ინტერიერის დიზაინის საოცარი ნიმუშების ნახვის შემდეგ ნებისმიერ ჩვენგანს გასჩენია სურვილი თავადაც ასეთ კომფორტულ და მიმზიდველ ბინასა თუ სახლში ეცხოვრა.
თუ გსურთ გაიგოთ უფრო მეტი დეტალი ინტერიერის დიზაინზე, გაეცნოთ რჩევებს
ბინის დიზაინზე და შეიტყოთ მეტი, ვიდრე აქამდე იცოდით, გთავაზობთ რჩევებს და დეტალურ აღწერას, თუ რა არის ინტერიერის დიზაინი, რისთვისაა ის საჭირო, რამდენად ეფექტურია დიზაინერის მომსახურება და სხვა.
რა არის ინტერიერის დიზაინი ?
ისეთი სივრცის შექმნა, რომელიც ერგება ადამიანის სურვილებს და საჭიროებებს არც ისე მარტივია. მითუმეტეს, როცა ასეთ სივრცეში გათვალისწინებული უნდა იყოს მომხმარებლის პირადი სტილი, დიზაინის ტენდენციები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები.
ინტერიერის დიზაინი ეს არის ყოვლისმომცველი პროცესი ინტერიერის ე.წ შენობის შიდა სივრცის დაგეგმარების შესახებ. ის აერთიანებს მომხმარებლის სურვილებს, საჭიროებებს და უზრუნველყოფს მისთვის მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნას.
ვინ არის ინტერიერის დიზაინერი ?
ინტერიერის დიზაინერი არის სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სივრცის კონცეფციის შექმნას, მის ანალიზს და ეფექტურ დაგეგმვას. ინტერიერის დიზაინერი უნდა იყოს კრეატიული და ითვალისწინებდეს მომხმარებლის მოთხოვნებს ინდივიდუალურად. ინტერიერის დიზაინერი გეხმარებათ სწორად მოახდინოთ თქვენი შიდა და გარე სივრცის ე.წ
ექსტერიერის დიზაინის შექმნა. ინტერიერის დიზაინერს გავლილი აქვს ტრენინგები, მასტერკლასები და სხვადასხვა დამატებითი ლექციები, რომელიც მის ცოდნას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის და საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ თქვენს სასიკეთოდ.
ინტერიერის დიზაინერი უძღვება ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა:
- ბინის, სახლის ან სხვა სასურველი სივრცის ინტერიერის აზომვითი ნახაზების, რენდერების შექმნა და კონცეფციის განსაზღვრა;
- ფერების შერჩევა, როგორც კედლებისთვის ისე ავეჯის და აქსესუარებისთვის ;
- განათების შერჩევა და სტილის განსაზღვრა თუ რომელი განათების ტიპი იქნება ინტერიერში უკეთესი;
- სხვადასხვა კონკრეტული ოთახის ან სივრცის დიზაინის შექმნა, მაგალითად ზალის დიზაინი;
- სარემონტო პროცესის ზედამხედველობა და მუდმივი კომუნიკაცია ხელოსნებთან, დამკვეთთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან;
რა უნდა გაითვალისწინოთ კერძო სახლის ინტერიერის მოწყობის დროს ?
კერძო სახლის დაგეგმვა, არც ისე მარტივი საქმეა, ამიტომ მისი დიზაინის შექმნა ამ რთულ პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. პირველ რიგში, განსაზღვრეთ თქვენი საჭიროებები და მოთხოვნები. გაითვალისწინეთ, არსებული გარემო პირობები. სახლის მდებარეობა და მისი შემოგარენი, რადგან ეს დიდ გავლენას ახდენს საცხოვრებელი ფართის სწორად დაგეგმვაზე. ყურადღება მიაქციეთ ისეთ დეტალებს, როგორიცაა: შენობის სიმაღლე, მზის მიმართულებები და მიმდებარე ლანდშაფტი.
როგორ უნდა შევქმნათ თანამედროვე ინტერიერში ზალის დიზაინი ?
ზალა ეს არის სივრცე, სადაც სახლში, ხშირად ყველაზე მეტი ადამიანი იყრის თავს. სწორედ ამიტომ, ის უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული, მყუდრო, ფუნქციურად დატვირთული და ესთეტიკურად მიმზიდველი.
ზალის დიზაინის შექმნის პროცესში ხშირად გამოიყენება სხვადასხვა ელემენტები, მათ შორის დეკორატიული ან სხვადასხვა ფორმის
ჭერის დიზაინი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს თაღები, მრავალდონიანი ჭერი ან განათებისთვის სპეციალურად გამოყოფილი ჭერის ნაწილი.
რაც შეეხება, განათებას , ზალაში შეგიძლიათ გამოიყენოთ დეკორატიულ კედლებში ჩაშენებული განათება, რომელიც მრავალწერტილოვანია და ქმნის სიმყუდროვეს. ტექნოლოგიების ეპოქაში არსებობს ჭკვიანი განათების სისტემაც, რომელიც დროის მონაკვეთის შესაბამისად იცვლის ნათების ტიპს და არეგულირებს თქვენს სივრცეში სინათლის წყაროს.
ნუთუ რენდერი მართლა საჭიროა ?
კითხვაზე თუ რა არის რენდერი და რისთვისა ის საჭირო ბინის ინტერიერის დიზაინში ? პასუხი მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ.
რენდერი ეს არის კომპიუტერული გრაფიკა, რომელიც დიზაინის შექმნილ მოდელს გარდაქმნის საბოლოო ვიზუალურ გამოსახულებამდე. ამ დროს უფრო თვალსაჩინო ხდება სხვადასხვა შენობის, სახლის ან ბინის შექმნილი დიზაინი და მომხმარებელს უმარტივდება მისი აღქმა. 3d დიზაინერი კი არის არის გამოცდილი და მცოდნე სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა პროექტისთვის და დიზაინის შესაბამისად მის 3D ვიზუალიზაციის შექმნას.
რაც შეეხება ვერანდას და აივანს
ადამიანები ხშირად ვერანდას ან აივანს იყენებენ განსატვირთად და სიმყუდროვისთვის. შესაბამისად, ამ სივრცეების დიზაინის შექმნა მნიშვნელოვანი დეტალია და საჭიროებს ყურადღებას. დღესდღეობით
მრავალსართულიანი ბინების კვალობაზე უფრო მეტად აქტუალური საკითხია მცირე ზომის აივნის დაგეგმვა ისე რომ ის მოერგოს ჩვენს სურვილებს.
მცირე ზომის აივნის მოწყობის შემთხვევაში გამოიყენეთ სივრცის ყველა კუთხე. უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ მექანიზმებიან დაკეცავდი ფორმის ავეჯს. გამოიყენეთ ვერტიკალური ტიპის ან კედელზე დამონტაჟებული ინტეგრირებული LED განათება მცირე ზომის ნათურები, რაც მეტ სიმყუდროვეს და ჰარმონიულობას შესძენს თქვენს აივანს. დეკორატიული მწვანე მცენარეების გამოყენება კიდევ უფრო მყუდროს გახდის თქვენს გარემოს.
დეტალები რომლებიც მნიშვნელოვანია იქამდე, სანამ დაიქირავებთ დიზაინერს
ინტერიერის მოწყობის დროს აუცილებელია გვახსოვდეს თუ ვინ არის დიზაინერი, რა ფუნქცია-მოვალეობები აკისრია მას და რა საქმიანობას ემსახურება.
დიზაინერი ეს არის სპეციალისტი, რომელიც გამოირჩევა
კრეატიულობით,
გამოცდილებით და
ცოდნით. ის თქვენს საყვარელ სივრცეს მაქსიმალურად სურვილებზე მორგებულ და კომფორტულ გარემოდ აქცევს.
პროფესიული და სამუშაო გამოცდილება და უნარ-ჩვევები ინტერიერის დიზაინერს ყოველთვის ეხმარება, რომ თქვენი სურვილები სახლის დაპროექტების ნაწილში იყოს დახვეწილი და მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება.
სარემონტო სამუშაოები, ყოველთვის ასოცირდება დროის ზედმეტ დანაკარგთან, დაღლასთან, ხშირად ნერვიულობასა და ბიუჯეტის გაზრდასთან. დიზაინერი კი, ის ადამიანია, რომელიც, ამ ყველა საქმის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს.
მაშინ როცა, ნაკლებად ერკვევით სარემონტო მასალებში და
თანამედროვე დიზაინის ტენდენციებში, დამღლელია ავეჯის განლაგებაზე ფიქრი და სხვა საჭირო პროცესები, დიზაინერი იქნება ის ვინც დაგეხმარებათ მაქსიმალურად თქვენს სურვილებზე მორგებული თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ინტერიერის შექმნაში. შეგიმსუბუქებთ საქმეს და დაგიზოგავთ დროის დიდ რესურსს.
ხშირად, დიდ გამოწვევად იქცევა ხოლმე მცირე ფართის სწორად დაგეგმარება. გამოუცდელი ადამიანი კი, მსგავს შემთხვევებში მეტად ზარალდება. ამისთვის, უმჯობესია, გამოიყენოთ
დიზაინერის მომსახურება და სწორად დაგეგმოთ თქვენი სივრცე, რომელიც იქნება კომფორტული, ესთეტიკური და ფუნქციური.
სასურველი და გამოცდილი დიზაინერების შერჩევა შეგიძლიათ საიტზე
servisebi.ge აქ შესაძლებლობა გაქვთ, გაეცნოთ განცხადებებს და მომხმარებლის შეფასებებს, შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი დიზაინერი და დამატებით დეტალების დასაზუსტებლად გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია. საიტზე არ არის დადგენილი ფასები, თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ დიზაინერი მომსახურების სასურველი საფასურის და კონკრეტული შეთავაზების მიხედვით.