Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

მათემატიკის მასწავლებელი

აღწერა

დავამთავრე კომაროვის საჯარო სკოლა და ამჟამად ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებს მათემატიკაში. ​ჩემი მიზანია, მათემატიკა ბავშვისთვის იყოს მარტივი, გასაგები და საინტერესო საგანი. მეცადინეობები ჩატარდება მშვიდ, მეგობრულ გარემოში და თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად მორგებული ტემპით.

სწავლების მიმართულება  icon
სწავლების მიმართულება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები (I - VI კლასი) საბაზო საფეხურის მოსწავლეები (VII - X კლასი) საშუალო საფეხურის მოსწავლეები (X - XI კლასი)
სწალების ფორმატი icon
სწალების ფორმატი
ონლაინ მოსწავლესთან ბინაზე მისვლით
clock icon
ორშ / პარ
09:00 -
კვირა
08:00 -

მდებარეობა

გადახდის მეთოდები

Cash Payment icon ნაღდი ფულით
Transfer Payment icon გადარიცხვით
შეტყობინება

თუ განცხადება შეიცავს არასწორ ინფორმაციას გთხოვთ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას, მადლობას გიხდით აქტიურობისთვის.

თქვენი უკუკავშირი მიღებულია.

დაფიქსირდა შეცდომა.

მსგავსი განცხადებები
verify badge პრემიუმი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები
pin თბილისი
მომზადება მათემატიკაში, კალკულუსი და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები

მომზადება - სწავლება შემდეგ საგნებში: მათემატიკა, კალკლუსი, კალკულუსი I, კალკულუსი II, კალკულუსი III, წრფივი ალგებრა და ანალიზური გეომეტრია, სტატისტიკა, დიფ განტოლებები და ფიზიკა ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების მიხედვით. მიიღებიან მოსწავლეები და სტუდენტები შესაბამისი საგნის მიხედვით. მოსწავლეებისთვის მომზადება მათემატიკაში და ფიზიკაში IB DP (International Diploma Program). მომზადება IGCSE (International General Certificate of Secondary Education) A and As levels გამოცდებისთვის - მათემატიკა და ფიზიკა. მომზადება SAT(Scholastic Assessment Test) და PSAT გამოცდებისთვის - მათემატიკა. მომზადება EJU (Examination for Japanese University Admission for International Students) გამოცდებისთვის - მათემატიკა, მომზადება Gaokao 高考 (China's National Higher Education Entrance Examination) გამოცდებისთვის - მათემატიკა. სტუდენტებისთვის მომზადება კალკულუსში, წრფივი ალგებრაm ანალიზური გეომეტრია და სხვა უმაღლესი მათემატიკის საგნები, მომზადება GRE Advanced Physics Test. მომზადება GRE Mathematics Subject Test. მიღება ხდება წინასწარი გასაუბრების საფუძველზე.

profile avatar
გიორგი
star icon 5.0 (6)
certificate icon 3
verify badge პრო
მათემატიკის რეპეტიტორი
მათემატიკის რეპეტიტორი

მათემატიკაში მოვამზადებ: მოსწავლეებს, აბუტურიენტებს , სტუდენტებსა და მასწავლებლებს (ქართულ/ინგლისურ/რუსულ/გერმანულ ენოვანს) როგორც ეროვნული, ასევე უცხოური გამოცდებისთვის (ეროვნული პროგრამა, IB, SAT, Linear Algebra, Differential Calculus, Stats and Probability). ყველას ვთავაზობ უფასო საცდელ გაკვეთილს/გასაუბრებას, რომელიც ძალიან სასარგებლო და საინტერესო იქნება მოსწავლეებისთვის. დავმთავრე კომაროვი, შემდეგ NRNU. მაქვს 20 წლიანი გამოცდილება. უმაღლესი ქულა მასწავლებლის გამოცდაში. მოსწავლეთა შედეგები: ყველა აბიტურიენტმა მოიპოვა გრანტი ეროვნულ გამოცდებში, უმაღელსი შეფასება - 7 IB Mathematics HL დასკვნით გამოცდაში. გამოცდილებით დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ მოსწავლეს ერთ წელიწადშიც შეუძლია მაღალი ქულების მოპოვება, თუნდაც არ ჰქონდეს თვალსაჩინო მიღეწევები სკოლაში. სწავლა იქნება საინტერესო და სახალისო.

პრო
მათემატიკის მასწავლებელი.
მათემატიკის მასწავლებელი.

გამარჯობა! მოვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს მათემატიკაში, მხოლოდ ონლაინ ფორმატში. მაქვს 5 წლიანი გამოცდილება, დავამთავრე ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლა და ახლა ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. გაკვეთილებზე ვმუშაობ როგორც სასკოლო მასალის გასამყარებლად, ასევე გამოცდებისთვის მოსამზადებლად. მასალის ახსნისას ყოველთვის ინდივიდუალურად ვერგები თითოეული მოსწავლის საჭიროებას. გთავაზობთ 1 უფასო საკონსულტაციო გაკვეთილს, რომელიც დაგვეხმარება გეგმების დასახვაში. ფასები(1 გაკვეთილის): მე-7 კლასი - 20 ლარი(8 გაკვეთილი - 160 ლარი) მე-8 კლასი - 22.5 ლარი(8 გაკვეთილი - 180 ლარი) მე-9 კლასი - 22.5 ლარი(8 გაკვეთილი - 180 ლარი) მე-10 კლასი - 25 ლარი(8 გაკვეთილი - 200 ლარი) მე-11 კლასი - 25 ლარი(8 გაკვეთილი - 200 ლარი) სტუდენტი - 50 ლარი თითოეული გაკვეთილის ხანგძლივობაა საათანახევარ, საჭიროებისამებრ, ვამატებ უშუალოდ გაკვეთილზე. ასევე, შემიძლია, შემოგთავაზოთ, შერეული პრინციპით სწავლება: კვირაში 2 ჯერ მათემატიკა, ხოლო 1 ხელ - ფიზიკა. ფიზიკის გაკვეთილის ხანგძილოვობა 1 საათი იქნება, ხოლო გაკვეთილი 15 ლარი.

star icon 5.0 (1)
პრო
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის
მათემატიკის რეპეტიტორი მოსწავლეებისა და აბიტურიენტთათვის

ვამზადებ მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს მათემატიკაში. მაქვს სწავლების 15 წლიანი გამოცდილება, მოსწავლეებზე მორგებული, თანამედროვე სწავლების მეთოდებით. სკოლის მოსწავლეებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 3 გაკვეთილი (გაკვეთილების რაოდენობა იზრდება მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, თუმცა გაკვეთილების რაოდენობის ზრდა ფასზე გავლენას არ ახდენს). აბიტურიენტებისათვის კვირაში ტარდება მინიმუმ 4 გაკვეთილი ( საჭიროების შემთხვევაში 5-6 გაკვეთილი, ხოლო გამოცდებამდე 1 თვით ადრე მეცადინეობა მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში. გაკვეთილების რაოდენობის ზრდა არ იწვევს ფასის ცვლილებას). ლოკაცია: გლდანი / ლოკაცია მარტივად მოსაგნებია, რადგან მდებარეობს ავტობუსის გაჩერებასთან 50 მეტრში, გზის პირას. სკოლის მოსწავლეებისათვის (მეთერთმეტე კლასის ჩათვლით) გაკვეთილების თვიური ღირებულებაა 90-110 ლარი, ხოლო აბიტურიენტთათვის 160 ლარი. დეტალებისათვის დამიკავშირდით ნომერზე.

პრო
მათემატიკაში მომზადება
მათემატიკაში მომზადება

მოგესალმებით! ვამზადებ სკოლის მოსწავლეებსა და ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს მათემატიკის შესწავლა. სწავლება შესაძლებელია ზაფხულის პერიოდშიც. თითოეულ მოსწავლესთან ვმუშაობ ინდივიდუალურად. სკოლის პროგრამის პარალელურად, ვიყენებ სხვადასხვა დამხმარე ლიტერატურას: ღვაბერიძე, თოფურია, გოშხეთელიანი, ნურკი, გოგიშვილი და სხვა. გაკვეთილებზე ვცდილობ, თბილ, მეგობრულ და მოტივირებულ გარემოში შევუწყო ხელი მოსწავლეს. ამავდროულად, ვარ შედეგზე ორიენტირებული და მომთხოვნი. ვიყენებ დამატებით სავარჯიშოებს, ვაძლევ დამატებით დავალებებსა და ვატარებ შემაჯამებელ წერებს ცოდნის გასამყარებლად. გაკვეთილები ტარდება მხოლოდ დისტანციურად, კვირაში 2-ჯერ ან 3-ჯერ, მოსწავლის სურვილისა და საჭიროების მიხედვით. ერთი გაკვეთილის ღირებულებაა: 1 საათი — 25 ლარი, ხოლო 1 საათი და 20 წუთი — 30 ლარი. აბიტურიენტებისა და სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მეცადინეობა (1 საათი და 20 წუთი) — 35 ლარი. დამთავრებული მაქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი მოპოვებული მაქვს ეკონომიკის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მაქვს 6-წლიანი სამუშაო გამოცდილება მოსწავლეებთან, აბიტურიენტებთან და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებთან. ვმუშაობდი მოსწავლეთა მოსამზადებელ ცენტრში „IQ აიქიუ“, ამჟამად ვასწავლი კერძო სკოლა „ფესვებში“. ჩაბარებული მაქვს დაწყებითი საფეხურის მათემატიკის (I-VI) მასწავლებლის გამოცდა და გავდივარ მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამას, გავლილი მაქვს ცოდნის გაღრმავების ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში, დამიკავშირდით. გისურვებთ წარმატებებს!

star icon 4.9 (22)
certificate icon 4
video icon 3
მათემატიკაში მომზადება/SAT მათემატიკა
მათემატიკაში მომზადება/SAT მათემატიკა

გამარჯობა, ვარ კომაროვის კურსდამთავრებული და ამჟამად ვსწავლობ ელექტრო ინჟინერიის ბაკალავრიატზე 100% გრანტით. მაქვს რეპეტიტორობის 4 წლიანი გამოცდილება, ვამზადებ მაღალი კლასის და უნივერსიტეტის სტუდენტებს. SAT Math სექციაში მიღებული მაქვს მაქსიმალური 800 ქულა. მოსწავლეებს ვეხმარები აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და მათემატიკის სიღრმისეულად, გააზრებულად შესწავლაში. ძირითადი მიმართულებები რასაც ვასწავლი არის: SAT Math: ტესტის სპეციფიკური სტრატეგიები, ამოხსნის სწრაფი მეთოდები, დროის მენეჯმენტი და მაქსიმალურ ქულაზე ორიენტირებული მომზადება. ჩემი მოსწავლეების საშუალო ქულა არის 770+. ინგლისურენოვანი მათემატიკა: მათემატიკის სწავლება ინგლისურ ენაზე (საერთაშორისო სკოლების პროგრამები, IB / AP, ტესტებისთვის მზადება). საუნივერსიტეტო მათემატიკა (Calculus, Linear Algebra): სტუდენტების დახმარება უმაღლეს მათემატიკასა და გამოცდების მომზადებაში.

კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)
კერძო მათემატიკის მასწავლებელი (ონლაინ და ადგილზე მისვლით)

მათემატიკა რთულია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჯერ არ უპოვია თავისი მასწავლებელი, ამიტომ მე, როგორც 17-წლიანი გამოცდილების მქონე სერტიფიცირებული პედაგოგი ნანა, გთავაზობთ მათემატიკის საფუძვლიან და შედეგზე ორიენტირებულ შესწავლას მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორი მიდგომით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ საგნის ათვისება, ამიტომ გაკვეთილებს ყოველთვის ინდივიდუალურად ვარგებ თითოეული მოსწავლის ტემპსა და საჭიროებებს. სასკოლო ასაკის ბავშვებს ვეხმარები პროგრამის დაძლევაში, ნიშნების გაუმჯობესებასა და ეროვნული გამოცდებისთვის უმაღლესი ქულების მისაღებად მომზადებაში, ხოლო სტუდენტებს ვთავაზობ უმაღლესი მათემატიკის, კალკულუსის, ალგებრისა და გეომეტრიის კურსებს შუალედური თუ ფინალური გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. ჩემთან ერთად ისწავლით რთული ფორმულების მარტივ ლოგიკად ქცევას ყოველგვარი სტრესისა და დაძაბულობის გარეშე, რაც ასობით ჩემს ყოფილ მოსწავლეს უკვე დაეხმარა სასურველ უნივერსიტეტში ჩარიცხვასა და დასახული მიზნების მიღწევაში. სწავლების ფორმატი, იქნება ეს ონლაინ თუ ადგილზე, შეთანხმებით გადაწყდება, ასე რომ, დეტალური ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნად შეგიძლიათ პირდაპირ დამიკავშირდეთ ნომერზე