განცხადება შესვლა / რეგისტრაცია

ექსტერიერის დიზაინი

ექსტერიერის დიზაინი მნიშვნელოვანია, რადგან არ მოხდეს სახლის იერსახის ცვლილება და ის იყოს ესთეტიკურად კიდევ უფრო მიმზიდველი. ექსტერიერის დიზაინი მოიცავს ყველა იმ 
დეტალის დაგეგმარებას, როგორიცაა: 
  • გარე ფასადის სტილის განსაზღვრა;
  • მოსაპირკეთებელი მასალების შერჩევა;
  • ფერებს და სხვადასხვა გარე ელემენტების განსაზღვრა;
თუ ექსტერიერის დიზაინი არის კარგად დაგეგმილი, ის სახლის სივრცეს და ეზოს ქმნის კიდევ უფრო ჰარმონიულს. ამასთანავე მასალების სწორად შერჩევა უზრუნველყოფს მის გამძლეობას და ფუნქციონირებას. ექსტერიერის დიზაინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ხდება ძველი ფასადის ცვლილება და მისი თანამედროვე სტილით მოწყობა.

განცხადებები

ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინტერიერის დიზაინი

გთავაზობთ სახლის ინტერიერის დიზაინს, სამზარეულოს გეგმარებას, ელექტროობის ნახაზის გაკეთებას, შემდეგ ამ ყველაფრის 3დ ვიზუალიზაციას და სამუშაო ფაილების გამზადებას რემონტის დასაწყებად.

სოფო გურასაშვილი
შეფასება 5.0 , 3 შეფასება
ვერიფიცირებული პრემიუმი
მდებარეობა: თბილისი

ინტერიერის დიზაინი / ლანდშაფტის დიზაინი

**KHMA Interior** — სივრცე, სადაც ესთეტიკა, კომფორტი და ფუნქციურობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ ინტერიერისა და ლანდშაფტის დიზაინის პროექტებს, რომლებიც ასახავს დამკვეთის გემოვნებას, ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს. ჩვენი მიზანია თითოეული სივრცის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, ჰარმონიული გარემოს შექმნა და თანამედროვე დიზაინის პრინციპების პრაქტიკულ გადაწყვეტილებებთან შერწყმა. ჩვენი მომსახურება მოიცავს: - საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს; - სივრცის დაგეგმარებასა და ფუნქციურ ზონირებას; - 3D ვიზუალიზაციას; - ავეჯის, მასალებისა და ფერთა პალიტრის შერჩევას; - ლანდშაფტის დიზაინსა და გარე სივრცეების დაგეგმარებას. KHMA Interior — დიზაინი, რომელიც თქვენს სივრცეს ინდივიდუალურ ხასიათს სძენს.

KHMA Interior
პრო

ინტერიერის დიზაინი

Design ME გთავაზობთ ინტერიერის დიზაინის სრულ მომსახურებას: -ფუნქციურ დაგეგმარებას - ფერების და მასალების შერჩევას -განათების დეტალურ პროექტირებას -თანამედროვე და კომფორტული სივრცის შექმნას - სრულ ტექნიკურ ნახაზებს - პროექტზე ზედამხედველობას კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით.

პრო

ინტერიერის დიზაინი და სრული საპროექტო მომსახურება

გსურთ სივრცე, რომელიც მხოლოდ ლამაზი კი არა, თქვენზე მორგებული, ფუნქციური და გამორჩეული იქნება? Decorate ქმნის ინტერიერს, სადაც ესთეტიკა, კომფორტი და პრაქტიკულობა ერთიანდება. ჩვენ ვქმნით საცხოვრებელი და კომერციული სივრცეების ინტერიერის დიზაინს — იდეიდან საბოლოო შედეგამდე. რას მოიცავს ჩვენი მომსახურება? • სივრცის დაგეგმარება და ფუნქციური ზონირება • ინტერიერის კონცეფციისა და სტილის შექმნა • ინდივიდუალური დიზაინის შემუშავება • ფერთა პალიტრისა და მასალების შერჩევა • ავეჯის, განათებისა და დეკორატიული ელემენტების შერჩევა • დეტალური 3D ვიზუალიზაციები • ელექტროობის, განათებისა და სხვა საჭირო სამუშაო ნახაზების მომზადება ჩვენთვის კარგი ინტერიერი იწყება არა მხოლოდ ლამაზი იდეით, არამედ სწორად დაგეგმილი სივრცით. ამიტომ თითოეულ პროექტს ინდივიდუალურად ვუდგებით - ვითვალისწინებთ თქვენს ცხოვრების სტილს, საჭიროებებს, სურვილებსა და ბიუჯეტს. ჩვენი მიზანია, საბოლოო შედეგი ზუსტად ისეთი იყოს, როგორსაც პროექტის შექმნისას წარმოიდგენდით. ? ვმუშაობთ თბილისში და საქართველოს მასშტაბით ? დეტალური ინფორმაციისა და კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით Decorate - თქვენი სივრცე, ჩვენი დიზაინი

გარე ფასადის დიზაინი

გარე ფასადის დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ბინის ან სახლის დიზაინის შექმნის პროცესში. აუცილებელია, გარე ფასადის დიზაინი მაქსიმალურად მინიმალისტურ სტილში იყოს გადაწყვეტილი, თუ თქვენი სურვილი ჰარმონიული და კომფორტული გარე სივრცის მოწყობაა. გარე ფასადის თანამედროვე ტენდენციები ძირითადად მინიმალისტურ სტილსა და კლასიკურ დიზაინს აერთიანებს. ისეთი მასალა, როგორიცაა ქვის ან აგურის დეტალები გარე ფასადის სტილს უფრო კლასიკურს ხდის. გარე ფასადის დიზაინის მოწყობის დროს შეარჩიეთ ისეთი მასალები, რომელიც იქნება მაქსიმალურად გამძლე გარემო პირობების მიმართ. რაც შეეხება განათებას და ფერებს, შეარჩიეთ ის რომელიც ჰარმონიაშია თქვენს ეზოსთან და ფერები მაქსიმალურად ეხამება ერთმანეთს.

მომხმარებლის შეფასებები

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: გიორგი

ძალიან კმაყოფილი ვართ მომსახურებით ❤️ სამუშაო სწრაფად და ხარისხიანად შესრულდა, ყველა ჩვენი მოთხოვნა და სურვილი გათვალისწ...

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: ნათია

ზუსტად იყო გათვალისწინებული ჩვენი სურვილები, იყო მარტივი კომუნიკაცია და შედეგი ძალიან სწრაფი, ხარისხიანი და ზუსტად ისეთი...

ინტერიერის დიზაინი

შეფასების ავტორი: ნიკა ეჯოშვილი

მომსახურება შესრულდა იდეალურად, იყო ხშირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც მთავარია დროშ...

​ექსტერიერის და გარე ფასადის დიზაინი - რჩევები მიმზიდველი შენობის შესაქმნელად

გარე ფასადის და ექსტერიერის დიზაინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია  ბინის დიზაინის შექმნის დროს. სწორად შერჩეული და გარემოსთან შეხამებული გარე ფასადის დიზაინი  კიდევ უფრო ლამაზს და მიმზიდველს ხდის ბინას, საკუთარ სახლს თუ ნებისმიერ შენობას.

დღესდღეობით ბაზარზე ექსტერიერის დიზაინის მრავალფეროვანი არჩევანია. მასალები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ტექსტურებით და დიზაინით. სწორედ ამიტომ, მარტივად შეიძლება მომხმარებელმა შეარჩიოს მისთვის სასურველი და უნიკალური გარე ფასადი. 

რისთვის არის საჭირო გარე ფასადის დიზაინი ?

გარე ფასადის დიზაინი არის ექსტერიერის ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც დიდ გავლენას ახდენს მის იერსახესა და ფუნქციურ დატვირთვაზე. გარე ფასადის დიზაინი საჭიროა ისეთი მიზეზების გამო, როგორიცაა: 
შენობის იერსახე, ესთეტიკურობა, სილამაზე - გარე ფასადი არის სახლის ან ბინისთვის მთავარი იერსახეა, რაც გამოარჩევს მას სხვა შენობებისგან, ამიტომ უნდა იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი;
ფუნქციური - გარე ფასადის მოპირკეთების დროს, აუცილებელია მასალა იყოს სწორად შერჩეული, რათა შენობა დაცული იყოს სხვადასხვა კლიმატურ პირობებში, როგორც ზამთარში ისე ზაფხულში, ძლიერი სიცხის პირობებში;
ხმის იზოლაცია და ენერგოეფექტურობა - გარე ფასადის სწორად მოპირკეთება საშუალებას იძლევა, რომ შენობა-ნაგებობა იყოს მეტად ენერგოეფექტური და ხმის იზოლაცია იყოს შენარჩუნებული;
ფასის ზრდა - მაშინ როდესაც, ექსტერიერი მდიდრულად და გამორჩეულად არის მოპირკეთებული, შენობის ფასი უფრო იზრდება. გარდა ამისა, ფასი იმატებს როცა გამოყენებულია გარე ფასადისთვის ძვირადღირებული მასალები;

რომელი მასალების გამოყენებაა ეფექტური გარე ფასადის მოპირკეთების დროს ?

გარე ფასადის მოპირკეთების დროს აუცილებელი და მნიშვნელოვანი პირობაა გამოყენებული იყოს ხარისხიანი მასალები. გარდა ამისა, ეს მასალა უნდა იყოს გარემო პირობებისადმი მაქსიმალურად გამძლე და ენერგოეფექტური. ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალები რამდენიმე სახისაა, მათ შორის პოპულარულია:
  • აგური;
  • ბეტონი;
  • დეკორატიული ფილები(ქვა);
  • ალუმინის კომპოზიტი;
  • ხის ფასადი. 
გარე ფასადის დიზაინის მოწყობის დროს შეარჩიეთ ისეთი მასალები, რომელიც იქნება მაქსიმალურად გამძლე და მედეგი გარემო პირობების მიმართ. რაც შეეხება განათებას და ფერებს, შეარჩიეთ ის რომელიც ჰარმონიაშია თქვენს ეზოსთან და ფერები მაქსიმალურად ეხამება ერთმანეთს. აუცილებელია ბინის ან აივნის დიზაინის შექმნის შემთხვევაში ეს დეტალები იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული.

მსგავსი ძიებები

მსგავსი კატეგორიები

ხშირად დასმული კითხვები

როგორ ცვლის გარე ფასადის მოპირკეთება სახლის ან შენობის იერსახეს ?

მაშინ როდესაც მრავალსართულიანი კორპუსების, კერძო სახლების ან სხვა შენობის გარე ფასადი მოპირკეთებულია სხვადასხვა მასალით ის უფრო მეტად შესამჩნევი, ეფექტური და მიმზიდველია.

რომელია საუკეთესო მასალები ექსტერიერის მოწყობის დროს ?

ექსტერიერის მოწყობის დროს მაქსიმალურად ეფექტურია შემდეგი მასალები: აგური, ბეტონი, ალუმინის და ქვის მასალა. გარდა იმისა, რომ ეს მასალები მაქსიმალური გამძლეობით გამოირჩევა არის ენერგოეფექტურიც.

რომელი ფერის გამოყენებაა უკეთესი გარე ფასადის დიზაინში ?

გარე ფასადის დიზაინის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია სწორად მოხდეს ფერების კომბინაციის შერჩევა. უმჯობესია, გამოიყენოთ ნეიტრალური ფერები.