Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მათემატიკის გაკვეთილები

აღწერა

თუ გსურთ შეისწავლოთ მათემატიკა მარტივად, გასაგები ენით, არასტანდარტული მეთოდებით, და არა მხოლოდ ქართული სახელმძღვანელოებით, ჩემი გაკვეთილები თქვენთვისაა! ვამზადებ მხოლოდ ონლაინ (დისტანციურად), მხოლოდ ინდივიდუალურად, და მხოლოდ მონდომებულ, შრომისმოყვარე მოსწავლეებს; მიყვარს მათემატიკა, ბავშვებთან მუშაობა, მაქვს კარგი გადმოცემის უნარი და საუკეთესო შედეგები. პირველი გაკვეთილი უფასოა. ჩემს შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://speech.ge/metsniereba/lali-ghlonti-inzhiner-geophizikosi-shveitsaria/

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I - VI კლასი) საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი)
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ
clock icon
ორშ / პარ
09:00 - 20:00
შაბათი
24 საათი
კვირა
24 საათი

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Transfer Payment icon გადარიცხვით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

მსგავსი განცხადებები
verify badge პრემიუმი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
pin თბილისი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III, წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია, სტატისტიკა, დიფ განტოლებები და ფიზიკა ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, წრფივი ალგებრაm ანალიზური გეომეტრია და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

profile avatar
გიორგი
star icon 5.0 (6)
certificate icon 3
პრო
SAT/IB მათემატიკაში მომზადება
SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

verify badge
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability). ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

ვამზადებთ 5-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში
ვამზადებთ 5-11 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში

MSA აკადემია არის მათემატიკის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც 5–11 კლასის მოსწავლეებს ეხმარება მათემატიკის უკეთ გააზრებასა და აკადემიური შედეგების გაუმჯობესებაში. ჩვენთან გაკვეთილები ტარდება მცირე, 3–5 მოსწავლისგან შემდგარ ჯგუფებში, რაც თითოეულ მოსწავლეზე მეტი ყურადღების დათმობისა და ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას იძლევა. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც სასკოლო პროგრამის საფუძვლიანად ათვისებას, ასევე ცოდნის გაძლიერებას, პრაქტიკული ამოცანების განხილვას, საშინაო დავალებებსა და მოსწავლის პროგრესის მუდმივ მონიტორინგს. აკადემიაში გაკვეთილებს ატარებენ კვალიფიციური და გამოცდილებით გამორჩეული მასწავლებლები, რომლებიც ცდილობენ, მათემატიკა მოსწავლისთვის არა მხოლოდ მარტივი, არამედ საინტერესო და გასაგებიც გახადონ. MSA აკადემიის მიზანია არა უბრალოდ დავალებების შესრულებაში დახმარება, არამედ მოსწავლისთვის ძლიერი მათემატიკური საფუძვლის შექმნა.

SAT Math / მათემატიკა /  - ინდივიდუალური მომზადება
SAT Math / მათემატიკა / - ინდივიდუალური მომზადება

რას ვასწავლი: ვამზადებ მე-8 კლასიდან ზემოთ მოსწავლეებს SAT Math-ში, სკოლის მათემატიკას. ჩემს შესახებ: გამარჯობა! მე ვარ თამარ კუკავა, კომაროვის სკოლის მედალოსანი და ამჟამად ვსწავლობ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით. ვარ FLEX-ის კურსდამთავრებული. წარმატებით ჩაბარებული მაქვს AP Calculus BC და AP Physics C. ასევე, SAT-ის მათემატიკის ნაწილში მიღებული მაქვს 800/800. ჩემი მიზანი: ჩემი მიზანია, მოსწავლეებს დავეხმარო მათემატიკისა და ფიზიკის არა მხოლოდ სწავლაში, არამედ საგნის ლოგიკისა და ძირითადი პრინციპების რეალურად გაგებაში. ვფიქრობ, კარგი შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფორმულების დამახსოვრება, არამედ ამოცანის სწორად გაანალიზება, ლოგიკური აზროვნება და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ამიტომ ვცდილობ, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალურად მივუდგე და სწავლების პროცესი მის ცოდნის დონესა და მიზნებს მოვარგო. მოვამზადებ მოსწავლეებს: • SAT Math-ისთვის • სასკოლო მათემატიკასა და ფიზიკაში • რთული თემების საფუძვლიანად გააზრებაში • ამოცანების ამოხსნისა და ლოგიკური აზროვნების განვითარებაში ჩემი მიზანია, მოსწავლემ საბოლოოდ შეძლოს ამოცანის დამოუკიდებლად გაანალიზება და ამოხსნა და არა მხოლოდ კონკრეტული ფორმულის გამოყენება.