსტიკა და აღდგენა: ძველი გაყვანილობის შეცვლა, დაზიანებული ხაზების აღდგენა.

მომხმარებლის შეფასებები

კვალიფიციური ელექტრიკი გამოძახებით

შეფასების ავტორი: ირინა

უღრმესი მადლობა ბატონ პაატას და მის დამხმარეს შესრულებული სამუშაოსთვის, პროფესიონალიზმთან ერთად გამოირჩევიან საქმისადმი...

ელექტრიკოსი

შეფასების ავტორი: მახო

მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ რამაზის გაწეული შრომისთვის! სახლში თავიდან გაგვიყვანეს მთლიანი ელექტრო ქსელი ...

ელექტრო მომსახურება ფრანგული გამოცდილებით და ლიცენზიით

შეფასების ავტორი: ნინო

იშვიათად შემხვედრია ასეთი პასუხისმგებლიანი და კეთილსინდისიერი ხელოსანი. თავისი საქმე ძალიან კარგად იცის, მუშაობს სწრაფად...

ელექტრიკოსი

შეფასების ავტორი: თემო

სწრაფად და ხარისხიანად შესრულებული სამუშაო, ჩემი რეკომენდაცია დავითს

ელექტრო მომსახურება ფრანგული გამოცდილებით და ლიცენზიით

შეფასების ავტორი: იზა

ნამდვილად პროფესიონალია თავისი საქმის, ვუწევ რეკომენდაციას. ამომწურავად ამიხსნა პრობლემა სად იყო და მალევე გააკეთა.

კვალიფიციური ელექტრიკი გამოძახებით

შეფასების ავტორი: ტატა

უღრმესი მადლობა ბატონ პაატას გაწეული საქმიანობისათვის, ვისაც გჭირდებათ ამ სფეროში დახმარება მერწმუნეთ, რომ ძლზედ სან...

პროფესიონალი ელექტრიკი ფასი მისაღები - მომსახურება საუკეთესო

    ელექტრიკოსის მომსახურება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო სერვისია, რომელიც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უსაფრთხო და ეფექტურ გამოყენებას თქვენს სახლში, ოფისში, ან ნებისმიერ სხვა სივრცეში.  ელექტრო სისტემების სწორად დაყენება და რეგულარული მოვლა-შენარჩუნება უზრუნველყოფს, რომ ელექტრო ავარიების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს, რაც თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
 
  რა არის ელექტრიკოსის მომსახურების ფასი?
 
ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა სერვისის მოძიების პროცესში.  ელექტრიკი ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, ესენია:
სამუშაოს სირთულე, ობიექტის მდებარეობა და საჭირო მასალები. მაგალითად, საცხოვრებელი ბინის ელექტრო სისტემის მონტაჟი ან შეკეთება უფრო იაფი შეიძლება იყოს, ვიდრე კომერციული ან ინდუსტრიული ობიექტის მომსახურება. ასევე, ფასის განსაზღვრისას, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ კარგი ელექტრიკი არ ნიშნავს აუცილებლად დაბალ ფასს. მაღალი ხარისხის მომსახურების მისაღებად, რომელსაც სერთიფიცირებული და გამოცდილი სპეციალისტები ასრულებენ, ხშირად უფრო მაღალი ანაზღაურებაა საჭირო.

  Servisebi.ge-ზე გამოქვეყნებული სხვადასხვა სპეციალისტების მრავალფეროვანი შეთავაზებები საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ ელექტრიკის მომსახურება, ჩვენი მოთხოვნების, საჭიროებებისა და ბიუჯეტის შესაბამისად.  ყველა შეთავაზებაში მითითებულია მათი მომსახურების პირობები, სამუშაო არეალი და საკონტაქტო ინფორმაცია.  ერთ სივრცეში მოქცეული მსგავსი შეთავაზებები გვთავაზობენ კონკურენტულ ფასებსა და ხარისხიან სერვისს.
  გამოცდილი ელექტრიკოსები გვთავაზობენ გამოძახების მომსახურებასაც. შეგიძლიათ გამოიძახოთ ელექტრიკი თქვენს მისამართზე ნებისმიერ დროს, 24 საათის განმავლობაში და ისარგებლოთ მათი სწრაფი და კომფორტული სერვისით.
 
  როგორ შევარჩიოთ კარგი ელექტრიკი? 

კარგი ელექრტიკოსი გამოირჩევა არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნითა და პროფესიონალიზმით, არამედ კომუნიკაციის უნარითაც. ნებისმიერმა სპეციალსტმა რომელსაც ვქირაობთ,  უნდა შეძლოს ინფორმაციის მოწოდება შესასრულებელი სამუშაოების, სირთულეების და ბიუჯეტის შესახებ.  ამიტომაც, პროფესიონალი ელექტრიკოსის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ არა მხოლოდ ფასს, არამედ რეკომენდაციებსაც და წინა სამუშაოების ხარისხს. ჩვენს  ვებგვერდზე არსებული შეფასებების ფუნქციონალი, რომელსაც მომხმარებლები აფიქსირებენ მომსახურების მიღების შემდეგ დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო სპეციალისტი და დაუკავშირდეთ მას მარტივად. მომსახურების მიღების შემდეგ კი თავადაც შეგეძლებათ დააფიქსიროთ ობიექტური კომენტარი მიღებულ გამოცდილებაზე.
  ელექტრიკოსის მომსახურება მრავალფეროვანია და  მოიცავს როგორც ელექტროენერგიის მონტაჟს, ასევე ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებას. ეს სერვისი საშუალებას გაძლევთ დარწმუნდეთ, რომ თქვენს სივრცეში გამართულად და უსაფრთხოდ ფუნქციონირებს ყველა სახის ელექტროობა. მომსახურების მიღება კი შესაძლებელია როგორც თბილისის სხვადასხვა უბანში( გლდანში, ვარკეთილში, ორთაჭალაში, სანზონაში და ა.შ.) ასევე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში (ქუთაისი, ბათუმი, გორი, რუსთავი და ა.შ.).
  და  ბოლოს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ როდესაც საქმე ეხება ელექტროენერგიას და უსაფრთხოებას მნიშვნელოვანია არ დავზოგოთ თანხა და ავირჩიოთ პროფესიონალი ელექტრიკოსი.  სწორად შერჩეული გამოცდილი ელექტრიკი შეგიქმნით მშვიდ და უსაფრთხო გარემოს, თავიდან აგარიდებთ მოულოდნელ პრობლემებს, რაც ხშირად უფრო დიდ დანახარჯს იწვევს ვიდრე შემსრულებელზე დაზოგილი თანხაა. ისარგებლეთ უსაფრთხო და სტაბილური ელექტრო სისტემით ხანგრძლივი დროით.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

რა უნდა გავითვალისწინოთ ელექტრიკოსის შერჩევისას?

ელექტრიკოსის შერჩევისას მნიშვნელოვანია მისი კვალიფიკაცია და გამოცდილება. მომხმარებლების მიერ დაწერილი შეფასებები და კომუნიკაციის ხარისხი.  მნიშვნელოვანია ყველა დეტალის წინასწარ განსაზღვრა, რათა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა.

​როგორ განისაზღვრება ელექტრიკოსის მომსახურების ფასი?

ელექტრიკოსის მომსახურების ფასი დამოკიდებულია სამუშაოს სირთულეზე, საჭირო მასალებზე, და ობიექტის მდებარეობაზე. ასევე, შეიძლება დამატებითი ხარჯები იყოს დაკავშირებული ავარიულ მდგომარეობებთან, თუ მუშაობა სასწრაფოდ უნდა შესრულდეს.
დაუკავშირდით სასურველ სპეციალისტს და შეთანხმეთ სავარაუდო ფასი წინასწარ. 

​რა სერვისებს მოიცავს პროფესიონალი ელექტრიკოსის მომსახურება?

პროფესიონალი ელექტრიკოსის მომსახურება მოიცავს ელექტრო სისტემების მონტაჟს, დემონტაჟს და შეკეთებას, ტექნიკურ მომსახურებას, ელექტრო უსაფრთხოების შემოწმებას და ავარიული სიტუაციების გამოსწორებას.

​როგორ შეიძლება დავრწმუნდეთ ელექტრიკოსის პროფესიონალიზმში?

პროფესიონალიზმის დასადასტურებლად შეგიძლიათ მოითხოვოთ მისი სერიფიკატები, წინა პროექტების ფოტოები ან მომხმარებელთა გამოხმაურებები. სერვისებზე აქტიურია შეფასებების ფუნქციონალიც, რომელსაც აფიქსირებენ ის მომხმარებლები ვინც უკვე მიიღეს მომსახურება.

​სად შემიძლია ელექტრიკოსის მომსახურების მიღება?

ელექტრიკოსის გამოძახება შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. ეს სერვისი ხელმისაწვდომია  თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და სხვა ქალაქებში, რაც უზრუნველყოფს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას ქვეყნის მასშტაბით.

სტატიები

ყველა სტატია