მოვამზადებ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ყველა საგანში ინგლისურის ჩათვლით. ვამზადებ მხოლოდ ბინაზე მისვლით ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე. დამთავრებული მაქვს ლიტერატურათმცოდნეობისა და ინგლისური ფილოლოგიის პროგრამები და ამჟამად ვარ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრატურის სტუდენტი. ჩაბარებული მაქვს დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის გამოცდა და უკვე ხუთი წელია, ვმუშაობ მოსწავლეებთან. ამ პერიოდის განმავლობაში მონაწილეობა მიმიღია რამდენიმე კვლევით პროექტში და მიმუშავია სხვადასხვა გამოცდილების მქონე ბავშვებთან, მათ შორის, სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან. ჩემთვის განათლება მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლებას არ მოიაზრებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებით ასაკში ისეთი საფუძვლის შექმნა, რომელიც ბავშვს შემდგომში დამოუკიდებლად სწავლისა და აზროვნების შესაძლებლობას მისცემს. სწორედ ამიტომ, საგნობრივ ცოდნასთან ერთად, ყურადღებას გავამახვილებ მოსწავლის კრიტიკული და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებაზე, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვაზე, კითხვების დასმასა და საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბებაზე. სასწავლო პროცესში მოსწავლეს მივუდგები ინდივიდუალურად — მისი ასაკის, შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინებით. ასაკის შესაბამის საკითხებზე მსჯელობა, სხვადასხვა პერსპექტივის განხილვა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად გამოხატვა სწავლის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.