მათემატიკაში მომზადება

▶️ 356404325_762677275610675_5658992803944815230_n.mp
▶️ 356253902_168312809564521_8850089696800850687_n (o
▶️ 5263c913-174b-4039-be28-c55fc55b5a3d.mp4
მათემატიკაში მომზადება სურათი 1 მათემატიკაში მომზადება სურათი 2 მათემატიკაში მომზადება სურათი 3 მათემატიკაში მომზადება სურათი 4 მათემატიკაში მომზადება სურათი 5 მათემატიკაში მომზადება სურათი 6
მათემატიკაში მომზადება სურათი
გიორგი
star icon 4.9
ფასი შეთანხმებით
bookmark icon

აღწერა

მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ მსურველს, ვისაც სურს შეისწავლოს ან გაიმეოროს მათემატიკა. ვმუშაობ როგორც დაწყებით, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, ვეფხვაძე, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად ვარ შედეგებზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად. გაკვეთილები ტარდება როგორც მოსწავლის ბინაზე მისვლით, ისე დისტანციურად, კვირაში 2 ან 3-ჯერ მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. ბინაზე მისვლით ერთი გაკვეთილის ღირებულებაა 30 ლარი, ხოლო დისტანციურად 1 გაკვეთილი 1საათი და 20წუთი 25 ლარი. ფასი და პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და სტუდენტებთან მაქვს მუშაობის 6 წლიანი გამოცდილება. ასევე ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“. გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებას!

clock icon
ორშ / პარ
12:00 - 23:00
შაბათი
12:00 - 23:00
კვირა
12:00 - 23:00

მდებარეობა

თბილისი, თემქის XI მ/რ, I კვარტალი, კ/რ-2, ბ/ნ-11

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Card Payment icon ბარათით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
თიკას სწავლება
2023-05-27 - 2023-05-27
2023 წლის 28 მაისს მონაწილეობა მივიღე „თიკას მათემატიკის“ მიერ ჩატარებულ 5 საათიან ტრენინგში, რომლის მიზანი იყო მათემატიკური ცოდნის გაღრმავება და განახლება. გადმომეცა სერთიფიკატი დოკუმენტი გაცემულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, დამოწმებულია ხელმოწერითა და ბეჭდით, რაც მის ნამდვილობასა და პროფესიულ ღირებულებას ადასტურებს
certificate icon
თიკას სწავლება
2023-06-27 - 2023-06-27
2023 წლის 28 ივნისს გავიარე 3 საათიანი ტრენინგი, რომლის მიზანს წარმოადგენდა მათემატიკური ცოდნის განახლება და გაღრმავება. ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ გადმომეცა სერტიფიკატი, რომელიც დამოწმებულია ოფიციალურად დარეგისტრირებული ბეჭდით და აღიარებულია განათლების სამინისტროს მიერ.
certificate icon
ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომი
2020-09-13 - 2024-08-04
2024 წლის აგვისტოში დავამთავრე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და მივიღე ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი. დიპლომი გაცემულია ორენოვან ფორმატში.
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე გიორგი

star icon
4.9
20 შეფასება
დროული მომსახურება icon
დროული მომსახურება
5.0
კომუნიკაცია icon
კომუნიკაცია
4.9
შესრულებული ხარისხი icon
შესრულებული ხარისხი
4.9
user avatar
გიორგი ხოფერია 4 თვის წინ
4.3
white star icon
white star icon
white star icon
white star icon
white star icon

ძალიან კარგი მასწავლებელია ყველაფერს კარგად აკეთებს, ყველაფერი ძალიან კარგად გამაკეთებინა

user avatar
ირაკლი 5 თვის წინ
5.0
white star icon
white star icon
white star icon
white star icon
white star icon

გიორგი შესანიშნავი პედაგოგია. მასთან სწავლა ყოველთვის საინტერესო და გასაგებია რთულსაც ისე ხსნის, რომ მარტივად ვიგებ და უფრო მეტად მიჩნდება მოტივაცია. სწორედ მისმა მიდგომამ დამიხვეწა საფუძვლები და დღემდე პროგრესს ვგრძნობ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მოთმინებისთვის და პროფესიონალიზმისთვის.

user avatar
ქრისტინა 5 თვის წინ
5.0
white star icon
white star icon
white star icon
white star icon
white star icon

ჩემი რეკომენდაცია გიორგის. ზაფხულშიც კი მოსწავლისთვის დიდი შრომა რომ გასწია და მაქსიმუმი ჩადო. ჭკვიანი უყვარს თავისი საქმე და გულით უდგება მოსწავლეს. მადლობა გაწეული შრომისთვის ყოველთვის რომ მაქვს შენი იმედი როგორც კი გვჭირდები.

user avatar
ნია 11 თვის წინ
5.0
white star icon
white star icon
white star icon
white star icon
white star icon

გიორგი არის თავის საქმის პროფესიონალი, პუნქტუალური, ყურადღებიანი, ემპათიური ადამიანი. ჩემი დიდი რეკომენდაცია მას!

user avatar
მანანა 11 თვის წინ
5.0
white star icon
white star icon
white star icon
white star icon
white star icon

შესანიშნვი მასწავლებელი! პედაგოგს აქვს პროფესიონალური მიდგომა, ყურადღებით ეკიდება მოსწავლეს და რთულ მასალას ისე ხსნის, რომ ბავშვებს მარტივად ესმით. მისთვის მასწავლებლობა არ არის მხოლოდ მოვალეობა, არამედ საქმე, რომელსაც გულით აკეთებს. ძალიან ვაფასებ და მადლობელი ვარ მისი თავდადებით, სანდოობით და მაღალი ხარისხის განათლებით.

მსგავსი განცხადებები