განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ისტორიაში მომზადება / ისტორიის რეპეტიტორი

აღწერა

ვარ ისტორიის პროფესორი,მაქვს დაწერილი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი, მაქვს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, როგორც სკოლაში, ასევე - უმაღლეს სასწავლებელში. მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში, როგორც საქართველოს, ასევე - მსოფლიო ისტორიაში. გაკვეთილები ჩატარდება ჩემს ბინაში მისამართი - ბახტრიონი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. კორპუსი 15, ბინა 18

clock icon
ორშ / პარ
09:00 - 20:00
შაბათი
09:00 - 20:00
კვირა
24 საათი
warranty icon
გარანტია
დიახ
loan icon
განვადება
დიახ

მდებარეობა

თბილისი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის 15

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე გრიგოლ ძოწენიძე

მსგავსი განცხადებები
პრო

ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

შეფასება 5.0 , 3 შეფასება
1 სერტიფიკატი,

მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს ისტორიაში, სახლში მისვლით ან ონლაინ, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი, მაქვს მაღალი აკადემიური მოსწრება, ვარ შედეგებზე ორიენტირებული, ჩემთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეს კარგად გავაცნო და შევაყვარო ეს საგანი. ფასზე და სხვა დეტალებზე დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე

ინდივიდუალური მომზადება ისტორიაში

ინტენსიური ინდივიდუალური კურსი ისტორიაში, როგორც მოსწავლეების ისე აბიტურიენტებისათვის. ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, გავლილი მაქვს საგნობრივი კომპეტენციის გამოცდა. კვირაში 3 გაკვეთილი, ხანგრძლივობა 1.5 სთ, როგორც ადგილზე მისვლით ასევე ონლაინ რეჟიმში. კურსის ღირებულება 100/150 ლარი

ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ისტორიაში

? მზადება 2026–2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის! ვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში ეროვნული გამოცდების პროგრამის, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების გამოყენებით. ? სასწავლო პროცესი მოიცავს: • კვირაში 2 მეცადინეობას; • ხანგრძლივობა: 1 სთ. 30 წთ.–2 სთ.; • მცირე ჯგუფებს - მაქს. 4–5 მოსწავლე; • ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს; • პრაქტიკულ მუშაობას ისტორიულ წყაროებზე, რუკებზე, ქრონოლოგიასა და საგამოცდო დავალებებზე; • ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს; • საგამოცდო სტრატეგიებზე მუშაობას. ? მეცადინეობის ადგილები: • თავისუფლების მოედანი — მეტროს მიმდებარედ; • მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან; • ? ონლაინ. ? ჩემ შესახებ: • თსუ - ისტორიის ბაკალავრი; • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მკვლევარი/მედიევისტი; • სერტიფიცირებული პედაგოგი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; • ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ექსპერტი/გამსწორებელი; • აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ?მიზანი: არა მხოლოდ მასალის დაზეპირება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და მაღალი საგამოცდო შედეგისთვის მომზადება. ? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით.

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.

ისტორიაში მომზადება

თავს გაბეზრებს თარიღებისა და სახელების დაზეპირება? დაიწყე ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ჩვენთან და თავდაჯერებულმა შეაბიჯე გამოცდაზე! ისტორია არა დაზეპირება, კაცობრიობის განვლილი გზის, ამ განვითარებული მოვლენებისა და პროცესების გააზრებაა. სწორედ ეს უწყვეტი ჯაჭვი ქმნის თანამედროვეობას. რას გთავაზობთ? - უფროსი მასწავლებლი. - აბიტურიენტებთან მუშაობის 4-წლიანი წარმატებული გამოცდილება. - თსუ-ის დოქტორანტურის სტუდენტი. - სასკოლო პროგრამისა და ეროვნული გამოცდების ტესტების საფუძვლიანი, გასაგები განხილვა. - კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარება. ფორმატი: - კვირაში 2-ჯერ, 2-საათიანი დინამიკური და მეგობრული გაკვეთილები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: - ნოდარ კირთაძე

ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ახალი სასწავლო წლისთვის ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ისტორიასა ვამზადებ როგორც მოსწავლეებს, ისე - აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდისათვის. ვარ მოქმედი, სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეებს ვაწვდი მრავალი სახის სისტემურად / თემატურად დამუშავებულ წყაროსა და დამხმარე ლიტერატურას, რაც ყოველთვის აისახება მათ მაღალ შედეგებზე. კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეთნოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შუა საუკუნეების მკვლევარი; ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება;

მოვამზადებ ისტორიაში/ისტორიის რეპეტიტორი

გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრატურის კურსდამთავრებული. ასევე, ვმუშაობ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაქვს სწავლების გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ სწავლის უახლეს მეთოდებს. მოვამზადებ როგორც აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ისე ჩვეულებრივ მოსწავლეებსაც. მომზადება ხდება ბინაზე მისვლით ან ონლაინ. სწავლების პროცესში ვაქცენტირდებით უფრო მეტად ანალიტიკურ ფაქტორზე, ვიდრე ფაქტების დაზეპირებაზე. სწავლების ენა შეიძლება იყოს როგორც ქართული, ისე - ინგლისური.

ისტორიის რეპეტიტორი

ისტორიის ეროვნული გამოცდის პროგრამის სრულყოფილი გავლა; კურსი მოიცავს: • თემების დეტალური ახსნა და ანალიზი; • ისტორიული წყაროებისა, რუკების დამუშავება; • მოვლენის ანალიზი; • პირადად შედგენილი ტესტებისა და გამოცდის ფორმატის პრაქტიკა; • ინდივიდიალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან; • ისტორიული ფაქტების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განსაზღვრა; • ერთიანი ეროვნული გამოცდის ფორმატთან შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, მაღალი შედეგის მისაღწევად; სწავლის შედეგები • ეროვნული გამოცდისთვის საჭირო თეორიების საფუძვლიანი ცოდნა; • ისტორიული მოვლენების ანალიზისა და შეფასების უნარის განვითარება; • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სწორად განსაზღვრა; • თავდაჯერებულობა და ეფექტიანი დროის მართვა გამოცდის პროცესში; სასწავლო პროცესი • გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური სწავლება, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი; როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ რეჟიმში; გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის, დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე. სწავლის ღირებულება შეადგენს თვეში 120 ლარს; განათლება: • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის ისტორიის დოქტორანტი; პროფესიული გამოცდილება: - სამ წლიანი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექტორის პოზიციაზე მუშაობის; საგნები: • დიპლომატიის ისტორია; • კონფლიქტის ფსიქოლოგია;

ისტორიის რეპეტიტორი

? ჩემ შესახებ: ?️ თსუ კავკასიოლოგიის მაგისტრი & ისტორიის დოქტორანტი ?‍? უფროსი მასწავლებლის სტატუსი (საგნის გამოცდა ჩაბარებული 2018 წელს) ? 12-წლიანი გამოცდილება აბიტურიენტებთან და 5+ წელი სკოლაში ✨ ვისთვის არის კურსი? ✅ მოსწავლეებისთვის — სასკოლო პროგრამის გაღრმავება და მაღალი აკადემიური მოსწრება. ✅ აბიტურიენტებისთვის — ეროვნული გამოცდებისთვის სრული, შედეგზე ორიენტირებული მომზადება. ? სწავლების ფორმატი: ? ინდივიდუალური მიდგომა — თითოეული მოსწავლის საჭიროებებსა და ტემპზე მორგებული სწავლება. ? მცირე ჯგუფები (4-5 მოსწავლე) — მაქსიმალური ყურადღება და ჯანსაღი ინტერაქცია. ? მეცადინეობა — ონლაინ ან ადგილზე. ? რას მოიცავს სწავლება? ⏳ მასალის სიღრმისეული დამუშავება – მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გააზრება. ? ელექტრონული რესურსები – კონსპექტები და დამხმარე სასწავლო მასალები. ? რუკებისა და წყაროების ანალიზი – მაღალქულიანი დავალებების მარტივად დაძლევა. ? 60 ქულიანი ტესტის სიმულაციები – პრაქტიკული ვარჯიში ეროვნული გამოცდების ფორმატში. ? ფასი: შეთანხმებით (საფეხურის მიხედვით) ? ადგილები შეზღუდულია!

მოვამზადებ ისტორიაში აბიტურიენტებსა და მოსწავლეებს

მოგესალმებით, მეგობრებო. გადავწყვიტე, ახალი სასწავლო წლიდან კვლავ ავიყვანო აბიტურიენტთა ჯგუფები ისტორიის ეროვნული გამოცდისთვის მოსამზადებლად მოკლედ მოგახსენებთ ჩემზე: ვარ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი. ასევე ვარ ნიუტონის თავისუფალი სკოლის ისტორიის მასწავლებელი. ვარ ისტორიის კლუბი "სამანის" თანადამფუძნებელი. ვარ რამდენიმე სამეცნიერო-პოპულარული სტატიის ავტორი და თანაავტორი ასევე 10-მდე მოხსენება მაქვს წარდგენილი სხვადახვა სტუდენტურ-სამეცნიერო კონფერენციაზე (მათ შორის საერთაშორისოზე) რამდენჯერმე მოპოვებული მაქვს სახელმწიფო სტიპენდია. ჩემი მეთოდებით და იმ მაღალი სტანდარტით, რასაც ჩემს თავს და მოსწავლეებს ვუწესებ, მოწადინებულ აბიტურიენტს ზედმეტი ნერვიულობის გარშე შეუძლია საგრანტო ქულის აღება. მთელი წლის განმავლობაში ჩემივე შედგენილი ტესტებით შევაჯამებთ და გამოვიყენებთ დაგროვილ ცოდნას. ჩემი მოსწავლეები დამეთანხმებიან, რომ ეროვნულის ტესტი უადვილესად მოგეჩვენებათ, იმასთან, რასაც ჩემთან დაწერთ. ჯგუფები გაკეთდება როგორც ონლაინ ფორმატში, ისე ჩემს ბინაში მოსვლით. ორივე ფორმატში სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. გამონაკლისის სახით შესაძლებელია ინდივიდუალურად მომზადებაც. თანხაზე, გაკვეთილის რაოდენობაზე და სხვა ტექნიკური ხასიათის კითხვებზე, გთხოვთ დამირეკოთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე

ვამზადებ ისტორიაში

ვამზადებ აბიტურიენტებს, სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს სასერტიფიკატო გამოცდებისთვის ისტორიაში. ვამზადებ, როგორც ონლაინ, ასევე ვიღებ ბინაზე. მეცადინეობები მიმდინარეობს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში ( თუ ორივეს აქვთ დაახლოებით იგივე ბაზა) ვარ ისტორიის მაგისტრი, მაქვს 22 წლიანი რეპეტიტორობის გამოცდილება... ფასზე და სხვა დეტალებზე შემეხმიანეთ.