მიიღე მომსახურება? შეაფასე ანა
მოვამზადებ 7-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში. ვარ სტუდენტი და ვსწავლობ ფიზიკას თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში. მაქვს 100%-იანი გრანტი და ეროვნულის შედეგებით კურსზე ვიყავი რეიტინგში პირველი. შემიძლია დაგეხმაროთ ნებისმიერი სირთულის მასალის დაძლევაში და სურვილის შემთხვევაში გავცდე სკოლის პროგრამას. ვარ შრომისმოყვარე და მოტივირებული. მაქვს სწავლების გამოცდილება. მუდმივად ვცდილობ განვვითარდე როგორც მასწავლებელი. გაკვეთილებს ვატარებ ონლაინ, ინდივიდუალურად, კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ (სურვილისამებრ). გაკვეთილის ხანგრძლივობა- 1,5სთ. 1 გაკვეთილის საფასური - 20-40 ლარი (გაკვეთილის ტიპის მიხედვით). პირველ (საცდელ) გაკვეთილს ჩავატარებ უფასოდ. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
მიიღე მომსახურება? შეაფასე ანა