მიიღე მომსახურება? შეაფასე დავითი
გთავაზობთ გრუნტის და არტეზიული წყლის მოძიების სერვის, შემდგომი მიზანშეწონილი (წერტილის და სიღმის) ჭაბურღილის გასაბურღად. აღნიშნულის განხორციელება ხდება PQWT -S300 მიწისქვეშა წყლების დეტექტორის მეშვეობით, 300 მ-მდე სიღრმემდე, 90 % სიზუსტით. მოწყობილობა კვლევის საფუძვლად იყენებს დედამიწის მაგნიტურ ველს და ხდება საკვლევი ტერიტორიის მიწისქვეშა გეოლოგიური პროფილის შექმნა. მიწისქვეშა პროფილის რუქის მეშვეობით კი, შესაძლებელია უკვე დადგინდეს მიწისქვეშა ქანების სტრუქტურა და გეოლოგიური კონტურები. წყალშემცველი და წყალგაუმტარი ქანების გეოლოგიური ანალიზის შემდგომ, ხდება ადგილმდებარეობის ზუსტი წერტილის და სიღრმის დადგენა, სადაც მიზანშეწონილია ჭაბურღილის გაბურღვა. ფასი - 300 ლარიდან (პროფილების რაოდენობის და ადგილმდებარეობიდან გამომდინარე).
სარწყავი სისტემების მონტაჟი ჩვენივე მასალებით