მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მასწავლებლობის მსურველებს ისტორიაში. მაქვს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების 6-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ისტორიის ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებაც. წარმატებით მაქვს დადასტურებული მენტორი მასწავლებლის პროფესიული კვალიფიკაცია. 🎓 ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი და განათლების მიმართულებით მკვლევარი პოლონეთში, კრაკოვის უნივერსიტეტში. ასევე, ვსწავლობდი ვენეციის კაფოსკარისა და ბუდაპეშტის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტებში. რას მოიცავს გაკვეთილები? • ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის სრულყოფილად შესწავლა • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების გაანალიზება და დაკავშირება • ისტორიული წყაროების ანალიზი • რუკებზე მუშაობა • ეროვნული გამოცდის წინა წლების ტესტებზე მუშაობა • თემატური ტესტების რეგულარულად შესრულება, ჩემი პირადი მასალებისა და ტესტების ბანკიდან • გამოცდის სტრატეგიებსა და დროის ეფექტურად მართვაზე მუშაობა >>> გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ. კვირაში 2-ჯერ, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5–2 საათი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, მათ შორის WhatsApp-ის მეშვეობითაც.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.