აღწერა
გამარჯობა! ვარ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტი, დამთავრებული მაქვს კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა. საზაფხულო მომზადება შემდეგი სასწავლო წლისთვის: არდადეგების პერიოდი საუკეთესო დროა გასული წლის მასალის საფუძვლიანად გასააზრებლად და არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. ჩემი მიზანია, ზაფხულის განმავლობაში მოსწავლეებს დავეხმარო განვლილი პროგრამის მყარად ათვისებაში, რათა ახალ სასწავლო წელს გაცილებით მარტივად, თავდაჯერებულად და მაღალი აკადემიური მზაობით შეხვდნენ. რას ვთავაზობ მოსწავლეებს: - ინდივიდუალური მიდგომა: მოსწავლის ცოდნის დონეზე მორგებული ტემპი და ყოველკვირეული გეგმა. - ლოგიკური გააზრება: ჩემი მიზანია მოსწავლემ ფორმულების მექანიკური დაზეპირების ნაცვლად, მათემატიკის ლოგიკა დაინახოს. - ეტაპობრივი და მარტივი ახსნა: რთული და კომპლექსური თემების დაშლა მარტივ, გასაგებ ნაბიჯებად. - მყარი პრაქტიკა: რეგულარული საშინაო დავალებები და პროგრესის მუდმივი კონტროლი. გაკვეთილის ფორმატი და გრაფიკი: - სრულად ონლაინ (მოსახერხებელ პლატფორმაზე). - როგორც ინდივიდუალურად, ისე მცირე ჯგუფებში (2-4 მოსწავლე). - გრაფიკი: კვირაში 2 გაკვეთილი (თვეში 8 გაკვეთილი). - ხანგრძლივობა: 1 საათი. პირველ გაკვეთილამდე შესაძლებელია მოკლე ონლაინ შეხვედრა (15 წთ) მოსწავლის დონისა და მიზნების განსასაზღვრად. - სწავლის საფასური შეთანხმებით, დამოკიდებულია ინდივიდუალურ და ჯგუფურ სწავლებასა და მოსწავლეთა საჭიროებებზე. - ანაზღაურება: ყოველი 8 გაკვეთილის (თვიური ციკლის) დასასრულს. - დეტალებისთვის დამირეკეთ ნომერზე ან მომწერეთ WhatsApp-ში.
გადახდის მეთოდები
მდებარეობა
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.