ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
მოგესალმებით! თუ თქვენი შვილი მეათე, მეთერთმეტე ან მეთორმეტეკლასელია და გსურთ, გაიუმჯობესოს უნარები ქართულ წერასა და მეტყველებაში, შეძლოს თხზულებების დამოუკიდებლად წერა, დასაბუთებული მსჯელობა, მაშინ მომმართეთ. იანვრიდან იხსნება დამატებითი ჯგუფი.
ქართულ ენასა და ლიტერატურას მრავალი წელია ვასწავლი თბილისის ორ კერძო სკოლაში, ვთანამშრომლობ გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, მაქვს აბიტურიენტთა საგამოცდო ნაშრომების, ასევე პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების ნაშრომების (ესეების) გამსწორებლის გამოცდილება. ძირითადად ვმუშაობ უფროსკლასელებთან, ეროვნული გამოცდებისთვის ვამზადებ აბიტურიენტებს.
სწავლების პროცესი მიმართულია მოსწავლის ცოდნის გაღრმავებაზე , ასევე ზეპირმეტყველების, ანალიზის, არგუმენტირების, დასაბუთების, წერითი უნარების განვითარებაზე.
ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის პროგრესი. სწავლის პროცესი საინტერესოა, აღჭურვილია მრავალფეროვანი საპრეზენტაციო მასალით.