Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მოვამზადებ მოსწავლეებს მათემატიკაში

აღწერა

მოგესალმებით. ვარ ვეკუას სკოლის კურსდამთავრებული და აგრარული უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი, სადაც ჩავაბარე 100%იანი გრანტით. მაქვს ბავშვების მომზადების სამწლიანი გამოცდილება, მოსწავლეებს ვეხმარები მათემატიკის შეყვარებასა და შედეგების გაუმჯობესებაში. გაკვეთილები ჩატარდება ინდივიდუალურად კვირაში ორჯერ 1-1,5 საათის განმავლობაში ონლაინ. დამატებითი დეტალებისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი)
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ ინდივიდუალური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
12:00 - 23:00
შაბათი
12:00 - 23:00
კვირა
12:00 - 23:00

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

მსგავსი განცხადებები
პრო
SAT/IB მათემატიკაში მომზადება
SAT/IB მათემატიკაში მომზადება

გსურს მაღალი ქულა SAT-ის მათემატიკაში ან გინდა უკეთ გაერკვე მათემატიკის საკითხებში? მე ვარ კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მათემატიკის სწავლების 7 წლიანი გამოცდილება მაქვს და წარმატებით ვამზადებ მოსწავლეებს ონლაინ, ინდივიდუალურად მორგებული მეთოდებით. მე შემიძლია დახმარება: • SAT-ისა და IB Math-ის გამოცდებისთვის მომზადებაში • სპეციალური/სასერთიფიკატო გამოცდებისთვის მომზადებაში • უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ათვისებაში • სკოლის მათემატიკის გაუმჯობესებაში გაკვეთილები ტარდება ქართულ ან ინგლისურ ენაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.

verify badge პრო
მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

? მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკასა და ფიზიკაში. ??‍? ვარ 22 წლის. ვსწავლობდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი სახელმწიფო გრანტით. მაქვს რეპეტიტორობის 5-წლიანი გამოცდილება. ? მეცადინეობები მოიცავს სასკოლო პროგრამის შესწავლას, განვლილი მასალის განმტკიცებას, საშინაო დავალებების შესრულებასა და დამატებით ამოცანებზე მუშაობას. ? მათემატიკაში მეცადინეობა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე. სწავლების პროცესი ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას, მასალის საფუძვლიან გააზრებასა და დამოუკიდებლად ამოხსნის უნარების განვითარებას. - მოსწავლესთან სახლში მისვლა შესაძლებელია ვაკის, საბურთალოსა და წერეთლის ტერიტორიებზე. - ონლაინ მეცადინეობები — მთელი საქართველოს მასშტაბით. - პირველი საცდელი გაკვეთილი უფასოა. დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით.

მომზადება მათემატიკაში
მომზადება მათემატიკაში

ვამზადებ 5–12 კლასის მოსწავლეებს მათემატიკაში, ქართულ და ინგლისურ ენებზე! - ვარ კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი. მონაწილეობა მაქვს მიღებული კომაროვის სკოლისა და ეროვნულ ოლიმპიადებში. - მაქვს მასწავლებლობის 4-წლიანი გამოცდილება. მარტივად და გასაგებად გადმოვცემ მასალას და ვეხმარები მოსწავლეებს მათემატიკის საფუძვლიანად გააზრებაში. - ვამზადებ მოსწავლეებს როგორც სასკოლო პროგრამით, ისე გაძლიერებულად. გაკვეთილებზე ვმუშაობთ სკოლის მასალაზე, საშინაო დავალებებზე, რთული საკითხების გააზრებასა და დამატებითი ამოცანების ამოხსნაზე, მოსწავლის ცოდნის დონისა და მიზნების გათვალისწინებით. - ამჟამად ვსწავლობ გერმანიაში, ამიტომ გაკვეთილები ტარდება მხოლოდ ონლაინ, ქართულ ან ინგლისურ ენაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლემ მასალა კარგად გაიგოს, კითხვების დასმის არ შეეშინდეს და დამოუკიდებლად ამოხსნის უნარებიც განივითაროს. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით Whatsapp - ზე.

მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში
მოვამზადებ მათემატიკაში, კალკულუსში

გამარჯობა! მე ვარ ანა, დავამთავრე თავისუფალი უნივერსიტეტის ფიზიკის სკოლა და ამჟამად ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურაზე ფიზიკის მიმმართულებით. მოვამზადებ მოტივირებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, რომლებსაც დავეხმარები, სიღრმისეულად შეისწავლონ მათემატიკა, დაძლიონ ნებისმიერი სირთულე და მიაღწიონ უმაღლეს აკადემიურ შედეგებს. ჩემ შესახებ (რატომ უნდა მენდოთ): - ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკაში მივიღე უმაღლესი შედეგი, მაქვს 100%-იანი სახელმწიფო გრანტი. გამოცდილება: - რეპეტიტორად ვმუშაობ უკვე 4 წელია და მაქვს წარმატებული გამოცდილება, როგორც სკოლის მოსწავლეებთან, ისე აბიტურიენტებთან მუშაობის. ჩემი მიზანია, მოსწავლეს განვუვითარო ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება, რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ამოცანების და პრობლემების გადაჭრა. მომსახურება მოიცავს: -სკოლის მოსწავლეების (ნებისმიერი კლასი) მომზადებას: საშინაო დავალებებში დახმარება. - საკონტროლო და გამოცდებისთვის მომზადება, ჩამორჩენილი მასალის დაძლევა, სკოლის პროგრამის გაღრმავება და ლოგიკური ამოცანები, აბიტურიენტების მომზადებას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის (მათემატიკა). სტუდენტების დახმარებას უმაღლეს მათემატიკაში. გაკვეთილების ფორმატი: ფორმატი: ონლაინ (Zoom ან თქვენთვის სასურველი პლატფორმა) ტიპი: ინდივიდუალური გაკვეთილები, სრულად მორგებული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებზე. სიხშირე: კვირაში 2 ან 3-ჯერ (შეთანხმებით). საფასური: შეთანხმებით (დამოკიდებულია დონესა და ხანგრძლივობაზე). დამიკავშირდით, რომ განვიხილოთ თქვენი მიზნები და დავგეგმოთ პირველი გაკვეთილი!

star icon 5.0 (1)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე