Notification bell icon add-icon განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

დიზაინერი

დიზაინერი ეს არის ადამიანი, რომელიც ქმნის და განსაზღვრავს სხვადასხვა ობიექტის სტრუქტურულ თვისებებს და დიზაინს. ინტერიერის დაგეგმარების დროს, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციალისტია. რაც შეეხება, ინტერიერის დიზაინერს, ეს არის ადამიანი, რომელიც სივრცის შიდა მოწყობას და დაგეგმარებას ახორციელებს. ამ შემთხვევაში, დიზაინერი ძირითადად ინტერიერს აფორმებს სხვადასხვა მასალებით, ავეჯით, დეკორით, განათებით და სხვა ელემენტებით. რა თქმა უნდა, მომხმარებლების მოთხოვნილებების, ცხოვრების სტილისა და ბიუჯეტის შესაბამისად. დიზაინერი ქმნის სივრცეს, რომ ის იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი, კომფორტული, ესთეტიკური და მორგებული მომხმარებლის სურვილებზე. გამოცდილ და პროფესიონალ დიზაინერს შეუძლია ნებისმიერი სივრცე აქციოს მიმზიდველ და განსხვავებულ გარემოდ.
პრო
ინტერიერის დიზაინის მომსახურება
ინტერიერის დიზაინის მომსახურება

„AM Interior Design Studio“ შეიქმნა იმისთის, რომ მომხმარებლებმა ისარგებლონ მაღალი კლასის მომსახურებით - გამორჩეულ და კომფორტულ გარემოში. ჩვენ ვგრძნობთ სტილს, ვეხებით ფერებსა და ფაქტურებს, ვფიქრობთ და ვგეგმავთ მასშტაბურად. ჩვენ ვართ საიმედო პარტნიორი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე და იგრძნოთ თავი ისე, როგორც არასდროს. ჩვენს მომახურებაში შედის: - აზომვითი ნახაზი - ტიხრების გეგმარება - ავეჯის განლაგება - 3D ვიზუალიზაცია - მუშა ნახაზები - სრული რემონტი - მასალების შერჩევაში მონაწილეობის მიღება - სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა

პრო
ინტერიერის დიზაინი და სრული საპროექტო მომსახურება
ინტერიერის დიზაინი და სრული საპროექტო მომსახურება

გსურთ სივრცე, რომელიც მხოლოდ ლამაზი კი არა, თქვენზე მორგებული, ფუნქციური და გამორჩეული იქნება? Decorate ქმნის ინტერიერს, სადაც ესთეტიკა, კომფორტი და პრაქტიკულობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს — იდეიდან საბოლოო შედეგამდე. რას მოიცავს ჩვენი მომსახურება? • სივრცის დაგეგმარება და ფუნქციური ზონირება • ინტერიერის კონცეფციისა და სტილის შექმნა • ინდივიდუალური დიზაინის შემუშავება • ფერთა პალიტრისა და მასალების შერჩევა • ავეჯის, განათებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა • დეტალური 3D ვიზუალიზაციები • ელექტროობის, განათებისა და სხვა საჭირო სამუშაო ნახაზების მომზადება ჩვენთვის კარგი ინტერიერი იწყება არა მხოლოდ ლამაზი იდეით, არამედ სწორად დაგეგმილი სივრცით. ამიტომ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით - ვითვალისწინებთ თქვენს ცხოვრების სტილს, საჭიროებებს, სურვილებსა და ბიუჯეტს. ჩვენი მიზანია, საბოლოო შედეგი ზუსტად ისეთი იყოს, როგორსაც პროექტის შექმნისას წარმოიდგენდით. ? ვმუშაობთ თბილისში და საქართველოს მასშტაბით ? დეტალური ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით Decorate - თქვენი სივრცე, ჩვენი დიზაინი

დიზაინერის მომსახურება

დიზაინერის მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველი სივრცის დაგეგმვა განახორციელოს მისი სურვილებიდან გამომდინარე. დიზაინერის მომსახურების ფარგლებში მომხმარებელი იღებს დაგეგმარებულ სივრცეს, სადაც ყველა დეტალი გათვლილი და გათვალისწინებულია. დიზაინერის მომსახურება მოიცავს ისეთ სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა: 
  • აზომვითი ნახაზის შექმნა;
  • სივრცის გეგმარება და ტიხრების მოწყობა;
  • ავეჯის განლაგების გეგმის შედგენა;
  • განათების და მასალების სწორად შერჩევა;
  • ჭერის, კედლების და იატაკის განშლების შექმნა;
  • 3D ვიზუალიზაცია, რენდერის შექმნა;
  • საპროექტო ნახაზების (ელექტროობა, სანტექნიკა) შედგენა;
  • საჭირო მასალების შერჩევა და სამუშაოს შესრულების ზედამხედველობა. 
ამის გარდა, დიზაინერის მომსახურება მოიცავს არამხოლოდ ინტერიერის არამედ, ექსტერიერის და სხვა სასურველი სივრცის მოწყობას. 

მომხმარებლის შეფასებები

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
ნათია
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
2 თვის წინ

ზუსტად იყო გათვალისწინებული ჩვენი სურვილები, იყო მარტივი კომუნიკაცია და შედეგი ძალიან სწრაფი, ხარისხიანი და ზუსტად ისეთი...

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
თამარ
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

პროფესიონალი და თავის საქმის მცოდნე. რამდენჯერმე დამეხმარა და ისეთი საქმე გააკეთა, რასაც ბევრი პროფესიონალი ვერ შეძლებდა...

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
ელენე
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

დიდი რეკომენდაცია გიორგის, საქმის პროფესიონალი და პასუხისმგებელიანი არქიტექტორი

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
ნიკო
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
3 თვის წინ

სწრაფად და ხარისხიანად შეძლო გიორგიმ ჩემი დახმარება კერძო სახლის პროექტთან დაკავშირებით. ვუწევ რეკომენდაციას!

ინტერიერის დიზაინი სურათი
ინტერიერის დიზაინი
ნიკა ეჯოშვილი
star icon
star icon
star icon
star icon
star icon
8 თვის წინ

მომსახურება შესრულდა იდეალურად, იყო ხშირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც მთავარია დროშ...

​დიზაინერის მომსახურება - რჩევები თუ როგორ შექმნათ მიმზიდველი და ესთეტიკური სივრცე

ნებისმიერი შენობის, სივრცის, საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის, გასართობი თუ სადღესასწაულო ადგილების, ან სხვა ტიპის შენობის რემონტის დაწყებამდე მნიშვნელოვანი კომპონენტია მისი დიზაინის შექმნა. ხშირად, ადამიანებს ჰგონიათ რომ ეს ძალიან მარტივი პროცესია და თავადაც მარტივად შეუძლიათ თუნდაც, ინტერნეტის დახმარებით მოიძიონ ფოტოები და ასე შექმნან სასურველი დიზაინი. მაგრამ, ეს პროცესი გაცილებით მეტ ცოდნას, გამოცდილებას, ენერგიას და დროს მოითხოვს, რასაც დიზაინერი და მისი მომსახურება ამარტივებს. 

ინტერიერის დაგეგმარების დროს, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციალისტია. უმეტესად, ინტერიერს აფორმებს სხვადასხვა მასალებით, ავეჯით, დეკორით, განათებით და სხვა ელემენტებით. დიზაინერი ქმნის სივრცეს, რომ ის იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი, კომფორტული, ესთეტიკური და მორგებული მომხმარებლის სურვილებზე. გამოცდილ და პროფესიონალ დიზაინერს შეუძლია ნებისმიერი სივრცე აქციოს მიმზიდველ და განსხვავებულ გარემოდ.

რას მოიცავს დიზაინერის მომსახურება ?

დიზაინერის მომსახურება ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს სასურველი სივრცის დაგეგმვა განახორციელოს მისი სურვილებიდან გამომდინარე. მომხმარებელს საშუალება აქვს ამ სერვისით შექმნას: მისი მომსახურების ფარგლებში მომხმარებელი იღებს დაგეგმარებულ სივრცეს, სადაც ყველა დეტალი გათვლილი და გათვალისწინებულია. დიზაინერის მომსახურება მოიცავს ისეთ სამუშაოების შესრულებას, როგორიცაა:  რატომ უნდა დაიქირაოთ დიზაინერი ?

დიზაინერი გამოირჩევა კრეატიულობით, გამოცდილებით და ცოდნით, რომელიც თქვენთვის საყვარელ სივრცეს მაქსიმალურად სურვილებზე მორგებულ და კომფორტულ გარემოდ აქცევს. გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები დიზაინერს ყოველთვის ეხმარება, რომ თქვენი სურვილები სახლის დაპროექტების ნაწილში იყოს დახვეწილი და მიიღოთ საუკეთესო გადაწყვეტილება. 

სარემონტო სამუშაოები, ყოველთვის ასოცირდება დროის ზედმეტ დანაკარგთან, დაღლასთან, ხშირად ნერვიულობასა და ბიუჯეტის გაზრდასთან. დიზაინერი კი, ის ადამიანია, რომელიც, ამ ყველა საქმის შემსუბუქებას უზრუნველყოფს და თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ხარჯს. 

თუ ნაკლებად ერკვევით სარემონტო მასალებში და თანამედროვე დიზაინის ტენდენციებში, დამღლელია ავეჯის განლაგებაზე ფიქრი და სხვა საჭირო პროცესები, დიზაინერი დაგეხმარებათ მაქსიმალურად თქვენს სურვილებზე მორგებული თანამედროვე ტენდენციების შესაბამისი ინტერიერის შექმნაში. 

ხშირად, დიდ გამოწვევად იქცევა ხოლმე მცირე ფართის სწორად დაგეგმარება. გამოუცდელი ადამიანი კი, მსგავს შემთხვევებში მეტად ზარალდება. ამისთვის, უმჯობესია, გამოიყენოთ დიზაინერის მომსახურება და სწორად დაგეგმოთ თქვენი სივრცე, რომელიც იქნება კომფორტული, ესთეტიკური და ფუნქციური. 

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

ვინ არის დიზაინერი ?

დიზაინერი ეს არის სპეციალისტი, რომელიც ქმნის ისეთ სივრცეს, რომ ის იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი, კომფორტული, ესთეტიკური და მორგებული მომხმარებლის სურვილებზე. გამოცდილ და პროფესიონალ დიზაინერს შეუძლია ნებისმიერი სივრცე აქციოს მიმზიდველ და განსხვავებულ გარემოდ.

რას მოიცავს დიზაინერის მომსახურება ?

დიზაინერის მომსახურება მოიცავს სხვადასხვა სივრცის, საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის სწორად გეგმარებას. მისი ნახაზების შექმნას, ავეჯის, განათებების და სხვა საჭირო მასალების ფერის შერჩევას. ტიხრების განლაგების განსაზღვრას და სხვა. დიზაინერის მომსახურება რემონტის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.

რა უნდა გავითვალისწინოთ დიზაინერის დაქირავებამდე ?

იქამდე, სანამ დაიქირავებთ დიზაინერს, გაითვალისწინეთ რამდენად ახლოსაა მისი ნამუშევრები თქვენს სურვილებთან. როგორია მომხმარებლის გამოცდილება მასთან მუშაობის პროცესში და რამდენად გამოცდილია თავის საქმიანობაში. ეს დეტალები დაგეხმარებათ მარტივად იპოვოთ სასურველი დიზაინერი და არ მოგიწიოთ ზედმეტი დროის ან ფინანსური რესურსის დაკარგვა.

რა ღირს დიზაინერის მომსახურება ?

დიზაინერის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის პროექტის შესრულება უწევს მას, რამდენად რთული ან მარტივია. ამის გარდა, ფასი დამოკიდებულია დიზაინერის გამოცდილებაზე. უმეტესად, მომსახურების საფასური გამოითვლება კვადრატულობის მიხედვით, თუმცა შეიძლება დიზაინერს ჰქონდეს ფიქსირებული ღირებულებაც.