Notification bell icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ისტორიაში მომზადება აბიტურიენტებისა და მასწავლებლობის მსურველებისთვის

აღწერა

მოვამზადებ აბიტურიენტებსა და მასწავლებლობის მსურველებს ისტორიაში. მაქვს ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სწავლების 6-წლიანი გამოცდილება, მათ შორის ისტორიის ინგლისურ ენაზე სწავლების გამოცდილებაც. წარმატებით მაქვს დადასტურებული მენტორი მასწავლებლის პროფესიული კვალიფიკაცია. 🎓 ამჟამად ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი და განათლების მიმართულებით მკვლევარი პოლონეთში, კრაკოვის უნივერსიტეტში. ასევე, ვსწავლობდი ვენეციის კაფოსკარისა და ბუდაპეშტის ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტებში. რას მოიცავს გაკვეთილები? • ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის სრულყოფილად შესწავლა • ისტორიული მოვლენებისა და პროცესების გაანალიზება და დაკავშირება • ისტორიული წყაროების ანალიზი • რუკებზე მუშაობა • ეროვნული გამოცდის წინა წლების ტესტებზე მუშაობა • თემატური ტესტების რეგულარულად შესრულება, ჩემი პირადი მასალებისა და ტესტების ბანკიდან • გამოცდის სტრატეგიებსა და დროის ეფექტურად მართვაზე მუშაობა >>> გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ. კვირაში 2-ჯერ, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1.5–2 საათი. დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე, მათ შორის WhatsApp-ის მეშვეობითაც.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
სააბიტურო პროგრამა მასწავლებლის გამოცდა
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ ინდივიდუალური მეცადინეობა ჯგუფური მეცადინეობა
clock icon
ორშ / პარ
15:00 - 23:00
შაბათი
10:00 - 23:00
კვირა
10:00 - 23:00
warranty icon
გარანტია
დიახ

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Card Payment icon ბარათით
Transfer Payment icon გადარიცხვით
შეფასება
star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review star icon for user review

მიიღე მომსახურება? შეაფასე ზურა

მსგავსი განცხადებები
პრო
ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

მოვამზადებ მოსწავლეებს ისტორიაში, როგორც სასკოლო გამოცდებისთვის, ისე - ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. განათლება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის მიმართულება. თავისუფალი უნივერსიტეტი: სოციალური მეცნიერებების მაგისტრი. სწავლების გამოცდილება მიღებული მაქვს ესპანეთის ქ. ბარსელონაში საგრადა ფამილიასა და ფუნდასიო ქოისეროლას სკოლაში. მიღებული მაქვს მონაწილეობა მრავალ საერთაშორისო და სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში. დაწერილი მაქვს არაერთი სამეცნიერო კვლევა. სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მეთოდებით. აქცენტი კეთდება როგორც ფაქტოლოგიაზე, ისე - თითოეული ეპოქის ნათლად აღქმასა და გაგებაზე. ამისათვის ვიყენებ თანამედროვე წყაროებს, აგრეთვე - რუკებსა და სხვა ვიზუალურ მასალებს, რაც ხელს უწყობს, როგორც უფრო მეტ ჩართულობას სწავლის პროცესში, საკითხისადმი განსხვავებული და სიღრმისეული მიდგომის განვითარებას. სისტემატიურად ჩატარდება შემაჯამებელი ტესტები, რომლის პასუხების მიხედვითაც გამოიკვეთება მოსწავლის სისუსტე კონკრეტულ ეპოქაში. პრობლემის აღმოსაფხვრელად ტესტები განხილული იქნება გაკვეთილზე. მოსწავლის მხრიდან სათანადო პასუხისმგებლობის გამოჩენის შემთხვევაში, წარმატებული შედეგი გარანტირებულია. დამატებით დეტალებზე შეგიძლიათ დამირეკოთ მითითებულ მობილურის ნომერზე, ან whatsapp-ზე.

star icon 5.0 (3)
certificate icon 1
მომზადება ისტორიაში
მომზადება ისტორიაში

"რაც უფრო მეტი იცი წარსულზე, მით უფრო მზად ხარ მომავლისთვის" აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში. მეცადინეობების ხანგრძლივობა 1,5-2 სთ, მეცადინეობები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საჭიროების შემთხვევაში სამჯერ. სასწავლო მასალა შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამის მიხედვით. სურვილის შემთხვევაში მეცადინეობების ჩატარება შესაძლებელია ონლაინ ფორმატშიც. სურვილი+შრომისმოყვარეობა+თანამშრომლობა+მრავალფეროვანი ტესტები=გარანტირებული შედეგი. თუ მზად ხარ მუშაობისთვის, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა, ერთად გავივლით ისტორიის ლაბირინთებს. იცოდე შენ ამას შეძლებ.

ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ისტორიაში
ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება ისტორიაში

? მზადება 2026–2027 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის! ვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში ეროვნული გამოცდების პროგრამის, თანამედროვე მეთოდოლოგიისა და პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების გამოყენებით. ? სასწავლო პროცესი მოიცავს: • კვირაში 2 მეცადინეობას; • ხანგრძლივობა: 1 სთ. 30 წთ.–2 სთ.; • მცირე ჯგუფებს - მაქს. 4–5 მოსწავლე; • ვიზუალურ და ინტერნეტრესურსებს; • პრაქტიკულ მუშაობას ისტორიულ წყაროებზე, რუკებზე, ქრონოლოგიასა და საგამოცდო დავალებებზე; • ეროვნული გამოცდის ფორმატთან მიახლოებულ მოდელირებულ ტესტირებასა და შედეგების ანალიზს; • საგამოცდო სტრატეგიებზე მუშაობას. ? მეცადინეობის ადგილები: • თავისუფლების მოედანი — მეტროს მიმდებარედ; • მოსკოვის გამზირი, 124-ე სკოლასთან; • ? ონლაინ. ? ჩემ შესახებ: • თსუ - ისტორიის ბაკალავრი; • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - მკვლევარი/მედიევისტი; • სერტიფიცირებული პედაგოგი ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; • ერთიანი ეროვნული გამოცდების შეფასების ექსპერტი/გამსწორებელი; • აბიტურიენტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ?მიზანი: არა მხოლოდ მასალის დაზეპირება, არამედ მისი სიღრმისეული გააზრება, პრაქტიკაში გამოყენება და მაღალი საგამოცდო შედეგისთვის მომზადება. ? საფასური განისაზღვრება ფორმატისა და გრაფიკის მიხედვით.

მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში
მოსწავლეებისა და აბიტურიენტების მომზადება ისტორიაში

მოვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ისტორიაში. ვარ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების სერთიფიცირებული უფროსი მასწავლებელი. ვმუშაობ საჯარო სკოლაში. მონაწილეობას ვიღებ ეროვნული გამოცდების გასწორებაში. მომზადება შესაძლებელია, როგორც ადგილზე მისვლით, ისე online რეჟიმში, ინდივიდუალურად და ჯგუფში. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში 2-ჯერ (საჭიროების შემთხვევაში 3-ჯერ) და გაგრძელდება 1,5 საათი. სასწავლო პროცესი მოიცავს როგორც თეორიული მასალის გააზრებასა და ათვისებას, ისე წყაროებზე, რუკებზე, პლაკატებზე, სქემებსა და ილუსტრაციებზე მუშაობას. მოტივაციით, პასუხისმგებლობითა და ერთობლივი მუშაობით აუცილებლად გვექნება სასურველი შედეგი.

ისტორიაში მომზადება
ისტორიაში მომზადება

თავს გაბეზრებს თარიღებისა და სახელების დაზეპირება? დაიწყე ეროვნული გამოცდებისთვის მზადება ჩვენთან და თავდაჯერებულმა შეაბიჯე გამოცდაზე! ისტორია არა დაზეპირება, კაცობრიობის განვლილი გზის, ამ განვითარებული მოვლენებისა და პროცესების გააზრებაა. სწორედ ეს უწყვეტი ჯაჭვი ქმნის თანამედროვეობას. რას გთავაზობთ? - უფროსი მასწავლებლი. - აბიტურიენტებთან მუშაობის 4-წლიანი წარმატებული გამოცდილება. - თსუ-ის დოქტორანტურის სტუდენტი. - სასკოლო პროგრამისა და ეროვნული გამოცდების ტესტების საფუძვლიანი, გასაგები განხილვა. - კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარება. ფორმატი: - კვირაში 2-ჯერ, 2-საათიანი დინამიკური და მეგობრული გაკვეთილები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: - ნოდარ კირთაძე

ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი
ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი

მოვამზადებ აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის. ახალი სასწავლო წლისთვის ვიწყებ ჯგუფების დაკომპლექტებას ისტორიასა ვამზადებ როგორც მოსწავლეებს, ისე - აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდისათვის. ვარ მოქმედი, სერტიფიცირებული, უფროსი მასწავლებელი. მოსწავლეებს ვაწვდი მრავალი სახის სისტემურად / თემატურად დამუშავებულ წყაროსა და დამხმარე ლიტერატურას, რაც ყოველთვის აისახება მათ მაღალ შედეგებზე. კვირაში ორი გაკვეთილი, გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეთნოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - შუა საუკუნეების მკვლევარი; ჩაბარებული მაქვს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში; მაქვს აბიტურიენტებთან მუშაობის გამოცდილება;

მოვამზადებ ისტორიაში/ისტორიის რეპეტიტორი
მოვამზადებ ისტორიაში/ისტორიის რეპეტიტორი

გახლავართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ბაკალავრიისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუა საუკუნეების კვლევების მაგისტრატურის კურსდამთავრებული. ასევე, ვმუშაობ სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. მაქვს სწავლების გამოცდილება. საგაკვეთილო პროცესში ვიყენებ სწავლის უახლეს მეთოდებს. მოვამზადებ როგორც აბიტურიენტებს ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, ისე ჩვეულებრივ მოსწავლეებსაც. მომზადება ხდება ბინაზე მისვლით ან ონლაინ. სწავლების პროცესში ვაქცენტირდებით უფრო მეტად ანალიტიკურ ფაქტორზე, ვიდრე ფაქტების დაზეპირებაზე. სწავლების ენა შეიძლება იყოს როგორც ქართული, ისე - ინგლისური.

ისტორიის რეპეტიტორი
ისტორიის რეპეტიტორი

ისტორიის ეროვნული გამოცდის პროგრამის სრულყოფილი გავლა; კურსი მოიცავს: • თემების დეტალური ახსნა და ანალიზი; • ისტორიული წყაროებისა, რუკების დამუშავება; • მოვლენის ანალიზი; • პირადად შედგენილი ტესტებისა და გამოცდის ფორმატის პრაქტიკა; • ინდივიდიალური მიდგომა თითოეულ მოსწავლესთან; • ისტორიული ფაქტების მიზეზ-შედეგობრივი კავშირების განსაზღვრა; • ერთიანი ეროვნული გამოცდის ფორმატთან შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, მაღალი შედეგის მისაღწევად; სწავლის შედეგები • ეროვნული გამოცდისთვის საჭირო თეორიების საფუძვლიანი ცოდნა; • ისტორიული მოვლენების ანალიზისა და შეფასების უნარის განვითარება; • მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სწორად განსაზღვრა; • თავდაჯერებულობა და ეფექტიანი დროის მართვა გამოცდის პროცესში; სასწავლო პროცესი • გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური სწავლება, თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობაა 1,30 - 2 საათი; როგორც ონლაინ ასევე ოფლაინ რეჟიმში; გთხოვთ, დამატებითი ინფორმაციისთვის, დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ნომერზე. სწავლის ღირებულება შეადგენს თვეში 120 ლარს; განათლება: • საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის ისტორიის დოქტორანტი; პროფესიული გამოცდილება: - სამ წლიანი გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლექტორის პოზიციაზე მუშაობის; საგნები: • დიპლომატიის ისტორია; • კონფლიქტის ფსიქოლოგია;