საოცარი განცდაა, როდესაც ზამთრის ცივ საღამოს სახლში ბრუნდებით და სითბო და სიმყუდროვე გხვდებათ. რა თქმა უნდა ეს სიმყუდროვე არ არის შემთხვევითობა – ის სწორად დამონტაჟებული და მოვლილი გათბობის სისტემებს დამსახურებაა. გათბობის სისტემის გამართულობა კი პროფესიონალურ მომსახურებაზეა დამოკიდებული, რომელსაც გათბობის სპეციალისტები სერვისების დახმარებით გვთავაზობენ.
Servisebi.ge - ეს არის სივრცე, რომელიც არა მხოლოდ შესაძლებლობას გვაძლევს გავამარტივოთ სპეციალისტის მოძიება, არამედ საშუალებას გვაძლევს შევარჩიოთ სანდო და პროფესიონალი ხელოსნები.
პლატფორმა შესაძლებლობას გაძლევთ შეარჩიოთ სპეციალისტები სხვადასხვა ქალაქში ნებისმიერი მომსახურების მისაღებად, მათ შორის გათბობის სისტემების დასამონტაჟებლად და მოსავლელად. მეორე მხრივ პლატფორმა საშუალებას აძლევს სპეციალისტებს განათავსონ შეთავაზება ვებგვერდზე და მიაწოდონ მომსახურების ინფორმაცია დაინტერესებულ მომხმარებლებს. სერვისებზე პროფესიონალების ბაზა მუდმივად ახლდება და მომხმარებლებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ სასურველი სერვისით მრავალფეროვანი არჩევანიდან. ვებგვერდზე მომსახურების პირობებთან, ფასებთან და საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად შეხვდებით შეფასებების ფუნქციონალს, რაც კიდევ უფრო მეტად გიმარტივებთ სანდო და პროფესიონალი ხელოსნის მოძიების პროცესს.
გათბობის სისტემების სპეციალისტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საცხოვრებელი თუ კომერციული ფართების სითბოსა და კომფორტის უზრუნველყოფაში. მათი ძირითადი მოვალეობებია გათბობის სისტემების მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება. პროფესიონალი ხელოსნები პასუხისმგებელნი არიან სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც მოიცავს მილების, ბოილერების, რადიატორების და თერმოსტატების გამართულ მუშაობას. ისინი აფასებენ მომხმარებლის საჭიროებებს და სთავაზობენ მათთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებს.
გათბობის სპეციალისტის ძირითადი მიმართულებებია:
· ცენტრალური გათბობის ქვაბის მონტაჟი, დიაგნოსტიკა და შეკეთება: ცენტრალური გათბობის ქვაბის ხელოსანი მუშაობს, რათა თქვენი სისტემა იყოს ენერგოეფექტური და უსაფრთხო. ეს მოიცავს ქვაბის რეგულარულ გაწმენდასა და ტექნიკურ შემოწმებას.
· წყლის გამაცხელებლების მონტაჟი და მოვლა: წყლის გამაცხელებლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია. მათი სწორად მონტაჟი და რეგულარული შემოწმება უზრუნველყოფს თქვენს კომფორტს და ენერგიის ეკონომიას.
· გაზის გამათბობლების დამონტაჟება და მოვლა: გაზის გამათბობლები ერთ-ერთი პოპულარული გადაწყვეტილებაა გათბობისთვის. ხელოსანი უზრუნველყოფს, რომ სისტემა იყოს სწორად დამონტაჟებული და უსაფრთხო.
· გათბობის სისტემების გაწმენდა: ნებისმიერი სისტემა, იქნება ეს ცენტრალური გათბობა თუ დამოუკიდებელი ქვაბი, საჭიროებს პერიოდულ გაწმენდას, რათა თავიდან ავიცილოთ მწყობრიდან გამოსვლა და ენერგიის ზედმეტი ხარჯვა.
გათბობის სისტემების მუშაობის პრინციპის უკეთ გასაგებად გთავაზობთ ინტერვიუს პროფესიონალთან, რომელიც დეტალურად აგვიხსნის გათბობის მუშაობის მექანიზმს და გსათვალისწინებელ ფაქტორებს.
კახა ბერიძე 15 წლიანი გამოცდილების მქონე გათბობის სპეციალისტია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს ჩვენი ვებგვერდის მომსახურებით და მომხმარებლებს სთავაზობს გათბობის სისტემების მონტაჟს, შეკეთებასა და მოვლას. კახა გვიპასუხებს იმ კითხვებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად აინტერესებთ მომხმარებლებს:
რამდენი წელია მუშაობთ ამ სფეროში ?
ჩემი გამოცდილება დაიწყო 2009 წლიდან, 15-16 წელია ამ სფეროში ვარ. მაშინ არ იყო სპეციალისტების დიდი არჩევანი, ამიტომ მოგვიწია გაყიდვასთან ერთად ჩვენ თავად გაგვეწია სერვისი მომხმარებლებისათვის.
რომელ სისტემებს მოიცავს თქვენი სფერო?
ჩვენი მომსახურება მოიცავს ცენტრალური გათბობის ბოილერებს, საქვაბეებს, წყლის გამაცხელებლებს, გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებს, ასევე ელექტრო ენერგიაზე და მზის ენერგიაზე მომუშავე გამაცხელებლებს.
ყველაზე ხშირად რა პრობლემით მოგმართავენ?
ყველაზე ხშირად გამათბობელს ვერ რთავს მომხმარებელი.
როდესაც გამათბობელი გასულ სეზონზე გამორთო და შემდეგ აღარ იხმარა შიგნით არის გაფუჭებული გაზის აირი, რომელიც უნდა გამოიდევნოს („დაჰაერდეს“) გამათბობლის ჩასართავად. ძირითადად მსგავსი გამოძახებები გვაქვს.
თუ გახსოვთ პირველად როდის განათავსეთ განცხადება სერვისებზე?
თუ არ ვცდები 4-5 წლის წინ დამიკავშირდა წარმომადგნელი, რომელმაც მირჩია სერვისებზე განცხადების განთავსება, ტექსტიც შევარჩიეთ და ეს იყო რამაც განაპირობა შემდგომში მომხმარებლების მოზიდვა.
რა უნდა გავითვალისწინოთ წყლის გამაცხელებელის შეძენისას?
გამდინარე წყლის გამაცხელებლები არის ორი ტიპის: მექანიკური და ავტომატური მარეგულირებლით. ავტომატურ მარეგულირებლებს აქვს საშუალება წყლის წნევის ცვალებადობის მიუხედავად თვითონვე დაარეგულირონ ტემპერატურა. მექანიკურ წყლის გამაცხელებლებს აქვთ ესეთი პრობლემა, რომ წყლის ცვალებადობასთან ერთად იცვლის წყლის ტემპერატურად. თუ ძალიან ხშირია წყლის ცვალებადობა, ამ შემთხვევაში არაკომფორტულად ითვლება მსგავსი გამაცხელებელი, თუმცა სტაბილური წნევის შემთხვევაში კარგად მუშაობენ და რეკომენდაციას ვუწევთ.
რას გვეტყვით წყლის გამაცხელებელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით?
ხშირად გვესმის: მოხდა უბედური შემთხვევა, გაზის გაჟონვა და ა.შ. პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რომ წყლის გამაცხელებლები, რომლებიც იყიდება ბაზარზე არის ღია წვის კამერის. ღია წვის კამერა ნიშნავს, იმას რომ მას არ აქვს მეორე, დამატებითი მილი. ამის გამო, ნიავის ან ქარის დროს შესაძლებელია CO დააბრუნოს უკან და შემოიტანოს ოთახში, რაც ხშირად სავალალო შედეგით სრულდება. დახურული წვა არის მეორე, განახლებული ტიპის გამაცხელებელი, რომელიც ჟანგბადს იღებს გარედან და ნახშირორჟანგსაც წნევით გაიტყორცნის გარეთ. ის სახლში ინსტალაციის დროსაც კი არის აბსოლიტურად უსაფრთხო.
როგორ შევარჩიოთ ენერგო ეფექტური გათბობა სახლისთვის ?
თუ ენერგო ეფექტურებაზე მიდგება საქმე ამ შემთხვევაში ჰელიო სისტემებს ვერაფერი აჯობებს. ენერგოეფექტურობისათვის ასევე, მნიშვნელოვანია განისაზღვროს თბოიზოლაცია. საერთო საცხოვრებელს გაცილებით დიდი თბოიზოლაცია აქვს ვიდრე კერძო სახლს ან ობიექტს. ფართის თბოიზოლაციის მიხედვით იგეგმება სწორად, თუ როგორი რადიატორი შეირჩეს კონკრეტული ოთახებისთვის.
რაც შეეხება მასალას, დიდი მნიშვნელობა აქვს რა მასალისგან მზადდება თითოეული რადიატორი. იქნება ეს პანელური რადიატორი თუ სექციური რადიატორი. მეტალი არის უკეთესი ხარისხითაც, ექსპლუატაციის ხანგრძლივობითაც და თბოენერგიითაც.
რა განსხვავებას ხედავთ მომხმარებელთან კომუნიკაციაში მას შემდეგ, რაც სერვისებს იყენებთ?
მნიშვნელოვანი გახდა როგორ აღიქვამს მომხმარებელი მომსახურებას. მომხმარებელი როდესაც მირეკავს, უკვე თვითონვე მეუბნება, იცით რა, მე თქვენი ნომერი ვნახე, ყველაზე მეტი რევიუ გქონდათ, კომენტარებმა დამაინტერესა და ამიტომ გირეკავთ თქვენ, ე.ი. კარგი სპეციალისტი ბრძანდებით. როგორც ჩანს შეფასებებს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
რა პრობლემებია "კარმა" სისტემებთან ზამთარში?
კარმის მონტაჟში პრობლემას წარმოადგენს წვის კამერა. ნახშირორჟანგს გამოყოფს „ფარსონკა“ რომელიც დევს წვის კამერაში და იმ კარმებს რომელსაც წვის კამერა აქვს უკან იკეთებს ბზარებს. ეს ბზარი დროთა განმავლობაში იკეთებს შოვს საიდანაც უშვებს CO-ს. მართალია იმ რაოდენობით არა, რამდენსაც მაგალითად გაზქურა, თუმცა გარკვეულ რაოდენობას უშვებს.
რა ჯდება ქვაბის შეკეთება?
ეს ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა. ქვაბის შეკეთება დამოკიდებულია მისი დაზიანების ხარისხზე. ვიზიტის ღირებულება არის 50 ლარი. იმ შემთხვევაში თუ არ არის საჭირო რაიმე ნაწილის შეცვლა, ან დამატებითი სამუშაოს ჩატარება იხდიან მხოლოდ ვიზიტის თანხას.
როდის სჭირდება ქვაბის ნაწილს ჩანაცვლება და როდის შეკეთება?
თუ დეტალი მწყობრიდან მნიშვნელოვნად არის გამოსული ამ შემთხვევაში საჭიროა მისი გამოიცვალოს. თუმცა, არის ნაწილები ქვაბში, რომლებიც ძირითად ექვემდებარება შეკეთებას. ასე ვანგარიშობთ, რომ მინიმუმ 50% ფასის სხვაობა მაინც უნდა მოგვცეს ძველმა ნაწილმა ახლისგან განსხვავებით იმისათვის რომ შევაკეთოთ.
რას ურჩევდით სხვა პროფესიონალებს სერვისებიდან?
ვიყოთ ბოლომდე პასუხისმგებელი მომხმარებელთან ურთიერთობაში. თუ რამეს ვაკეთებთ, თუ რამე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ, ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ჩვენი საქმე. გამოცდილებას ყოველდღიურად ვიღებთთ და რაღაც დონეზე არ ვჩერდებით. მადლობა SERVISEBI.GE-ს რომ მომცა საშუალება ჩემი თავი კარგად გამეცნო მომხმარებლებისათვის.
გათბობის სისტემების სწორად მონტაჟი და მოვლა თქვენი სახლის კომფორტისა და უსაფრთხოების ძირითადი ფაქტორია. სერვისებზე, კახასთან ერთად ათეულობით გამოცდილი სპეციალისტი დაგეხმარებათ მიიღოთ სასურველი მომსახურება გათბობის ნებისმიერი საჭიროებისათვის. გამოიყენეთ servisebi.ge და მიეცით საკუთარ თავს შესაძლებლობა, დაზოგოთ დრო და რესურსები, ხოლო თქვენი სახლი იყოს თბილი და კომფორტული მთელი წლის განმავლობაში.
Servisebi.ge - ყველა მომსახურება ერთ სივრცეში!
სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=ZnBtN-XTZLY
პირველი ცნობილი ამწე მანქანა იყო შადუფი, წყლის ამწევი მოწყობილობა, რომელიც გამოიგონეს ძველ მესოპოტამიაში. სამშენებლო ამწეები მოგვიანებით გაჩნდა ძველ საბერძნეთში, სადაც მათ ამუშავებდნენ ადამიანები ან ცხოველები და იყენებდნენ შენობების მშენებლობისას. უფრო დიდი ამწეები, მოგვიანებით შეიქმნა რომის იმპერიაში, ამისთვის გამოიყენეს სარბენი ბორბლები, რაც უფრო მძიმე სიმძიმის აწევის საშუალებას იძლეოდა.
შუა საუკუნეებში ნავსადგურის ამწეები შემოიღეს გემების ჩასატვირთად და განტვირთვისთვის და მათ მშენებლობაში დასახმარებლად - ამწეებში ზოგი ქვის კოშკებში იყო ჩაშენებული დამატებითი სიმტკიცისა და სტაბილურობისთვის.
ამწეების გამოგონებამ კაცობრიობას გაუადვილა საქმე, რადგან მათ გარეშე ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და აწევა ადამიანის ხელით უნდა მომხდარიყო, ამ პროცესს მეტი დრო სჭირდებოდა და მთელი სისტემა საერთოდ არ იყო ეფექტური.
თანამედროვე ამწე კრანების საშუალებით, შესაძლებელი ხდება ისეთი რთული სამუშაოების შესრულება, რომლებიც ხელით თითქმის წარმოუდგენელია. ბლოგში განვიხილავთ ამწე კრანების ტიპებს, მათ მახასიათებლებს, გამოყენების სფეროებსა და უპირატესობებს.
როდის გამოიგონეს თანამედროვე ამწეები ?
ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამწეების გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა ცათამბჯენებისა და უზარმაზარი ქალაქების აშენება.
ამწე კრანი არის მანქანა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ტიპის და ზომის ტვირთების გადასაადგილებლად , როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად. მოწყობილობა იყენებს ერთ ან რამდენიმე მარტივ მექანიზმს როგორიცაა ბერკეტი და საბურველი , რათა შექმნას მექანიკური უპირატესობა თავისი სამუშაოს შესასრულებლად. ამწე კრანი ჩვეულებრივ გამოიყენება ტრანსპორტირებაში ტვირთის დატვირთვისა და გადმოტვირთვისთვის, სამშენებლო მასალების გადაადგილებისთვის და წარმოებაში მძიმე აღჭურვილობის აწყობისთვის.
როგორი ტიპის ამწეები არსებობს და რისთვის გამოიყენება ის ?
ამწე კრანების სხვადასხვა ტიპი არსებობს და მათი გამოყენებაც განსხვავდება სამუშაო პროცესების სპეციფიკიდან გამომდინარე. თითოეულ მათგანს აქვს უნიკალური დანიშნულება, რაც დამოკიდებულია ტვირთამწეობაზე, გადაადგილების შესაძლებლობებზე და სამუშაო გარემოზე. მათ შორის:
20-ე საუკუნის დასაწყისში, ჰიდრავლიკური და ელექტრომექანიკური სისტემების განვითარებამ შესაძლებელი გახადა უსაფრთხო და მობილური ამწე კალათების შექმნა. თავდაპირველად, ისინი ძირითადად გამოიყენებოდა მშენებლობაში, ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში და სამაშველო ოპერაციებში.
ამწეები არის ე.წ სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შექმნილია განსხვავებული მახასიათებლებით და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროში ისეთ სიმაღლეზე სამუშაოების შესასრულებლად, სადაც კიბის გამოყენებით ძნელად თუ მოხვდებით. ამწე კალათა, სწორედ ერთ-ერთი ასეთია. კალათის ამწეებს, რომლებსაც ხშირად ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში, აქვთ განსხვავებული მახასიათებლები მათი გამოყენების არეალის მიხედვით. ამწე კალათის გამოყენებით, მარტივდება მაღალსართულიანი შენობების ფასადების მოწესრიგება, ელექტრო და ინტერნეტ კაბელების მოწესრიგება, ტექნიკური სამუშაოების შესრულება, სარეკლამო ბანერების დამონტაჟება, სარემონტო სამუშაოების შესრულება და სხვა.
რა არის ამწე კალათა?
ამწე კალათები შეიძლება განისაზღვროს, როგორც ამწეები, რომლებიც განლაგებულია კალათების სახით სატვირთო მანქანებზე ან ანალოგიურ ოთხ ბორბლიან სატრანსპორტო საშუალებებზე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ამწე კალათა არის ასაწევ მექანიზმზე დამონტაჟებული ტექნიკური პლატფორმა, რომელსაც შეუძლია სწრაფად იმოძრაოს სხვადასხვა სირთულის სიმაღლეზე. იგი გამოიყენება ნივთების გადასატანად სიმაღლეზე, რომელთა გადატანა შეუძლებელია კიბის გამოყენებით ან ფიზიკურად მუშაობით. ამწე კალათა უზრუნველყოფს ოპერატორების უსაფრთხო მუშაობასაც ისეთ სიმაღლეებზე, სადაც ძნელად არის მიდგომა შესაძლებელი.
როდესაც საქმე ეხება სამუშაო ადგილების უსაფრთხო წვდომას, ამწე კალათა არის მრავალმხრივი და აუცილებელი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიებში, მათ შორის სამშენებლო და სამრეწველო სფეროში. ამწე კალათები უზრუნველყოფს პერსონალისთვის სტაბილურ და უსაფრთხო პლატფორმას, რაც მათ საშუალებას აძლევს შეასრულონ დავალებები სიმაღლეებზე, რომელთა მიღწევა სხვაგვარად რთულია.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, როგორიცაა ხარაჩოები და საჰაერო სამუშაო პლატფორმები, ამწე კალათებს ხშირად ანიჭებენ უპირატესობას ისეთ სამუშაო პროცესებში, სადაც გადამწყვეტია სწრაფი გადაადგილება. პოზიციონირების მოქნილობა და მინიმალური დაყენების დრო. მაგალითად, ამწე კალათები იდეალურია პროექტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ ხშირ გადაადგილებას სხვადასხვა სიმაღლეზე ან დახურულ სივრცეებში, სადაც ხარაჩოები არ შეიძლება ეფექტურად დამონტაჟდეს.
სად გამოიყენება ამწე კალათა აქტიურად ?
ამწე კალათები აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა სფეროებში, ეს ყველაფერი დამოკიდებულია ამწეს მოდელზე, მის ტექნიკურ მახასიათებლებსა და ადამიანის ან ბიზნესის საჭიროებებზე. მათ შორის ყველაზე ხშირად:
მნიშვნელობა არ აქვს, დღეა თუ ღამეა, ქალაქში ხარ თუ რეგიონში, საკურიერო მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს, უსაფრთხოდ და მცირე დროში მიიღოს ამანათი მითითებულ მისამართზე.
საკურიერო სერვისები, არაერთ ისტორიულ წყაროებში გვხვდება, რაც მიუთითებს ამ მომსახურების მრავალწლიან არსებობაზე. ძველ დროში კურიერი ჯერ კიდევ მესოპოტამიაში, ბაბილონსა და ეგვიპტეში არსებობდა. ძირითადად, მათი მოვალეობა, მნიშნელოვანი ბრძანებების და წერილების ადრესატამდე მიტანა იყო.
არსებობდნენ ე.წ მაცნეები, რომლებიც, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ გადასცემდნენ მნიშვნელოვან ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, თუ მაცნეს ევალებოდა სასწრაფო ცნობის გავრცელება, იყენებდნენ ცხენოსანი მაცნეების მომსახურებას.
მარათონი 26 მილის სიგრძეა კურიერის გამო. ცნობილი ძველი ბერძენი კურიერია ფეიდიპიდესი, რომელმაც როგორც ამბობენ, 26 მილი გაირბინა მარათონიდან ათენამდე, რათა მიეტანა ცნობა სპარსელებზე ბერძნების გამარჯვების შესახებ ძვ. წ. 490 წელს.
Wells Fargo იყო პირველი ოფიციალური საკურიერო სერვისი შეერთებულ შტატებში. 1858 წელს, Wells Fargo-მ ხელი შეუწყო Overland Mail Company - განთქმული "Butterfield Line" -ის შექმნას.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საკურიერო კომპანია, United Parcel Service (UPS), დაარსდა სიეტლში 1907 წელს ორი თინეიჯერი ბიჭის მიერ. ისინი ამანათებს ძირითადად ფეხით და ველოსიპედით აწვდიდნენ.
XXI საუკუნეში საკურიერო მომსახურება ონლაინ ვაჭრობასთან ერთად მნიშვნელოვნად განვითარდა. გაჩნდა ექსპრეს მიტანის, დრონებით მიწოდების და სხვა სერვისები, რამაც მნიშვნელოვნად განავითარა საერთაშორისო ვაჭრობა.
ვინ არის და რას აკეთებს კურიერი ?
კურიერი არის ადამიანი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის ამანათების დროულ და უსაფრთხო მიწოდებას. კურიერი ახორციელებს ამანათების ან ტვირთების ტრანსპორტირებას ერთი ადგილიდან მეორეზე უმოკლეს დროში. შესაბამისად, კურიერის ხშირად უწევს ისეთი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევა, რომელიც ამანათების უმოკლეს დროში მიწოდებას მოიცავს.
კურიერი ცნობილია მიწოდების სისწრაფით, საიმედოობითა და დეტალებისადმი ყურადღების მიქცევით. კურიერები ხშირად მუშაობენ კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში, როგორიცაა: ქალაქი ან რეგიონი, და კარგად ესმით ადგილობრივი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მარშრუტები.
ონლაინ შოპინგის ზრდისა და სწრაფი და ეფექტური მიწოდების სერვისების საჭიროების გამო, კურიერები თანამედროვე ეკონომიკის და სავაჭრო მიმართულების განუყოფელი ნაწილი გახდა. ისინი კომფორტს უქმნიან ბიზნესს და ადამიანებს სასურველი პროდუქტის სახლთან მიწოდებით.
კურიერი უზრუნველყოფს, რომ გამოძახებული ან შეძენილი პროდუქტები, მნიშვნელოვანი დოკუმენტები და სხვადასხვა ამანათები აუცილებლად მივა დანიშნულების წერტილამდე, უსაფრთხოდ და დროულად, რაც ხელს უწყობს სხვადასხვა ინდუსტრიის გამართულ ფუნქციონირებას და მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესებას.
რას მოიცავს სწრაფი მიტანის სერვისი ?
სწრაფი მიტანის სერვისი ყოველდღიურობას კიდევ უფრო ამარტივებს და აუცილებელია ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობისთვის, რადგან ეს უზრუნველყოფს მომხმარებლის კმაყოფილების შენარჩუნებას და ზრდას.
მნიშვნელობა არ აქვს, რა დროა, გემრიელი საკვები მოგინდა, სანატრელი ამანათი ჩამოგივიდა, ეზოს მოწყობა გადაწყვიტე და შესაბამისი ინსტრუმენტები არ გაქვს, ან მოულოდნელად ავტომობილისთვის ზეთის შეცვლა გჭირდება, რემონტის პროცესში საღებავი დაგაკლდა თუ სხვა, ყველა შემთხვევაში, დღესდღეობით სწრაფი მიტანის სერვისი საშუალებას გაძლევს გამოიძახო ის, რაც გჭირდება და კურიერის დახმარებით სასურველ მისამართზე მიიღო.
ტელევიზორი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი ტექნიკაა, არამარტო სახლში, არამედ სამუშაო, გასართობ და სხვა ტიპის სივრცეებში. ეს არის ელექტრონული მოწყობილობა, რომლის დახმარებითაც ადამიანი იგებს ახალ ამბებს, უყურებს ფილმებს, თვალს ადევნებს საინტერესო მოვლენებს ან ინტერნეტის ეპოქაში აქტიურად იყენებს სხვადასხვა დანიშნულებით. პირველად ტელევიზორი 1934 წელს დამზადდა გერმანიაში და ნელ-ნელა დაიწყო მისი გავრცელება აშშ-ში, ინგლისსა და სხვა ქვეყნებში.
დღესდღეობით ტელევიზორები იყოფა სხვადასხვა კატეგორიად მათი ტექნოლოგიის, ფუნქციების, ეკრანის ტიპის და გამოყენების მიხედვით. ეკრანის ტექნოლოგიის მიხედვით გვხვდება: LED, OLED, Plasma, LCD, QLED, MicroLED და სხვა.
ფუნქციონალის მიხედვით გვხვდება ისეთი ტიპის ტელევიზორები, როგორიცაა: Smart, Android, Google, Apple და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტელევიზორის მენიუ მარტივი ფუნქციონალით გამოირჩევა და მომხმარებელს საშუალება აქვს თავად მოახდინოს მისი ინსტალაცია. გამოცდილი სპეციალისტის მომსახურება ქმნის დამატებით კომფორტს და გთავაზობთ ხარისხიან მომსახურებას თუ თქვენი ტელევიზორის მონტაჟი, შეკეთება ან გასწორება გჭირდებათ.
რას მოიცავს ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება ?
არსებობს სხვადასხვა ტიპის და მოდელის ტელევიზორი. შესაბამისად, მათი შეკეთებისთვის საჭიროა, გამოცდილება და ცოდნა. ტელევიზორის ხელოსანი კი, ის ადამიანია, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია რომ დაზიანებული ან არეული პროგრამის მქონე ტელევიზორი სწორად და მცირე დროში შეაკეთოს. თუ ტელევიზორს უჭირს wifi-ქსელთან დაკავშირება, გამოსახულების ხმა არ ისმის ძველებურად და ეკრანიც ისე მკვეთრად აღარ აჩვენებს, როგორც აქამდე, ტელევიზორის ხელოსანი ყველა ამ პრობლემის მარტივად მოგვარებაში დაგეხმარებათ.
როდის ან სად შეიძლება ტელევიზორის ხელოსანი გამოვიძახოთ ?
თუ ტელევიზორი მოულოდნელად დაზიანდა შეგიძლია, ისარგებლო ხელოსნის გამოძახების მომსახურებით. ეს სერვისი, განსაკუთრებით კომფორტულია, რადგან არ გიწევთ ტელევიზორის მოხსნა და მისი გადატანა შესაბამის სერვის ცენტრში. ტელევიზორის ხელოსანი გამოძახებით, არის საუკეთესო სერვისი, რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე მიიღოთ გამოცდილი ტელევიზორის ხელოსნის მომსახურება. შეგიძლიათ ისარგებლოთ სერვისით არა მარტო, თბილისსა და ბათუმში, არამედ რუსთავში.