მოვამზადებ მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში: - მაღალი კლასის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს (VII-XII) - ასევე დაწყებითი კლასის (V-VI კლასი) მოსწავლეებს. როგორ ტარდება გაკვეთილი: გაკვეთილი ჩატარდება დისტანციურად ან ადგილზე მისვლით. ხანგრძლივობა: 1 საათი აბიტურიენტებისთვის: 1 საათ-ნახევარი ფასი: 20-25 ₾, შეთანხმებით სასწავლო პროცესის სტრუქტურა: 1. ვმუშაობ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით 2. ვიყენებ თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდებს. 3. ვატარებ ენობრივ, სახალისო აქტივობებს, რათა მოსწავლემ გაიუმჯობესოს ქართული ენის ფონემატური სმენა. 4. აბიტურიენტებთან ვამუშავებ ეროვნული გამოცდის ამოცანებსა და ტესტის ფორმატს. სწავლების შედეგად მოსწავლე: 1. ჩააბარებს გამოცდას წარმატებით და მაღალ ქულაზე. 2. გააუმჯობესებს ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარს. 3. შეძლებს აზრის ზუსტად გადმოცემას წერილობით და ზეპირად. 4. განივითარებს ინტერესს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მადლობა ნდობისთვის! ჩემ შესახებ: წარმატებით ჩავაბარე საგნის კომპეტენციის გამოცდა. გავიარე მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო 60 კრედიტიანი პროგრამა. პირველი პედაგოგიური გამოცდილება მივიღე საგურამოს სკოლაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ვიმუშავე დაწყებითების პედაგოგად. მასწავლებლობის პერიოდში ვსწავლობდი ალტერნატიულ პედაგოგიურ მიდგომებს, ვესწრებოდი მასტერკლასებსა და ტრენინგებს, რაც მეხმარება მოსწავლესთან ინდივიდუალურად და მოტივირებულად მუშაობაში.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.