პროფესიონალი და თავის საქმის მცოდნე. რამდენჯერმე დამეხმარა და ისეთი საქმე გააკეთა, რასაც ბევრი პროფესიონალი ვერ შეძლებდა...
დიდი რეკომენდაცია გიორგის, საქმის პროფესიონალი და პასუხისმგებელიანი არქიტექტორი
სწრაფად და ხარისხიანად შეძლო გიორგიმ ჩემი დახმარება კერძო სახლის პროექტთან დაკავშირებით. ვუწევ რეკომენდაციას!
მომსახურება შესრულდა იდეალურად, იყო ხშირი კომუნიკაცია და ჩვენი სურვილების მაქსიმალურად გათვალისწინება, რაც მთავარია დროშ...
დიზაინერი ეს არის სპეციალისტი, რომელიც ქმნის ისეთ სივრცეს, რომ ის იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი, კომფორტული, ესთეტიკური და მორგებული მომხმარებლის სურვილებზე. გამოცდილ და პროფესიონალ დიზაინერს შეუძლია ნებისმიერი სივრცე აქციოს მიმზიდველ და განსხვავებულ გარემოდ.
დიზაინერის მომსახურება მოიცავს სხვადასხვა სივრცის, საცხოვრებელი თუ კომერციული ფართის სწორად გეგმარებას. მისი ნახაზების შექმნას, ავეჯის, განათებების და სხვა საჭირო მასალების ფერის შერჩევას. ტიხრების განლაგების განსაზღვრას და სხვა. დიზაინერის მომსახურება რემონტის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს.
იქამდე, სანამ დაიქირავებთ დიზაინერს, გაითვალისწინეთ რამდენად ახლოსაა მისი ნამუშევრები თქვენს სურვილებთან. როგორია მომხმარებლის გამოცდილება მასთან მუშაობის პროცესში და რამდენად გამოცდილია თავის საქმიანობაში. ეს დეტალები დაგეხმარებათ მარტივად იპოვოთ სასურველი დიზაინერი და არ მოგიწიოთ ზედმეტი დროის ან ფინანსური რესურსის დაკარგვა.
დიზაინერის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის პროექტის შესრულება უწევს მას, რამდენად რთული ან მარტივია. ამის გარდა, ფასი დამოკიდებულია დიზაინერის გამოცდილებაზე. უმეტესად, მომსახურების საფასური გამოითვლება კვადრატულობის მიხედვით, თუმცა შეიძლება დიზაინერს ჰქონდეს ფიქსირებული ღირებულებაც.