Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი

აღწერა

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი) საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი) სააბიტურო პროგრამა ზოგადი კურსი
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ სასწავლო ცენტრში ინდივიდუალური მეცადინეობა ჯგუფური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
09:00 - 22:00
შაბათი
09:00 - 22:00
კვირა
09:00 - 22:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

თბილისი, საბურთალო, გურამ ფანჯიკიძიე 2(სამედიცინო მეტროსთან ახლოს)

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით

განათლება / სერტიფიკატი

certificate icon
სრული ზოგადი განათლების ატესტატი
2010-09-14 - 2014-06-14
სსიპ ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლა
certificate icon
ბაკალავრიის დიპლომი
2014-09-14 - 2018-07-12
მეცნიერებათა ბაკალავრიის აკადემიური ხარისხი ფიზიკაში
certificate icon
მაგისტრატურის დიპლომი
2019-03-05 - 2021-01-10
ფიზიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე გიორგი

star icon
5.0
6 შეფასება
დროული მომსახურება icon
დროული მომსახურება
5.0
კომუნიკაცია icon
კომუნიკაცია
5.0
შესრულებული ხარისხი icon
შესრულებული ხარისხი
5.0

ლექტორი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და კალკულუსის რთულ საკითხებს ნათლად და გასაგებად ხსნის. მისი ლექციები მხოლოდ ფორმულების და წესების დამახსოვრებაზე არ არის ორიენტირებული ის სტუდენტებს ლოგიკურ აზროვნებას და პრობლემების სწორად გადაჭრას ასწავლის.

პროფესიული, ხალისიანი, დალაგებული და ადვილად გასაგები იყო ყველაფერი

ბატონი გიორგი პროფესიონალია და გასაგებად ხსნის ყველაფერს. გაკვეთილები საინტერესო და სასარგებლოა და უკეთ მეხმარება საგნის გაგებაში.

ლექტორი, რომელიც კალკულუსს უმაღლეს დონეზე ასწავლის, გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით და რთულ თემებს საოცრად ნათლად ხსნის. იგი სტუდენტებს მუდმივად აძლევს მოტივაციას, ამხნევებს და უვითარებს ლოგიკურ აზროვნებას. მისი სწავლების სტილი გვაჩვენებს, რომ მათემატიკა მხოლოდ რთული ფორმულები არაა — ეს არის საინტერესო და ღრმა აზროვნების გზა. სწორედ ამიტომ, იგი ბევრ სტუდენტს აყვარებს კალკულუსს და ეხმარება მათ,უკეთ და ღრმად გაიგონ მათემატიკა. ❤️

ყველა მხრივ საუკეთესო! ძალიან ცოტაა ისეთი ლექტორი რომელსაც შეუძლია ერთდროულად იყოს პროფესიონალი და მეგობრული სწორედ ასეთია ბატონი გიორგი სტუდენტები კი სასიამოვნო გარემოში სწავლობენ.

მსგავსი განცხადებები
პრო
SAT/IB მათემატიკაში მომზადება
SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში

გამარჯობა! მე ვარ ანა, დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმმართულებით. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 4 წელია და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში. გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

star icon 5.0 (1)
მომზადება მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებისთვის
მომზადება მათემატიკაში სკოლის მოსწავლეებისთვის

ვარ 22 წლის გოგო. ვსწავლობ უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით. მაქვს მათემატიკისა და ფიზიკის მიმართულებით რეპეტიტორად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება. ვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკასა და ფიზიკაში — როგორც მიმდინარე სასკოლო პროგრამის გასაუმჯობესებლად, ისე გამოცდებისთვის მოსამზადებლად. - ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან - მასალის მარტივად და გასაგებად ახსნა - ცოდნის დონის მიხედვით შედგენილი სასწავლო გეგმა - სირთულეების აღმოჩენა და მათზე ეტაპობრივად მუშაობა - დავალებების შესრულებასა და გამოცდებისთვის მომზადებაში დახმარება - შესაძლებელია ონლაინ და პირისპირ გაკვეთილები - გრაფიკი შეთანხმებით - დეტალებისა და ფასის გასაგებად მომწერეთ ან დამიკავშირდებით ნომერზე

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე

verify badge
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability). ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

ვამზადებთ 5-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში
ვამზადებთ 5-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში

MSA აკადემია არის მათემატიკის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც 5–11 კლასის მოსწავლეებს ეხმარება მათემატიკის უკეთ გააზრებასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. ჩვენთან გაკვეთილები ტარდება მცირე, 3–5 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებში, რაც თითოეულ მოსწავლეზე მეტი ყურადღების დათმობისა და ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამის საფუძვლიანად ათვისებას, ასევე ცოდნის გაძლიერებას, პრაქტიკული ამოცანების განხილვას, საშინაო დავალებებსა და მოსწავლის პროგრესის მუდმივ მონიტორინგს. აკადემიაში გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიციური და გამოცდილებით გამორჩეული მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ, მათემატიკა მოსწავლისთვის არა მხოლოდ მარტივი, არამედ საინტერესო და გასაგებიც გახადონ. MSA აკადემიის მიზანია არა უბრალოდ დავალებების შესრულებაში დახმარება, არამედ მოსწავლისთვის ძლიერი მათემატიკური საფუძვლის შექმნა.