მოგესალმებით! გთავაზობთ მათემატიკაში მომზადებას როგორც სასკოლო მასალის გასამყარებლად, ისე კონკრეტული საჭიროებებისა და მიზნების მიხედვით. თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურად ვადგენ სასწავლო გეგმას, რომელიც მის ცოდნასა და შესაძლებლობებზეა მორგებული. მოსწავლეებთან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება მაქვს. ვმუშაობდი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, ვეკუა-კომაროვის შაბათის სკოლის მოსწავლეებთან და ასევე ვამზადებდი მოსწავლეებს კომაროვის სკოლაში მისაღები გამოცდებისთვის. დავამთავრე ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა, ხოლო შემდეგ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის მიმართულებით. ამჟამად საგანმანათლებლო სფეროში მენტორად ვაგრძელებ მუშაობას, რაც კიდევ უფრო მეხმარება მოსწავლეებთან ეფექტური კომუნიკაციისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის შექმნაში. გაკვეთილები ტარდება ონლაინ, ინდივიდუალურად.
თქვენი უკუკავშირი მიღებულია.
დაფიქსირდა შეცდომა.